Category: სლაიდერი

  • 6 600 აბონენტს 25 ივლისს გაზის მიწოდება 24 საათით შეუწყდება – თბილისი ენერჯი

    თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ნუცუბიძეზე 6 600 აბონენტს 25 ივლისს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

    გაზის მიწოდების შეწყვეტა ნუცუბიძის ფერდობზე არსებულ გაზის ქსელზე ახალი აბონენტების დაერთების სამუშაოებს უკავშირდება.

    თბილისი ენერჯის ცნობით, გაზის მიწოდება აღდგება ორშაბათს, 26 ივლისის 10:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის.

    25 ივლისის დილის 10:00 საათიდან 26 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება შალვა ნუცუბიძის ქ. 179-1, ნუცუბიძის II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, ნუცუბიძის II მ/რ, კვ. 1, კორპ. 1, 1ა, 2, 3, 3ა, 3დ, 4, 5, 6, 7, 8, 8ა, ნუცუბიძის II მ/რ, კვ. 2, კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 3, კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 7ა, 8, 9, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 4, კორპ. 1, 2, 3, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 5, კორპ. 5, ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 4, 5, 6, 7, 8, 10ა, 10ბ, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19ა, 19ბ, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 28ა, 29, 30, 31, 35, 36, მე-4 გიმნაზიის ბაგა-ბაღი, ნუცუბიძის V მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებსშორის, ნაკვ.

    32-ში მდებარე შპს „პალა ჯგუფის“, შპს „ჯი თი გრუპი ნუცუბიძეს“, ნუცუბიძის II მ/რ, კვ. 1, კორპ. 7-ის მიმდებარედ (ბ. ჟღენტის ჩიხი 2), ნუცუბიძის II მ/რ, კვ. 3, კორპ. 6-ის მიმდებარედ ამხ. ნუცუბიძე 2015“-ის, ნუცუბიძის II და V მ/რ-ებს შორის მდებარე შპს „ინტექსი დეველოპერისა“ და შპს „რეალ ესთეით ქომფანის“, ნუცუბიძის II მ/რ, ნაკვ. 15/005-ში (იგივე ნუცუბიძის II მ/რ, კვ. 2, კორპ. 2ა) მდებარე შპს „კაპიტალ დეველოპმენტის“, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 8-ის მიმდებარედ (იგივე კორპ. 9გ), ნუცუბიძის V მ/რ, კორპ. 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 30-ის წინ არსებული შპს „ვექტორის“, ბ. ჟღენტის ქუჩაზე – III და IV პლატოს შორის (იგივე ბ. ჟღენტის ქ. 5) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ნუცუბიძე-ვაშლიჯვარისდამაკავშირებელი გზის მიმდ.

    324/ილია აბულაძის ქ. 1-ში მდებარე შპს „ჩემპიონის“, ბესარიონ ჟღენტის ქ. 2გ (იგივე ნუცუბიძის 2-2-2-ის მიმდებარედ), ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის მდებარე შპს „მს დეველოპერის“, ონკოლოგიურისცენტრსა და ინტენსიფიკაციის გზას შორის/ნუცუბიძის III მ/რ-ის ბოლოს მდებარე შპს „მომავალი ლისის“, ინტენსიფიკაციის ქუჩაზე, ნაკვ. 015/107-ში მდებარე შპს „ჯსჯდეველოპმენტის“, ელგუჯა ამაშუკელის ქ. 14, 17, 23, კ. კაპანელის შეს. 10, ნუცუბიძის III მ/რ, ნაკვ. 11/013-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხვამლის ქ. 25-ში – ამხ. „მანა ჰაუსი”-ს, ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის (ფერმწერთა, ინტენსიფიკაციის, ხუროთმოძღვართა, ონკოლოგიურისფერდობის მიმდებარედ, ალ. ბანძელაძის, შატილის, ანდრო ჭილაიას, ამბერკი ტაბიძის, ლევან ასათიანის, კ. კაპანელის, ს. დანელიას, ბ. ჟღენტის ქუჩისა და ჩიხების) მოსახლეობას, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „გამწვანება 94“, შპს „ნიუ სპეისი“, შპს „დაუ +“, ლია ბიკაშვილი, შპს „განვითარების ცენტრი“, ფ/პ შალვა აბულაშვილი, ბაგა-ბაღი # 192 და # 201, საჯარო სკოლა # 102, შპს GLG-GROUP და სხვა.

  • ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა

    ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში 49 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ,პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.

    ,,უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რეანიმაციაში მოთავსდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, პროცესები უკვე ღრმად იყო წასული”, – გვითხრეს საავადმყოფოში.

    ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიები, აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (10-40%), ხშირია საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში გავრცელების შემთხვევები, ამავე დროს, რთულია მისი პრევენცია და მკურნალობა. ყირიმ-კონგოს ცხელება ენდემურია აფრიკისთვის, ბალკანეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიისათვის.

    დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში აღწერეს და სახელად ყირიმის ჰემორაგიული ცხელება უწოდეს. 1969 წელს დაადგინეს, რომ პათოგენი, რომელიც ყირიმის ჰემორაგიულ ცხელებას იწვევდა, იგივე იყო, რაც პათოგენი, რომელიც 1956 წელს კონგოში იდენტიფიცირებულ დაავადებას იწვევდა. ამ ორი ადგილის ასეთი კავშირი აისახა დაავადებისა და ვირუსის ამჟამინდელ სახელწოდებაში.

  • თითქმის ნახევარი დადებითი შემთხვევებიდან დელტა შტამია უკვე – გამყრელიძე

    ლუგარში დადებითი შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი უკვე არის დელტა შტამი – კორონავირუსის გავრცელების შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

    “დელტა შტამზე ჩვენ შეფასებითი მაჩვენებლებით ვსაუბრობთ, 30დან  40%-მდეა, მაგრამ ძალიან ხშირია. იგივე ლუგარში დადებითი შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი უკვე არის დელტა, თუმცა მხოლოდ ლუგარით ვერ ვიმსჯელებთ.”- განაცხადა გამყრელიძემ.

  • მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადისო? გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა, ხო? – იმნაძე

    მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადისო? გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა, ხო? – იმნაძე

    “მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადისო? გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა, ხო? ” – განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას.

    ”შეზღუდვებმა აჩვენა თავის ეფექტურობა, გახსოვთ, ალბათ, მე ისიც მახსოვს აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა ხომ ვირუსი? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო, ხომ? აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს ჰქონდა თავის აზრი მაშინ, როცა ჩვენ არ შეგვეძლო შემოგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის ალტერნატიული გზები თავის დაცვის. ალტერნატიული გზა დღეს არის ის, რომ არის, პირველ, რიგში, ვაქცინა და მეორე რიგში, არსებული რეგულაციები. არსებული რეგულაციები მათი დაცვის შემთხვევაში გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვაქცინაციისა და არსებული რეგულაციების დაცვით, შეზღუდვები აღარ დავაწესოთ. ” – განაცხადა იმნაძემ.

  • “მთავარმა არხმა” წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის გამო პროკურატურას მიმართა

    “მთავარმა არხმა” კულტურის მინისტრის მიერ, თეა  წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის გამო პროკურატურას მიმართა. არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პირველმა ვიცე-პრემიერმა ერთდროულად ორი დანაშაული ჩაიდინა – ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

    “ის რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტში კაცმა დეპუტატებმა იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად უკვე ქალმა იძალადა, ჩვენს ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე”, –  განაცხადა გვარამიამ.

  • ფაიზერის II დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო, 24 ივლისის შემდეგ ავტომატური იქნება – ტიკარაძე

    „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მიიღეთ მომსახურება პირველ აცრაზე – ამის შესახებ მინისტრმა უწყებაშთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

    „დღეს განახლდება რეგისტრაცია „ფაიზერის“ მეორე დოზებზე და 37 კლინიკაში, სადაც მათ უკვე ჩაიტარეს აცრები, საშუალება ექნებათ 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. თქვენ იცით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე. მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე. თუმცა, აქ ჩვენ ვაძლევთ მოქალაქეებს მოქნილობას და ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ საშუალება, შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა შედარებით მოგვიანებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

    მოქალაქეები, რომლებიც მეორე დოზებზე წინასწარ რეგისტრაციას გაივლიან, უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, კლინიკების ცხელ ხაზს ან 144 3-ს უნდა დაუკავშირდნენ.

    „წინაწარი რეგისტრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს საიტი. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა მსურველის დაკმაყოფილება მოხდება. მხოლოდ საიტის შეუფერხებელი მუშაობისთვის მიიღო IT სამსახურმა გადაწყვეტილება. ეს არის სწორი ფორმა იმისთვის, რომ არ მოხდეს კოლაფსი, რაც წინა რეგისტრაციაზე მივიღეთ. რა თქმა უნდა, თუ უარყოფითი პასუხი იქნება, შეატყობინებენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ამ მიწოდება-მოთხოვნის პირობებში რომელიმე ადამიანს უნდა მიუვიდეს უარყოფითი პასუხი, თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩართულია როგორც კლინიკების ცხელი ხაზი, ასევე 144 3, რომელიც არის კომპეტენტური ამ საკითხებში და შეუძლია თითოეული ადამიანის თუნდაც უარყოფითი პასუხის გადამოწმება, თუ რა იყო ამის მიზეზი და ამის გამოსწორება მოხდება მყისიერად“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • დამსაქმებლებმა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს – გამყრელიძე

    დამსაქმებლებმა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    „დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს. მაგალითად ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, 2 გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება.ჩვენთან დასაქმებულთა 61 პროცენტი აცრილია და აგვისტოს ბოლოსთვის გვინდა, რომ 80-85 პროცენტზე ავიდეთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

  • მელია ამ არჩევნებზე მიიღებს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს – იოსელიანი

    ნიკა მელია ამ არჩევნებზე მიიღებს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს , – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    “როგორც ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ახერხებს ოპოზიციური ხმების შეკრებას, არ აქვს რესურსი, რომ სრული ოპოზიციური ხმების მობილიზება მოახდინოს, ამიტომ ის არ არის სრული ოპოზიციის კანდიდატი, შეიძლება იყოს რამდენიმე პარტიის კანდიდატი და აქედან გამომდინარე, “ნაციონალური მოძრაობა” დაჯერდება ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს, ზუსტად ვიცი, ოქროს მედალს ვერ მიიღებს, აპირებენ სხვადახვა საინტერესო ადამიანები მონაწილეობას მერობის არჩევნებზე. ელისაშვილი რომ ყოფილიყო საერთო კანდიდატი მიიღებდა ოქროს მედალს,”- განაცხადა იოსელიანმა.

  • 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დავარეგისტრირეთ – სამნიძე

    შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა დაარეგისტრირა. ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

    “მთავარი ფოკუსი იქნება რუსული კვალი და გავლენა, რადგან ამ კონკრეტულ თემაზე არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ მოვლენების უკან შეიძლება იყოს კრემლი. ყველა საკითხის გამოძიებისთვის დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა”, – თქვა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

    5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით “ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო. ამავე დღეს კონტრაქცია დააანონსა საქართველოს საპატრიარქომ.

  • მიკროფონი? არ ვიცი, რა ხდება… ეს არ არის დანაშაული – ღარიბაშვილი წულუკიანზე

    მიკროფონი? არ ვიცი, რა ხდება… ეს არ არის დანაშაული – ღარიბაშვილი წულუკიანზე

    პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა დანაშაული არ არის.

    „იცით რა არის? თქვენი მიკროფონი, არ ვიცი, რა ხდება, რა მოხდა.  გასაგებია. ეს ძალადობა და ეს სიყალბე უნდა დაასრულოთ თქვენ. პირადად თქვენ კი არ გეუბნებით, ელაპარაკები იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გადაიქცნენ უკვე პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. ეს არ არის დანაშაული, დანაშაულია ის, რასაც სჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი სააკაშვილი და მისი გუნდი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის  ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.