Category: სლაიდერი

  • ისაკო დევიძემ საკანში არსებული პირობების გამო შიმშილობა დაიწყო

    ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ტყემალაძე ავრცელებს.

    ”ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო საკანში არსებული პირობების გამო
    (ვერ მოვახერხე საჭმლის შეგზავნა და მიზეზს რო ვარკვევდი შიმშილობა დაუწყია)”- წერს ნიკოლოზ ტყემალაძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, გუშინ 25 სექტემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივსტ, ისაკო დევიძეს, რომელიც პარლამენტთან 23-24 სექტემბრის ღამეს დააკავეს.

    პოლიციამ აქტივისტს ბორკილები თბილისში, რუსთაველის გამზირზე „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის“ დაადო.

  • ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია სანქციების – კობახიძე

    ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არავითარი სანქციების. მის მიმართ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, პრაქტიკულად, მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაუყინეს თანხები, ვერ შეაშინებენ ამ კაცს სანქციებით.

    ამბობს ირაკლი კობახიძე.

  • ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულება შევიდა – თქვეს, ჯარიმების გამო თანხის ამოღებას აპირებენ – დროა

    ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულება შევიდა – თქვეს, ჯარიმების გამო თანხის ამოღებას აპირებენ – ამის შესახებ ინფორმაციას, პარტია ”დროა” ავრცელებს და აცხადებს, რომ სახლი ლეთოდიანის სახელზე არ არის გაფორმებული.

    “ჩვენი პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში, რამდენიმე წუთის წინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

    განუცხადეს, რომ პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო, მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ.

    ამ დროისთვის მათ სახლი დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს დაბრუნდებიან ნივთების აღსაწერად. ცნობისთვის, სახლი ნათიას სახელზე არ არის გაფორმებული.

    რუსული რეჟიმი მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს აქტიური ადამიანების დაშინებას, მაგრამ მაინც არ გამოსდის!

    არა რუსულ რეჟიმს! ბოლომდე!” – ნათქვამია განცხადებაში.

     

  • ”უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები” – ”იმედის” გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს

    ”რ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ” – სამთავრობო იმედის გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს.

    “ევროპულ დემოკრატიად შერაცხულ მოლდოვაში ჩასული იმედის კვირა პირდაპირ დსთ-ში აღმოჩნდა

    ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი კიშინაუში არჩევნების გასაშუქებლად არ შეუშვეს. აეროპორტში 5-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გადამღები ჯგუფი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს, მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება.

    არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან იმედის კვირის ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ.

    მოლდოვაში კვირას საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ საარჩევნო პროცესის გადასაღებად გაემგზავრა იმედის კვირა. ასეთია დემოკრატია მოლდოვურად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის “ევროპული” სტანდარტი”, – წერს გადაცემა იმედის კვირა.

  • გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა უახლოეს დღეებში! – გიორგი ჩიკვაიძე

    “მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა უახლოეს დღეებში და მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, მოახდინოს აღნიშნულის პრევენცია”

     

    წერს სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე.

  • ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 818-ია, გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი – ცესკო

    ”ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 818-ია, გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი ”  – აცხადებენ ამის შესახებ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე მათი თქმით, წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 ათასამდე ახალგაზრდას.

    “საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა – მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 ათასამდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანში კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო – 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი”, – აცხადებენ ცესკო-ში.

  • ტრამპი დამპირდა, რომ დამიკავშირდება..დაველოდოთ მის პასუხს – ყაველაშვილი

    ტრამპი დამპირდა, რომ დამიკავშირდება..დაველოდოთ მის პასუხს – ყაველაშვილი

    “საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან”.

    განაცხადა “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

  • კაცს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და თანხას სრულად ართმევდა – დააკავეს ერთი პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

    დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა.

    ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ. მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ნ.გ. სრულად ეუფლებოდა” – წერია შსს-ს განცხადებაში.

  • საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი გერმანიასთან არსებული ურთიერთობების დონით – მთავრობის ადმინისტრაცია

    ”საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი გერმანიასთან არსებული ურთიერთობების დონით”- მთავრობის ადმინისტრაცია გერმანიის ელჩ, პიტერ ფიშერის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.”საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება.

    საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის დაბარებას. აღინიშნა, რომ ეს დიპლომატიური ზომა შესაბამის წინაპირობებს ეფუძნებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება“, – წერს ადმინისტრაცია.

  • ჩემო აფხაზო და ოსო და-ძმებო, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები – ყაველაშვილი

    საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების განმავლობაში ხდვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს – ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა.

    ჩემო აფხაზო, ოსო ძმებო და დებო ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა – ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულით და გაშლილი ხელით შეგხვდებით.

    ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულმა, სულგრძელმა ხალხმა წარსულს მივაბაროთ.

    ანაცხადა  ივანიშვილის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეის მე-80 სესიიაზე სიტყვით გამოსვლისას.