Category: სლაიდერი

  • ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო…საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული – ზელენსკი

    ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. მრავალი წლის განმავლობაში ბელარუსი ასევე მიიწევდა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. არ შეიძლება, რომ ევროპამ მოლდოვის დაკარგვაც დაუშვას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორ უგულებელყო მსოფლიომ საქართველოსთვის დახმარების გაწევის საჭიროებას და როგორ გაუშვა შანსი ხელიდან ბელარუსთანაც. მოლდოვა არ უნდა დაიკარგოს.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, უვიზო შეჩერდება- იუკნევიჩიენე

    თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, უვიზო შეჩერდება- იუკნევიჩიენე

    თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, უვიზო შეჩერდება – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ფორმულასთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეზე საუბრობს.

    “რეჟიმის იმის ჩვენება სურს, რომ თითქოს ევროკავშირს არ სურს ქართველები უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ. მაგრამ ეს ტყუილია! ისინი იტყუებიან ყოველდღე, როგორც კრემლის წარჩინებული სტუდენტები. რატომ იტყუებიან? იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაა რეკომენდაციების შესრულება, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის ხელშია. მოთხოვნები გაწერილია შესაბამის დოკუმენტებში და “ქართულ ოცნებაში” ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან რომ ქვეყანამ უვიზო რეჟიმი შეინარჩუნოს.

    წლების წინ, როდესაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო ქვეყანაში სხვა მდგომარეობა იყო. უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება არ არის უსასრულო. იცავს თუ არა ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს? პროცესი ყოველწლიურად ფასდება. ეს ყველა ქვეყანაზე ვრცელდება, არამხოლოდ საქართველოზე. თუ საქართველო არ შეასრულებს რეკომენდაციებს, უვიზო რეჟიმი შეჩერდება, სხვაგვარად წარმოუდგებელია. მაგრამ პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიასთან ერთად. როდესაც ვუყურებ ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის მოთხოვნებს და იმას რაც საქართველოში ხდება, ძალიან გაოცებული ვიქნები თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველო ამ მოთხოვნებს ასრულებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. თანაც ეს უკანონო დაკავებები. ეს ნამდვილად არაა დემოკრატია.

    ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

    “რასა იუკნევიჩიენე: მდგომარეობა უარესდება ყოველდღიურად. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვიწინასწარმეტყველეთ და არაფერია ამაში გასაკვირი. იმედი ახლა არის ხალხი ქუჩაში. მეტი ადამიანი ქუჩაში ნიშნავს მეტ იმედს. რაც უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, თუ რას ნიშნავს “ოცნების” მმართველობა საქართველოსთვის, ეს ნიშნავს უკეთეს მომავალს ქვეყნისათვის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მეტის გაკეთება შეუძლიათ იქნება ეს სანქციები თუ ზეწოლა რეჟიმზე. მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ქართველმა ხალხმა და არა “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც რეკომენდაციები არ შესრულებულია.

    ეს იყო გზავნილი ხალხის მიმართ, რომ თქვენს გვერდით ვართ და არ მივცემთ უფლებას რუსეთს თქვენით ისარგებლოს. მაგრამ, “ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება მანიპულაციისათვის გამოიყენა, იმის საჩვენებლად, რომ თითქოს პროევროპული ძალაა. ახლა ყველა ნიღაბი მოხსნილია. საინტერესოა, “ოცნების” ამომრჩევლებმაც თუ გააცნობიერეს, რომ ისინი მოატყუეს. რეალური განწყობების შესაფასებლად, საჭიროა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაატარებენ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს. პროცედურებს ხანდახან ალბათ ლუკაშენკოც იცავს. აქ მთავარი ისაა, რომ წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან, როდესაც წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე შეზღუდულია. ეს ნამდვილად არ არის არჩევნები”, – აღნიშნავს რასა იუკნევიჩიენე.

  • დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში – ფიშერი

    დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში – ფიშერი

    “დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს ისტორიაში საგარეოში გერმანიის ელჩი პირველად დაიბარეს. შევალ და მოვისმენ, რას გადმომცემენ.

    მაგრამ, ასევე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა ელჩების მიმართ.

    მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას“

    აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.

  • ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში – კობახიძე

    ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში – კობახიძე

    „რაც შეეხება გერმანიის ელჩის დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე “

    აცხადებს “ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე.

  • თუშეთში ავარიას 2 ადამაინი ემსხვერპლა.

    თუშეთში ავარიას 2 ადამაინი ემსხვერპლა.

    თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

    მომხდარზე, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • 2018 წლიდან, 3,5 მლნ ლარი ჯარიმაა გამოწერილი არასწორი პარკირებისთვის, მერია ნადირობს მოსახლეობაზე -ელისაშვილი

    2018 წლიდან, 3,5 მლნ ლარი ჯარიმაა გამოწერილი არასწორი პარკირებისთვის, მერია ნადირობს მოსახლეობაზე -ელისაშვილი

    „ყველა თბილისელს მინდა ერთი შემზარავი ციფრი ვუთხრა – 2018 წლიდან დღემდე თბილისის მერიამ, შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურმა გამოწერა 3,5 მილიონი ერთეული საჯარიმო ქვითარი პარკირებასთან დაკავშირებით. 3 მილიონ 500 ათასი ჯარიმა გამოწერეს არასწორი პარკირებისთვის. წარმოგიდგენიათ ეს რა ციფრია და რაზე მეტყველებს? ორ უმძიმეს ამბავზე. პირველი, პარკინგის სისტემა არ არსებობს თბილისში, აბსოლუტურად მოშლილია. პარკინგის სისტემა რომ გამართული იყოს, ამდენი ჯარიმის გამოწერა საჭირო არ იქნებოდა. თბილისის მერია ნაცვლად იმისა, რომ მონდომებული იყოს ინფრასტრუქტურის შექმნით, მონდომებული იყოს, რომ მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეები ააშენოს, როგორც თავის დროზე დაგვპირდნენ, გადასულია ნადირობაზე. თბილისის მერია ნადირობს საკუთარ მოსახლეობაზე, ავტომანქანების მფლობელებზე, რომ რაც შეიძლება მეტად დააჯარიმოს, რაც შეიძლება მეტი ფული ამოუღოს ჯიბეებიდან, მეტად გაძარცვოს. ჯამში, ამ საჯარიმო ქვითრების შედეგად არის 130 მილიონი ლარი ამოღებული ჩვენი ჯიბეებიდან. წარმოიდგინეთ,ეს რომ მოხმარებოდა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის შექმნას, თბილისში საპარკინგე პრობლემა არ იქნებოდა“,

    აცხადებს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

  • საქართველოში ვიზიტი ლეგიტიმურობის მხარდაჭერას არ ნიშნავს – ევროსაბჭოს განცხადება

    “საქართველოში ვიზიტი ლეგიტიმურობის მხარდაჭერას არ ნიშნავს” – ნათქვამია ამის შესახებ განცხადებაში.  ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით ჩამოვა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზეზი ადგილობრივ ხელისუფლებებზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის, განსაკუთრებით კი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ფონზე გავლენის შეფასებაა.

    ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია 2025 წლის 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების დამდგენ ვიზიტს განახორციელებს. ვიზიტი მიზნად ისახავს შეაფასოს მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მომავალ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დანიშნული.

    დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტი, ბერნდ ვოჰრინგერი (გერმანია, EPP/CCE) და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო საქმიანობის კონგრესის სპიკერი, სტიუარტ დიკსონი (გაერთიანებული სამეფო, ILDG), რომლებსაც თან ახლავს ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი.

    დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. ასევე, ისინი მოსაზრებებს გაცვლიან კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.

    გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

    ეს ვიზიტი არ უნდა ჩაითვალოს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა შეხვედრებზე მყოფი თანამოსაუბრეების ლეგიტიმურობის ან შეხედულებებისთვის“, – წერს ევროსაბჭო.

  • ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა – პაპუაშვილი

    ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა – პაპუაშვილი

    “სამწუხაროდ, ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს, რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ, თუ სად არის საქართველო ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველო დემოკრატიული განვითარებით, სად არის საქართველო ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველო ევროინტეგრაციის განვითარებით – არათუ ამას აღარ ხედავენ, რუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას აღარ აღიარებენ და ჩვენ ის გვიკვირს რომ მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების რეიტინგებს აღარ აღიარებენ?!

    გეოგრაფიას როცა აღარ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა მეტყველებს მათზე. ჩვენ ბრიუსელთან ვაწარმოებთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, ვნახოთ, უნდა დაველოდოთ”.

    ასე აფასებს შალვა პაპუაშვილი 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე “ოცნების” საგარეო საქემთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის არ მიწვევას.

  • ერთი თქვენ იბრძვით პოლიტპატიმრებისთვის, მეორე ქოცები ევროპისთვის – ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილე პარტიებს

    ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ ხოლმე – “ჯაფარას გარდა”, თორემ მგონია, რომ სიტყვის მასალად მიყენებთ და ამით ცდილობთ გააკეთილშობილოთ საკუთარი საქციელი.

    ერთი თქვენ იბრძვით მაგისთვის და მეორე ქოცები ევროინტეგრაციისთვის.

    ჩემით ნუ მოიხოცავთ, მოკლედ.

    წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან.

  • 2008 წელს საქართველოში შეჭრა კრემლის იმპერიალიზმის დასაწყისი იყო – ნავროცკი

    „როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ყველასთვის ცხადი არ იყო, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო. სამწუხაროდ, ისტორიის ქარი, რომელიც ჩვენ პოლონეთში ასე კარგად ვიცით და გვესმის, ხელახლა იწყებს ქროლვას.[…] ათამდე დრონმა შეგნებულად დაარღვია ჩემი ქვეყნის საზღვრები. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს მოხდა უშიშროების საბჭოს მუდმივი წე ვრი ქვეყნის დედაქალაქში გაცემული ბრძანებით.[…] და დარწმუნებულები იყავით, ქალბატონებო და ბატონებო, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და პოლონეთის პრეზიდენტი, პოლონეთი ყოველთვის ადეკვატურად იმოქმედებს და ის მზად არის დაიცვას თავისი ტერიტორია.რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ჩვენი საერთო მოვალეობა უნდა იყოს“,

    ამის შესახებ, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.