Category: სლაიდერი

  • ხელისუფლების მხარდამჭერები ანტივაქსერები არიან, დასავლეთს წყევლიან – ხუხაშვილი

    ოცნების პარადოქსები:
    ხელისუფლება აცხადებს ვაქცინაციას – მისი მხარდამჭერების უმრავლესობა ანტივაქსერები არიან.

    ხელისუფლება აცხადებს დასავლურ ვექტორს – მისი მხარდამჭერები დასავლეთს წყევლიან.

    ხელისუფლება აცხადებს გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას – მისი მხარდამჭერები ჟურნალისტებს თავ-ყბას ამტვრევენ.

    ხელისუფლება აცხადებს ეკონომიკურ აღმავლობას – მისი მხარდამჭერები შიმშილობენ…

    #ვერტიკალურიდაბრუნვადისიყვარული”

    წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

  • ჩემი სურვილია, ყველა სოფელში ჩავიტანოთ ვაქცინები – ირაკლი ღარიბაშვილი

    “ჩემი სურვილია, თითქმის ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები. რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს საშუალება, ჩაიტარონ აცრები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”

    განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

  • უპასუხისმგებლო აქციების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა – ღარიბაშვილი

    უპასუხისმგებლო აქციების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა – ღარიბაშვილი

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას საპროტესტო აქციებს უკავშირებს.

    “პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა ბოლო ორ კვირაში, ინფიცირებულთა რაოდენობას ვგულისხმობ. აქვე მინდა აღვნიშნო, სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო რამდენიმე დღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირებულთა რაოდენობის.

    კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ კიდევ უფრო მეტი ყურადღება, სიფრთხილე. პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ზოგადად ჩვენს აქტივობას, იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები”,– თქვა მან მთავრობის სხდომაზე.

  • რომ არ მოგვიწიოს, ჩავიტაროთ ვაქცინაცია – ღარიბაშვილი შეზღუდვების დაწესებაზე

    “ჩვენ ყველაფერი გავხსენით, რამდენიმე თვეა ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%–იანი აპრილის თვეში, 30%–იანი მაისის თვეში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში და 12%–იანი ზრდა გვაქვს პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ არცერთი ლარი, არცერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია, უფრო მეტიც, ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი.

    აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი საქართველოს ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი ვალის სახით, რაც გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო”

    თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • მოჭადრაკე იყო პოლიტიკაში, 7-8 სვლა ჰქონდა გათვლილი – კობახიძე ივანიშვილზე

    “ის იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა, მინიმუმ 7-8 სვლა ჰქონდა გათვლილი, რაც საკმაოდ რთული რამ არის. როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს. ამას დაემატა ის, რომ ყრილობიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, როდესაც ჩვენ მოგვიწია ისეთ რთულ პროცესებთან შეჭიდება, რაც დაკავშირებული იყო მელიას დაკავებასთან. ეს იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა”

    თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

  • დადასტურდა კორონავირუსის 1264 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  1 665 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 გარდაიცვალა.

    26 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 404 023
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 374 753
    • მათ შორის გარდაცვლილი – 5 714
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19 375, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 807, PCR ტესტით – 9 568
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,52% ბოლო 14 დღის –  5,73%, ბოლო 7 დღის – 6,44%
    • სულ აცრილია – 404 339, დღიურად აცრილია – 1 572
    • კარანტინის რეჟიმში – 62
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  5 247
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 737
  • სად წაიღეს ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიურომდე.კამერების ჩანაწერები

    სად წაიღეს სახლიდან პოლიციის მიერ გარდაცვალების დილას გატაცებული  ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი?  მთავარმა არხმა სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები მოიპოვა, საიდანაც ჩანს რომ, შესაძლოა, პოლიციის მანქანამ ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად გვამი სულ სხვა მისამართზე გადაიტანა.

    ეს ეჭვი პირველივე დღეს გაჩნდა, როდესაც ლექსოს სახლიდან გამოსული მანქანა ექსპერტიზის ბიუროსთან ერთი საათისა და თხუთმეტი წუთის შემდეგ მივიდა. ამდენი დრო მას არანაირად არ უნდა დასჭირვებოდა. თანაც, გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში წერია, რომ ბიურომდე ცხედრის მიტანას თურმე მხოლოდ ოცი წუთი დასჭირდა. მაშინ რანაირად დააფიქსირა კამერებმა ბიუროში ავტომობილის შესვლა ერთი საათით გვიან, რაც ყველამ, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვნახეთ?

    მთავარი არხის მცდელობის მიუხედავად, დასმული კითხვებისა თუ გაგზავნილი წერილების მიუხედავად, არანაირი განმარტება ამ შეუსაბამობის ასახსნელად ოფიციალურმა სტრუქტურებმა გასცეს.

    მთავარმა მოიპოვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ იმ მომენტში, როდესაც, გამოძიების მიხედვით, ლექსოს ცხედარი უკვე ბიუროში ასვენია, რეალურად პოლიციის ავტომობილი ტრასაზეა და, უფრო მეტიც – საერთოდ არ უხვევს ექსპერტიზის ბიუროსკენ და მიდის გლდანის ხიდებისკენ.

     

     

  • ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი – წულუკიანი ჟურნალისტზე რომელსაც მიკროფონი წაართვა

    “ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი “- კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, “მთავარის” ჟურნალისტს რომელსაც, 22 ივლისს, მიკროფონი წაართვა სვანეთში იბარებს.

    “ძალიან ბევრი მეკითხებით, როდის დაუბრუნდება ქალბატონ ემას თავისი მიკროფონი. ქალბატონი ემა თავისი სიცრუის მანქანა ტელეარხიდან ფარავს სამეგრელო ზემო სვანეთს, მაგრამ ფაქტია, თქვენ ყველანი ამოხვედით ხალდეში, თავისუფლებისთვის ბრძოლის ადგილას და ქალბატონი ემა აქ არ არის. სად არის ქალბატონი ემა? ამობრძანდეს, მე ჯერ კიდევ სვანეთში ვარ და თუ ამოვა ამ ხეობაში, მე მას ამ მიკროფონს დავუბრუნებ, თუ არადა, დაიცადოს იმ მომენტამდე, როდესაც მას შევხვდები. თუ არადა, სამი ოქტომბერიც დადგება, როდესაც ის და თავისი მავნებლური პოლიტიკური ძალა მწარედ დამარცხდებიან არჩევნებში. ბურთი მის მოედანზეა. ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი. თუ არადა, მოვიდეს როცა უნდა და თუ აქვს მოსასვლელი პირი, ჩამხედოს თვალებში. როდესაც ჟურნალისტს უჩნდება მისნაირად სურვილი, რომ ითამაშოს პოლიტიკა, პოლიტიკური თამაში ასეთი ვიცი მე. თუ უნდა იყოს ჟურნალისტი, იყოს ჟურნალისტი და ნუ შეუვარდება ადამიანებს კერძო საკუთრებაში, ნუ შემოვარდება სენაკის თეატრში გახსნის ჩასაშლელად. მედიასთან ვიცი მე პოლიტიკოსის და ჟურნალისტის თანამშრომლობა და როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ მე პოლიტიკურად ასეთ თამაშს ვაწარმოებ. ქალბატონო ევა, კი არადა ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი, თუ არადა მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს და მაშინ მე თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით,” – ამბობს წულუკიანი.

  • მერიის ინფორმაციით აქტივისტების და მედიის საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის გამო 2 პირი დაჯარიმდა

    თბილისის მერიის ინფორმაციით თბილისის ქუჩაებში „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია 2 პირი, რომლებსაც 1000 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.

    როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები, დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.

    თბილისის ქუჩებში შაბათს დილით გამოჩნდა  პლაკატები გამოჩნდა წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. პლაკატებზე გამოსახულნი არიან მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

  • რუსთავში კაცი 9–ე  სართულიდან გადმოვარდა

    რუსთავში კაცი 9–ე სართულიდან გადმოვარდა

    რუსთავში ხანშიშესული კაცი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

    მომხდარს ადასტურებენ შსს-ში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო ეკიპაჟები.