Category: სლაიდერი

  • სტიქია ლენტეხში – 20 სოფელი გარესამყაროს მოწყდა, დაზიანებულია ხიდები და გზები

    ლენტეხის მუნიციპალიტეტში 20 სოფელი სტიქიის შედეგად სოფელი გარესამყაროს მოწყდა. დაზიანებულია სასოფლო და ცენტრალური გზები, ასევე, 3 ხიდი.

    “27 ივლისს გამთენიისას კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ადიდდა მდინარეები. სტიქიამ დააზიანა შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები. მწყობრიდან არის გამოსული მთლიანად წყალტუბო-ლენტეხის მიმართულებით არსებული გზა. ამ მომენტისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 3 თემი, დაახლოებით 20 სოფელი”,– ამბობს ლიპარტელიანი ფორმულასთან საუბრისას.

    მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სამუშაოები კი დაწყებულია.

    “ტელეფონით გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან. დაწყებულია სამუშაოები, მუშაობს ტექნიკა. ცენტრალური გზების გარდა დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. წაღებულია ცენტრალური ხიდი და მასთან მისასვლელი გზის 70 მეტრიანი მონაკვეთი. ამის გამო მოხდა იმ სოფლების იზოლირება. საცხოვრებელ სახლებს ზიანი არ მიადგა ჯერჯერობით. წაღებულია 3 ხიდი”- ამბობს მერი.

  • ტრაკი შეწიე და ვარდისფერები გამოიცვალე – წულუკიანის ქმარი მელიას

    კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი ნუგზარ კაკულია ენმ-ს თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას შეურაცხყოფას აყენებს.

    მელიამ გუშინ თქვა, რომ წულუკიანი ახსენებს 90-იანების საძმოს წევრ ქალს, რომელიც “ყველაფრის მკადრებელი იყო”. წულუკიანის ქმარი ამ განცხადებას Facebook-ზე გამოეხმაურა:

    “ისიც მოყევი, შენნაირ კაცებს 90-იანებში როგორ ექცეოდნენ. ტრაკი შეწიე, წელში გაიმართე და წადი ვარდისფერები გამოიცვალე”, – წერს თეა წულუკიანის ქმარი.

     

  • საქართველოში 12 წლის ბავშვი აიცრა – პაატა იმნაძე

    საქართველოში 12 წლის ბავშვი აიცრა – პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში მოხდა პრეცედენტი, როდესაც 12 წლის ბავშვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

    იმნაძის განმარტებით, მას სპეციალური ჩვენება ჰქონდა.

    მისივე განცხადებით, როგორც კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია, საქართველოშიც დაწევენ ასაკს.

     

  • ჭრელო პეპელას ვარიანტია, ერთი წელი მესმოდა, რატომაა შეზღუდვებიო – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ჰკითხეს, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, რატომ არ აწესებენ შეზღუდვებს, რაზეც მან ასე უპასუხა:

    “ჭრელო პეპელას ვარიანტია, მე აქ ერთი წელი მესმოდა, რატომაა შეზღუდვებიო”,– თქვა იმნაძემ.

    მისივე განცხადებით, ბიზნესს პრობლემები შეექმნება, თუ არ დაიცავს რეკომენდაციებს და არ აცრის თანამშრომლებს.

    “ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი, რომ ახლა შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. ტურისტი რომ წავა, მაგალითად, აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ეგეთი შემთხვევა, მათ შორის, ისრაელში, ქუვეითში, იმ სასტუმროში მერე გამოუშვებს ვინმე იქიდან ტურისტს?”,– თქვა პაატა იმნაძემ.

  • ქორწილში და სხვა სუფრაზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ – გამყრელიძე

    “თუკი ჩვენ ყველა შევასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობებს, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ათი ათასი ადამიანი იკრიბება, კუსტ ტბაზე, ზემოთ, ლისის ტბაზე. თუ ამას გავითავისებთ ყველა, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ არ გვექნება. იმის ნაცვლად რომ წავიდეთ დღეს ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ”

    განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

  • განიხილავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო ლოკდაუნის დაწესებას – გამყრელიძის განმარტება

    “ამ ეტაპზე საბჭო მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული.

    რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, გეთანხმებით, დღეს საავადმყოფოებში არის დაახლოებით 5 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი, ჯერ ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ დაწოლას. რესურსი ჯერ ჯანდაცვის სისტემას საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს.

    ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება”

    აცხადებს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

  • დიდი თავშეყრების აკრძალვაზე კონტროლი გამკაცრდება, არ იცავენ – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს სააკორდინაციო საბჭოზე რამდენიმე საკითხი განიხილეს:

    “დღეს იქნა განხილული აცრების გაინტენსივირება, პირბადის მაქსიმალურად ტარება მანდატორულად დახურულ სივრცეებში, ღია სივრცეებში – სადაც ადამიანები იკრიბებიან. მთავარი, დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა – ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, სულ ყველაფერი ეს უნდა იყოს პრევენტირებული. აუცილებელი იქნება საზღვრებზე განსაკუთრებული კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო, ინიფიცირებული ადამიანები ქვეყანაში და რაც მთავარია, აქ, ადგილზე მეტი ადგილის მობილიზება სასტუმროებში. ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ დღეს”,– ამბობს გამყრელიძე.

    მისივე თქმით, თავშეყრები ისედაც აკრძალულია, თუმცა ამ აკრძალვას არ იცავენ, რის გამოც აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება.

  • საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 პაციენტი, ხოლო 1335 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    27 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 407 689 
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 376 088 
    • მათ შორის გარდაცვლილი – 5731
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 42235, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27425, PCR ტესტით – 14810
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის – 6,71%
    • სულ აცრილია – 418398, დღიურად აცრილია – 13884
    • კარანტინის რეჟიმში – 64
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5185
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1763
  • მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო სპეცოპერაციაში, ამოღებულია 368 კგ ჰეროინი – შსს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა, რის შედეგადაც დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი, ამოღებულია 368 კგ „ჰეროინი“

    “რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის – სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

    სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მხილების მიზნით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.

    ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა ყოფილიყო გადაზიდული, საიდანაც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მისი ცენტრალურ ევროპაში გატანა მოხდებოდა.

    პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობის, დაახლოებით 368 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 75 000000 ლარს შეადგენს”,– აცხადებს უწყება.

    გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თუ არავინ დააყენა კანდიდატი, ვიფიქრებთ მეგრელიშვილის კანდიდატურაზე – ხვიჩია

    “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები თბილისის მერობის კანდიდატებს წარადგენენ.

    მისი თქმით, ეს თუ არ მოხდება, იფიქრებენ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატად დასახელებაზე.

    “ველოდებით ჩვენს კოლეგებს. იმედი გვაქვს, რომ ისინი მზად არიან ამ არჩევნებისთვისაც და დააყენებენ ბევრ კანდიდატს, რომ პირველ ტურში ვერ გაირკვეს გამარჯვებულის ვინაობა. თუ არავინ დააყენა და ასეთი სასწაული მოხდა ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენ ვიფიქრებთ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაზე. მაგრამ ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობთ”,– ამბობს იაგო ხვიჩია იმედთან საუბრისას.

    ნიკა მელია ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატია, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის. მათ მხარს უჭერენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება და “დროა”. ჯერჯერობით კანდიდატი არ დაუსახელებიათ ლელოს და სტრატეგია აღმაშენებელს.