Category: სლაიდერი

  • ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გამყარდა.  აშშ დოლართან მიმართებით გამყარებამ 1.72 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0828 ლარი გახდა.

    ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.10 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6371 ლარი გახდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა.

  • იმედია, სავალდებულოობის შემოღების გარეშეც მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას – თურნავა

    “ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია და ახლა საუბარი არის სხვადასხვა რეგიონში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ეს ყველაზე მარტივი თემაა, რომელიც განმარტებითი საქმიანობით შეიძლება გავანეიტრალოთ. ჯერჯერობით ჩვენ არ ვფიქრობთ რაღაც შეზღუდვების დაწესებაზე ამ თვალსაზრისით. იმიტომ რომ ნებაყოფლობითია ვაქცინაცია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ახლა ისე წავიდა რეგისტრაცია თუნდაც ფაიზერზე, რომ დამატებითი სავალდებულოობის შემოღების გარეშეც ჩვენ მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას”

    განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

  • დროშის დაწვისთვის დასჯა გამოხატვის თავისუფლების დარღვევაა – მშვენიერაძე

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” (GDI) იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ეხმიანება კანონპროექტს, რომლის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანებისთვის ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

    მისი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაა.

    “დროშის დაწვისათვის დასჯადობის შემოღება, ვისი დროშაც არ უნდა იყოს ის, არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა (ცხადია, არ ვგულისხმობ თუ საქმე სხივისი საკუთრების განადგურებას ეხება).

    ამ მავნებლური ინიციატივით ვითომ დასავლურ ღირებულებებს ვიცავთ, სინამდვილეში კი დასავლური ღირებულებების იმ ნარჩენს ვანადგურებინებთ ხელისუფლებას, რაზეც დღემდე ვდგავართ – სიტყვის თავისუფლებას!”,– წერს მშვენიერაძე.

    კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

    ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

    კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები:  ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და  ბადრი ჯაფარიძე.

  • ვერ დაგვაკომპლექსებთ ინფიცირებულთა ზრდაზე სულელური ბრალდებებით – გრიგოლია ღარიბაშვილს

    ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმიანება. პრემიერმინისტრმა დღეს თქვა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება “უპასუხისმგებლო” საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

    გრიგოლია ღარიბაშვილს ურჩევს, დაფიქრდეს, ზრდა ხომ არ გამოიწვია მათი “კუნთმაგარი ჩლუნგების” აქციებმა და ან თავყრილობებმა.

    გრიგოლიას თქმით, ასეთი სულელური ბრალდებებით მათ ვერ დააკომპლექსებენ.

    “ღარიბაშვილისგან აღარაფერი მიკვირს. პრემიერი სანამ მედიას დააბრალებს გარდაცვლილი და ნაცემი კოლეგის საპროტესტო აქციების მიზეზით გაიზარდაო ინფიცირებულთა რაოდენობა, მანამდე თავის თავს ჰკითხოს, თვითონ რომ კუნთმაგარი ჩლუნგები გამოჰყავთ ხოლმე ქუჩაში დიდი აქციებით, იატაკქვეშა ოცნებას რომ ვეძახი, იმ აქციებით ხომ არ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა? ასევე, თავიანთი პოლიტიკური თავყრილობებიც კარგად გაიხსენოს, ნუ ეცდება ახლა ადამიანები, თუნდაც 2-3 კაცი დააჯეროს იმაში, რომ თურმე მედიის აქციებმა გამოიწვია ამ რიცხვის ზრდა. სირცხვილია სხვა თუ არა.

    ბატონო ირაკლი, ამ განცხადებების კეთებას ჯობია, თქვენი მთავრობის წევრებთან როცა შეიყრებით, მიიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და პირველ რიგში, ორგანიზატორები დასაჯოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავინ გაგიტარებთ, ვერ დაგვაკომპლექსებთ ამდაგვარი სულელური ბრალდებებით, რომ თითქოს მედიის საპროტესტო აქციებს უკავშირდება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ვერ გაგიტარებთ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არის ტყუილი”,– თქვა ინგა გრიგოლიამ.

     

  • ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

    ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

    ის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. ის საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მედლის აღება შეძლო. მან ლონდონის ოლიმპიადაზე 2012 წელს ოქრო მოიგო, რიოში 2016 წელს – ბრინჯაო.

  • საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დროშების დაზიანებისთვის სანქციები წესდება

    საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დროშების დაზიანებისთვის სანქციები წესდება

    საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებისთვის სანქციები წესდება.  კანონპროექტის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

    კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

    ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

    კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები:  ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და  ბადრი ჯაფარიძე.

    შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისის ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობიდან ორჯერ ჩამოხსნეს და დაწვეს. მეორე დილით ის პარლამენტის თავმჯდომარემ დაკიდა.

  • პარლამენტი შავდათუაშვილის ფინალის დროს პლენარულ სხდომას შეაჩერებს

    ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილის ფინალში გამოსვლის დროს პარლამენტში პლენარული სხდომა დროებით შეჩერდება. ინიციატივა ქართული ოცნების დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის.

    “ერთ საათში ან საათ-ნახევრის შემდეგ იქნება ფინალი და გთხოვთ, 5 წუთით სხდომა შევწყვიტოთ. ჩემი აზრით, არავინ იქნება წინააღმდეგი”,– მიმართა მდინარაძემ პარლამენტს, რომელსაც დეპუტატები დაეთანხმნენ.

    ლაშა შავდათუაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე იაპონელი შოჰეი ონო იქნება. შეხვედრა დაახლოებით 14:10 საათზე დაიწყება.

  • ზღვის ღელვა, წვიმა, სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 29 ივლისამდე

    ზღვის ღელვა, წვიმა, სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 29 ივლისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივლისს დღის ბოლოდან 29 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

    სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

  • მივესალმებით რუს ტურისტებსაც, არ არის საჭირო აჟიტირება – თურნავა ლეშჩენკოზე

    ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეხმიანება მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში ისვენებს რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკო, რომელსაც კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს.

    თურნავას თქმით, საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმება, ხოლო მისი ინფორმაციით, ლეშენკოს კანონი არ დაურღვევია.

    “აქვს თუ არა დარღვეული კანონი, შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას, მე როგორც ვიცი, ასე არ არის. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიაა, მივესალმებით ტურისტების ჩამოსვლას მსოფლიოდან, მათ შორის ჩვენი სამეზობლო ქვეყნებიდან, მათ შორის რუს ტურისტებსაც. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო აჟიტირება ესეთი თემის. თუკი არის კანონმდებლობასთან პრობლემა, მიმართეთ შესაბამის ორგანოს. ჩემი ინფორმაციით, კანონი არ დაუღვევია”,– თქვა თურნავამ.

  • რა სიძულვილი? სიკეთე და პოზიტივი – თალაკვაძე ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაზე

    “რა სიძულვილი? სიკეთე და პოზიტივი, მხოლოდ ეს. ჩვენი კამპანია დაიწყო პროგრამით, პოზიტიური კანდიდატით. ეგ არ არის ჩვენი კამპანიის ნაწილი. აბა რატომ ჩამოხსნა მერიამ?!”

    განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერიმა, არჩილ თალაკვაძემ კითხვაზე, რატომ დაიწყო ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანია სიძულვილის ენით და თბილისში პლაკატები გააკრა.