კიეველმა ნარკომანმა თქვა, რომ კრემლმა უნდა იცოდეს, თუ სად არის ბომბსაფარი, რათა კრემლის მცხოვრებლებმა მას თავი შეაფარონ, როცა ის ამერიკულ შორი რადიუსის იარაღს გამოიყენებს. ამ გიჟმა კი ის უნდა იცოდეს, რომ რუსეთს ისეთი იარაღის გამოყენება შეუძლია, რომლისგანაც ბომბსაფარი ვერ დაიცავს. ეს ამერიკელებსაც უნდა ახსოვდეთ.
Category: სლაიდერი
-

ისეთი იარაღის გამოყენება შეგვიძლია, რომლისგანაც ბომბსაფარი ვერ იცავს – მედვედევი
-
სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – შსს ჰოლიდეი ინნ-ში დაკავებულზე
”სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა” – შინაგან საქმეთა სამინისტრო სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
-

ვენის კონვენციაზე საუბრობდით და ყველაფერს არღვევენ – კალაძე ელჩებზე
უშუალოდ მათი ჩართულობით, მონაწილეობით ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. ნახეთ თანხები, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ხმარდებოდა რევოლუციის მოწყობის მცდელობებს.
ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ერთი ხელით იმართება გარედან. ეს კონკრეტული ელჩებიც რა განცხადებებს აკეთებენ მოუსმინეთ. ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს. ვენის კონვენციაზე საუბრობდით და ყველაფერს არღვევენ. ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი.
-

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს – კალაძე
საქართველოს დაანებოს ყველამ თავი. ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას და ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა და რა მოუწყო საკუთარ ქვეყანას. იმაზე დიდი უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მისი უშუალო მონაწილეობით, მისი უშუალო ჩართულობით, ამაზე, რა თქმა უნდა, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს თავი დაანებონ, ჩვენ მივხედავთ. ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ.
-
უკრაინელებმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს
დღეს დილით, უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული Су-34 ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული Су-34 ტიპის ბომბდამშენი დაახლოებით 04:00 საათზე ჩამოაგდეს.
რუსული სამხედრო თვითმფრინავი ქალაქ ზაპოროჟიეზე ბომბებით თავდასხმას ახორციელებდა.
-
გერმანიის ელჩის შემდეგ, საგარეო სამინისტრომ ბრიტანეთის ელჩიც დაიბარა
გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შემდეგ ”ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდიც დაიბარა. ელჩის საგარეო უწყების შენობაში შესვლის კადრებს სამთავრობო რუსთავი 2 ავრცელებს.
გუშინ საგარეო სამინისტროში მივიდა პეტერ ფიშერიც. უწყების ცნობით, ფიშერს განემარტა, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, რომ “აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში”.
ელჩის დაბარებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს ელჩის უსაფუძვლო დაბარებას და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას პიტერ ფიშერის წინააღმდეგ.
-
”ქართული ოცნება” შეურაცხყოფს ელჩებს, მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს – ლუაზო
ქართული ოცნება შეურაცხყოფას აყენებს ევროპელ ელჩებს და მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს. ვერ ვხვდები, რატომ ხდება, რომ – ამავდროულად, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში თავის ქართველ კოლეგას ხვდება. ახსნა?
წერს ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ზე.
-
[ფიშერი] ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს! – გერმანიის საგარეო საქართველოს საგარეოს
”ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს ”- ასე აფასებს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო უწყების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის დაბარების ფაქტს.ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას X-ზე ავრცელებს.
“მტკიცედ უარვყოფთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განგრძობით აგრესიულ რიტორიკას თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ და დღეს მის უსაფუძვლო დაბარებას. ის ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს და ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს”. – წერია განცხადებაში.
-
განემარტა, არ ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში – საგარეო ფიშერზე
” განემარტა, არ ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში”-ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან.
შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.
ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.
ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად.
საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება“.
საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე პიტერ ფიშერმა თქვა, რომ “ეს უჩვეულო შემთხვევაა “მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში”.
მან ასევე დასძინა, რომ იგი სამინისტროში დაგმობს საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს.
“მე დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს ისტორიაში საგარეოში გერმანიის ელჩი პირველად დაიბარეს. შევალ და მოვისმენ რას გადმომცემენ. მაგრამ ასევე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ელჩების მიმართ.
მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა საგარეოში შესვლამდე.
-
ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეეს ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა – დეტექტივი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა, რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ჯანგველაძეზე ფიზიკურად მოქმედებას, რადგან მისი ძმა ე.წ. კანონიერი ქურდია.
”ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც გიორგი კაჭკაშივილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიყლი ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ, რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.
ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის “დედ ჰასანის” შვილიშვილი.
ოპერატიული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე “თბილისი ტაუერთან” შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა”. – თქვა რობიკო გოგიაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.
გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა სასტუმრო ამბასადორის დაცვის უფროსიც.
“დამირეკა დაცვის თანამშრომელმა, და მითხრა, რომ სასტუმროს კუთვნილ მანქანას საქარე მინა ჰქონდა დაზიანებული. ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ მოვითხოვეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, მეც დავინტერესდი და ვიდეო/კამერების ჩანაწერების დათვალიერება დავიწყე. კამერებში ჩანს, რომ მანქანის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში ვიღაც პიროვნება ტიციან ტაბიძის სკვერიდან გამოდის. თუ მანქანა გასროლით დაზიანდა, ეს სწორედ აქედან უნდა ყოფილიყო. იმ პიროვნებას სახეზე ქურთუკი აქვს აფარებული და ქუდი ახურავს, ასევე ამ დროს სასტუმროში სწორედ ლევან ჯანგველაძე იმყოფებოდა”. – თქვა მან IPN-ის ცნობით.