Category: სლაიდერი

  • ყოყმანის გარეშე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოაგვდოთ მფრინავი ობიექტები, თუ დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს! – ტუსკი

    „პოლონეთი დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტები, თუ ისინი დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს. ამ საკითხში განსახილველი არაფერია.[…] 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩვენი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით იმავენაირად მოიქცევიან, როგორც ჩვენ, რომ თუ კონფლიქტი ძალიან მწვავე ფაზაში გადავა, ჩვენ მარტო არ ვიქნებით“

    ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

     

  • მოლდოვამ კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი დაასრულა.. EU-ში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის მზად არის – მარტა კოსი

    „მოლდოვის რესპუბლიკამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში მოლდოვამ კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი დაასრულა. მოლდოვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის მზად არის“,

    წერს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი X-ზე.

  • 4 ოქტომბერი მშვიდად ჩაივლის – თუ ვინმეს დაუცდება ხელი, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

    4 ოქტომბერი მშვიდად ჩაივლის – თუ ვინმეს დაუცდება ხელი, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

    „საბოლოოდ, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ჩვენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ. სინამდვილეში, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. არჩევნებთან დაკავშირებით, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს. მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ, ბუნებრივია. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობისა“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ. არის სუბიექტური ინტერესები, მაგრამ საბოლოოდ, ყველას ჰყავს ერთი პატრონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორი განსხვავებებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ – ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოოდ, მათი პატრონი ერთად ყრის ხოლმე ამ პარტიებს. ბუნებრივია, ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით, მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. ბუნებრივია, საქართველოში არის დემოკრატია. ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმეს თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს.

    4 ოქტომბერი მთლიანად, არჩევნების, აქციისა და ყველაფრის ჩათვლით, ჩაივლის ძალიან მშვიდად. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მთავარია კანონის დარღვევაზე არავინ იფიქროს. თუ ვინმეს მაინც დაუცდება ხელი, ნახავენ მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. რეალურად, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ“,

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას აღნიშნა.

  • ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს – აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს! დაისჯებიან! – კუპრაძე

    „ჩვენ ველოდებით რომ ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება სამართლიანი არჩევნები. ეს არჩევნები არ არის უკვე სამართლიანი იმ პირობებში, როცა პოლიტიკური ლიდერები საპატიმროში სხედან. მარტივი მოცემულობაა – ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ველზე. მათ შორის, თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს, რომლითაც აღვწერთ რეალურ გაყალბებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს. რაც 2024 წელს 20-მა პროდასავლურმა პარტიამ ვერ შეძლო, რომ დაეყენებინა კამერები ან გამოგვეთხოვა სამაგიდო სიები, ჩვენ ახლა ერთი პოლიტიკური პარტია ვახერხებთ ამას. თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც სრულყოფილად აღწერს ყველა იმ პირს, რომელიც საარჩევნო უბანზე შევა. აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, აბა, გაბედოს ვინმემ რომ შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის. ყველას ჩანაწერი ფიზიკურად გვექნება ჩვენ და სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან ის პირები, რომლებიც შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არ არიან ჩაწერილი, შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთხელ უკვე ნაყოფები არიან. გაყალბების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ,“

    ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

  • EU-ს ელჩიც კი თავად ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში – პაპუაშვილი

    EU-ს ელჩიც კი თავად ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში – პაპუაშვილი

    ისინი, ვინც ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის, ვნახეთ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩაერია საქართველოს არჩევნებში 2024 წელს, მათ შორის, ვნახეთ თავად ევროკავშირი, მისი ელჩის სახით, რომელიც ერეოდა საქართველოს არჩევნებში, აკეთებდა პოლიტიკურ კომენტარებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.

    მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ევროკავშირის ელჩმა შეაფასა ჩვენი საარჩევნო ბანერი, გახსოვთ, ამაზრზენი უწოდა მას. რა თქმა უნდა, მას არავინ არ ეკითხება ჩვენი საარჩევნო ბანერი როგორი უნდა იყოს, როდესაც ის საუბრობს ერთი პარტიის ბანერზე და ერთი პარტიის საარჩევნო სტრატეგიასა თუ ტაქტიკაზე, მაშინ ან ყველაზე ისაუბროს… ერთზე რომ საუბრობს, ნიშნავს, რომ ის კამპანიაში არის ჩართული ამ ერთი პარტიის წინააღმდეგ.

    რომელი ერთი დაგისახელოთ, როცა ევროკავშირის ელჩიც კი თავად ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში არჩევნებში ჩარევის გზით.

    ასე უპასუხა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რუსეთის გარდა, ვინ უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს.

  • ყაველაშვილის გზავნილი იქნება, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ – კალაძე

    ყაველაშვილის გზავნილი იქნება, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ – კალაძე

    „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება თავად გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, გაკეთდება არსებულ სიტუაციაზე. იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები და განმარტებები, რომ ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,

    ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში გამგზავრებას გამოეხმაურა, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

  • ოცნებამ შემზღუდავი კანონების აღსრულების ახალი ეტაპი 30-მდე NGO-ს წინააღმდეგ დაიწყო – არასამთავრობოები

    არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ”ოცნებამ”, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, მათ შორის ხელმომწერი ორგანიზაციების, წინააღმდეგ.

    “მისი მიზანია, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ქვეყანაში, ვეღარ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად გაგრძელება და საზოგადოების ინტერესების დაცვა.

    2025 წლის 8 სექტემბრის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიიღეს რაჟდენ კუპრაშვილის წერილები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო „გრანტების შესახებ“ კანონის გამოყენებით მონიტორინგის დაწყების შესახებ. რაჟდენ კუპრაშვილი ორგანიზაციებისგან მოითხოვს 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის მოცულობით ინფორმაციას ისე, რომ ფორმალურადაც კი არ იცავს „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილ პროცედურას. ბიურო არ უთითებს, რომელი მუხლების საფუძველზე მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის 16 აპრილიდან, მაშინ, როდესაც „გრანტების შესახებ“ კანონის რეპრესიული ცვლილებები 17 აპრილს შევიდა ძალაში.

    რაჟდენ კუპრაშვილის წერილის საპასუხოდ ადრესატმა ორგანიზაციებმა წერილობით განუმარტეს, რომ ბიურო არღვევდა „გრანტების შესახებ“ კანონს და ასევე აცნობეს, რომ კანონში შესული რეპრესიული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ არ ჰქონდათ მიღებული ახალი საგრანტო ხელშეკრულებები და არც ძველ ხელშეკრულებებში შეუტანიათ ცვლილებები. შესაბამისად, მათზე „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი მონიტორინგის პროცესის დაწყება უკანონო იყო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროსგან ასევე მოითხოვეს საქმის მასალების გაცნობა, თუმცა ბიურო ამ დრომდე მალავს აღნიშნულ ინფორმაციას, რითაც დამატებით არღვევს არსებულ კანონმდებლობას.

    საპასუხო წერილის შემდეგ რაჟდენ კუპრაშვილი ცდილობს სასამართლოს გამოყენებით უზრუნველყოს რეპრესიული კანონების აღსრულება. ბიურო ეტაპობრივად მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს უკვე გამოსცა ბრძანება ცხრა ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.

    აღსანიშნავია, რომ არც ბიუროს წერილში და არც სასამართლოს ბრძანებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დგინდება ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა/დარღვევა. სასამართლომ ფაქტობრივად უცვლელად გადაიტანა ბრძანებაში ბიუროს შუამდგომლობის დასაბუთება ისე, რომ შუამდგომლობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი დასაბუთება არ შეუმოწმებია, რითაც მან უარი თქვა კანონით მისთვის მინიჭებული სასამართლო კონტროლის განხორციელებაზე.

    გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის რეპროდუცირებას ახდენს, ძირს უთხრის სათანადო სასამართლო კონტროლის კონსტიტუციურ ფუნქციას და რისკის ქვეშ აყენებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უფლებრივ მდგომარეობას, ისე ინდივიდუალურ პერსონალურ მონაცემებს. სასამართლოს როლია, ჯეროვნად გამოიკვლიოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერება, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო ფორმალური მოთხოვნების შემოწმებას, არამედ შინაარსობრივ კონტროლს.

    უკანონოდ დაწყებული მონიტორინგის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას და სამართლებრივ ბრძოლას რეპრესიული კანონების აღსრულების შესაჩერებლად. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას ჩვენი და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.

    ხელმომწერი ორგანიზაციები:

    1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

    2. პრევენცია პროგრესისთვის

    3. ევროპის ფონდი

    4. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

    5. ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

    6. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი – GCRT

    7. სამოქალაქო იდეა

    8. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

    9. თანასწორობის მოძრაობა

    10. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG)

    11. უფლებები საქართველო

    12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

    13. ყვარლის ევროკლუბი

    14. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

    15. მედია ცენტრი კახეთი

    16. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

    17. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის

    18. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

    19. დემოკრატიის ინსტიტუტი

    20. საქართველოს სტრატეგიული კვლევების განვითარების ცენტრი

  • იმედია ვერ მოხერხდება უვიზოს შეჩერება..  გვყავს ბევრი მეგობარი – სუბარი

    იმედია ვერ მოხერხდება უვიზოს შეჩერება.. გვყავს ბევრი მეგობარი – სუბარი

    რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების, ეს არის ძალიან დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე, იმედი მაქვს, ვერ მოხერხდება მისი შეჩერება იმიტომ, რომ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი.

    თუმცა შეჩერება რომც მოხდეს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, ეს არის მხოლოდ ცხრა თვიანი პროცედურა, სრულად შეწყვეტა ვერ მოხდება, ამ ცხრა თვის განმავლობაში, თვითონ ევროპაშიც ძალიან ბევრი რამ იცვლება, თუნდაც როგორ დამთავრდება უახლოესი არჩევნები ჩეხეთში, სადაც კონსერვატიული ძალების გამარჯვების ძალიან მაღალი შანსია, იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, შესაბამისად, ეს ცხრა თვიანი შეჩერება, რამენაირად გადავიტანთ.

    განაცხადა  ივანიშვილის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა  იმედის ეთერში.

  • ესტონეთის საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დაარღვია

    რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ტალინთან ახლოს ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.  ესტონეთმა ინციდენტის გამო რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა.

    სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ფინეთის ყურიდან ნებართვის გარეშე შეიჭრა და ქვეყნის ცაში ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

    “რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, ჩვენს საჰაერო სივრცეში სამი ავიაგამანადგურებლის ჩართულობით, უპრეცედენტოდ თავხედურია.რუსეთი მზარდად ექსტენსიურად ცდის საზღვრებს და მზარდ აგრესიას უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის სწრაფი გაძლიერებით.”-  თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცაჰკნა.

     

  • არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება –  ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად – სააკაშვილი

    არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება – ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად – სააკაშვილი

    „მე, როგორც ნეპალელი შვილის მამა (ჩემი ნიკუშა დროებით ნეპალში ცხოვრობს), ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას.

    ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა სწორედ იმიტომ მოჰყვა, რომ იქ ყველა (მათ შორის ოპოზიციური) პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო.

    იგივე მიზეზს ისახავს აქ რუსული ბანდიტური სინდიკატი, რომელმაც ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს. საბედნიეროდ, მათ ეს არ გამოუვიდათ. თვითონ კი არიან ბოლომდე დისკრედიტებული, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ აჰყვნენ მათ თამაშს, უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ დაიჭირეს ხაბე და სხვებიც.

    ამიტომ, აქ არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება. ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად და ყველანაირი პროვოკაციის გამოსარიცხად, მას შემდეგ, რაც „ქოცები“ მოშორდებიან“.

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.