Category: სლაიდერი

  • შესაძლოა, პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდებოდეს – სიმონიშვილი მთავარ არხში საგადასახადოს შესვლაზე

    “შესაძლოა, პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდებოდეს”- ასე ეხმაურება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შესვლას.

    “ის, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის აი ეს ინსტრუმენტები ხელისუფლებას გამოუყენებია უკვე, ახალი არ არის. ადრეც გვინახავს ჩვენს მსგავსად გამოყენებული აი ეს ინსტრუმენტები. ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასება, რომ გარკვეული პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდა და მათ შორის, წინასაარჩევნოდ ხდებოდა.

    დღესაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ იგივე ხდება. იგივე ხდება კრიტიკული მედიის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად გვიჩენს კითხვებს, რომ ეს შესაძლებელია გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებს და გადაწყვეტილებებსაც უკავშირდებოდეს”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

    ცნობისთვის, ცოტახნის წინ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა.

  • ჩვენს გაყიდვების სახლში შევიდა საგადასახადო სამსახური – გვარამია

    მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელევიზიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა.

    “ვიდრე ჩვენ აქ ვიხილავთ მედიაზე ზეწოლის, ძალადობის, ცენზურის ფაქტებს, მომივიდა შეტყობინება რომ საგადასახადო ინპექცია, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში, ეტყობა, ჯერ ტელევიზიაში ვერ გაბედეს. გაყიდვების სახლში შესვლა იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, იმიტომ რომ ჩვენი შემოსავალი ეს არის. მაყურებელს რომ ესმოდეს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა”,– ამბობს გვარამია.

    მისივე განცხადებით, მთავარი არხი გადასახადებს იხდის და არანაირი დარღვევა არ აქვს.

    “შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსებაო, გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და მერე პროკურატურას. რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო”,– აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

    ცნობისთვის, 14 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კრიტიკულ 3 ტელევიზიაში “შავი ფული” ტრიალებს, რაც, მისი აზრით, გამოსაძიებელია.

  • დღეს რეანიმაციაში მოხვედრა არის, პრაქტიკულად, განაჩენი – ჭიაბერაშვილი

    “არ მინდა, ზედმეტად შევაშინო ხალხი, მაგრამ უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ უკვე ბევრმა ოჯახმა გადაიტანა თავის თავზე – დღეს რეანიმაციაში მოხვედრა არის პრაქტიკულად განაჩენი. ამაში საერთოდ არ არიან დამნაშავეები ჩვენი შესანიშნავი ექიმები, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგები, ექთნები, რომლებიც დაუზარლად აკეთებენ…

    ჯერ კიდევ ოქტომბერში გახარიას უთხრეს, რომ ჩვენ თუ არ შემოვიტანთ მეხუთე თაობის, სრულიად ახალ მედიმენტებს, მათ შორის, ანტიბიოტიკებსაც, მაშინ ჩვენ ფატალური გამოსავალი გვექნება. გვაქვს კიდევაც – 85-90% არის, ანუ, პრაქტიკულად ძალიან ცოტა არის ის, ვინც რეანიმაციაში ხვდება და იქიდან გამოდის. ეს სამწუხარო რეალობა და ტრაგედიაა ჩვენი”

    ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ზურაბ ჭიაბერაშვილი TV პირველის ეთერში.

     

  • საქართველოში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია სრულად აცრილი

    საქართველოში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია სრულად, ანუ 2 დოზით აცრილი. მთლიანი მოსახლეობიდან კი, რაც, ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 3,8%-ია. ერთი დოზით კი მთლიანი მოსახლეობის 7,4%-ია ვაქცინირებული, ხოლო 18 წელს ზემოთ მოსახლეობის – 9,7%.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.

  • რუსთაველზე ჩავარდნილი ასფალტის გასაკეთებლად მისული ტრაქტორი ორმოში ჩავარდა

    რუსთაველის გამზირზე ჩანგრეული ასფალტის ორმოში ადგილზე გზის შესაკეთებლად მიყვანილი ტრაქტორი ჩავარდა.

    შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დაზიანებულია მიწისქვეშა წყლის მილები.

  • ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, ასეთი რამ არასდროს მინახავს – დემსი

    “თქვენ ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები გაქვთ, რომელიც, როგორც ვხვდები, ერთგვარი ეროვნული რეფერენდუმი იქნება, ასეთი რამ არასდროს მინახავს. ასე რომ, შეიძლება ვთქვათ, რომ ინოვატორები ხართ და ეს საინტერესოა”

    აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი.

  • იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება, ვინ წააქეზა და რა მიზნით – დემსი 5 ივლისზე

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი ეხმიანება 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასშტაბურ თავდასხმას.

    მისი თქმით, ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, ვინ წააქეზა მოძალადეები და რატომ.

    “არ ვიცი მოხდა ეს განზრახ თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ გაუფრთხილდეთ სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, მედია უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა მედიასთან დაკავშირებით, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა.

    ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს არამხოლოდ იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა, ეს ასეც ხდება, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, არიან დაკავებულები, მაგრამ იმედი მაქვს, ისინი დაინტერესდებიან მცირე დეტალებითაც კი, რომ გაეცეს პასუხი შეკითხვას, რატომ მოხდა ეს, ვინ წააქეზა და რა მიზნით. მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს. თუ არის აღქმა რომ ხელისუფლება მიდის მედიის წინააღმდეგ, მისი დიდი წინააღმდეგი ვიქნები”, – განაცხადა დემსმა “ფორმულას” ცნობით.

    ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რიკ დემსს განუმარტეს, “რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი, ძალადობის ვერ აღკვეთის მიზეზი”.

  • საზოგადოებას არა ხელოვნური ერთობა, ფართო არჩევანი სჭირდება – ჯაფარიძე

    საზოგადოებას არა ხელოვნური ერთობა, ფართო არჩევანი სჭირდება – ჯაფარიძე

    ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საზოგადოებას არა ოპოზიციის ხელოვნური ერთობა, არამედ ფართო არჩევანი სჭირდება.

    „საზოგადოებას ოპოზიციურ სპექტრში ფართო არჩევანი სჭირდება. არ სჭირდება საზოგადოებას ყველა ერთად გაერთიანებული რაღაც ხელოვნურ ერთობაში. საზოგადოებას ისეთი ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც შეუძლია ფართო სპექტრი შესთავაზოს. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, რომ ოპოზიციურმა ძალებმა შეავსონ ერთმანეთი, კი არ შექმნან რაღაც ხელოვნური ერთეული”,– ამბობს ჯაფარიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის საერთო ამოცანაა, ქართულმა ოცნებამ ხმების 43% არ აიღოს.

     

  • “სიფათი აქვს ასახევი კრიმინალ მელიას” – ყვარლის საკრებულოს წევრი

    ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი ეხმიანება solostudio.agency/-ს სტატიას, რომელიც ეხება თეა წულუკიანის ქმრის მიერ ნიკა მელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

    ხუციშვილი სტატიას ძალადობრივი კომენტარით აზიარებს და წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას “სიფათი აქვს ასახევი”.

    “შეურაცხყოფას კი არ აყენებს, სიფათი აქვს ასახევი კრიმინალ მელიას, მერე იტყვიან, რატო გვაგინებთო”,– წერს ხუციშვილი Facebook-ზე.

    ნიკა მელიამ გუშინ თქვა, რომ წულუკიანი ახსენებს 90-იანების საძმოს წევრ ქალს, რომელიც “ყველაფრის მკადრებელი იყო”. წულუკიანის ქმარი ამ განცხადებას Facebook-ზე გამოეხმაურა:

    “ისიც მოყევი, შენნაირ კაცებს 90-იანებში როგორ ექცეოდნენ. ტრაკი შეწიე, წელში გაიმართე და წადი ვარდისფერები გამოიცვალე”, – წერს თეა წულუკიანის ქმარი.

  • “მთავარი არხის” ჟურნალისტს და გიორგი კაპანაძეს წყალი გადაასხეს (ვიდეო)

    “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი კაპანაძეს ინტერვიუს ჩაწერის დროს წყალი გადაასხეს.

    შემდეგ მეზობელმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და უთხრა, რომ ##ეურად ცხოვრობს, რის გამოც წყლის გადასხმას იმსახურებდა.

    “ასე, ყოველდღიურად, ძალადობა ძალადობას ემატება და ჟურნალისტურ საქმიანობა შეუძლებელს და საშიშს ხდის. ესაა ქართული ოცნების ორგანიზებული ზვავის ეფექტი”, – წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

    https://www.facebook.com/TvMtavari/videos/372910757600905