Category: სლაიდერი

  • ზუგდიდში უბნიდან ჩვენი დამკვირვებელი უკანონოდ გამოაძევეს – ISFED

    სამართლიანი არჩევნების [ISFED] ხელძღვანელი, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან მათი დამკვირვებელი გამოაძევეს. მისი ინფორმაციის, კომისიას კომისიის თავმჯდომარე არ მართავს.

    “ზუგდიდის ოლქის # 90 საარჩევნო უბნიდან უკანონოდ გამოაძევეს “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი, რომელიც მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა.

    შემთხვევის ადგილზე მისული ჩვენი მობილური ჯგუფის წარმომადგენელი ასევე თავდასხმისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. ისიც გამოაძევეს.

    კომისიას მართავს არა თავმჯდომარე, არამედ “საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს” (არ ვიცი ვინ არიან) წარმომადგენელი”,- წერს დოლიძე.

  • “ქართული ოცნება” უკვე სცენას აწყობს და საზეიმოდ ემზადება

    ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 6 საათით ადრე “ქართული ოცნება” უკვე სცენას აწყობს და საზეიმოდ ემზადება. ვიდეოს სოციალურ ქსელში ON.GE ავრცელებს.

    დღეს 2 ოქტომბერს,  საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

    ცესკოს განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ხმის მისაცემად 619 562 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.72% შეადგენს.

    2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 16.5% იყო, 2014 წელს – 16.65%.

    რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, 2020 წლის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო.

  • 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.72%-ია, 2017 წელს 16.5% იყო

    ცესკოს განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ხმის მისაცემად 619 562 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.72% შეადგენს.

    2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 16.5% იყო, 2014 წელს – 16.65%.

    რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, 2020 წლის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო.

  • ქვეყანაში შემოვიდა, როგორც კურდღელი – წულუკიანი სააკაშვილზე

    “ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და რაც მთავარია, ის ქვეყანაში შემოვიდა, როგორც ეს მას სჩვევია, როგორც კურდღელი. ის იქნა დაკავებული, ის არის #12 დაწესებულებაში, სადაც რა თქმა უნდა, მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნება დაცული.”

    განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

  • ისანში ამომრჩეველი სიაში არ იყო, თავმჯდომარემ უთხრა, ალბათ გარდაცვლილი ხართო – მოსიაშვილი

    “ისანში ამომრჩეველი სიაში არ იყო და კომისიის თავმჯდომარემ უთხრა, ალბათ გარდაცვლილი ხართო”

    წერს დიდუბის მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატი, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი ნიკა მოსიაშვილი.

  • ხმა მივეცი დეპოლარიზაციას – პრეზიდენტი

    ხმა მივეცი დეპოლარიზაციას – პრეზიდენტი

    “ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე – დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი ვინც, ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა – დეპოლარიზაცია”

    განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.

  • საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ მივეცი ხმა – ზურაბ ჯაფარიძე

    “ხმა მივეცი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ვითომ განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, კაი ბიჭურს რომ აწვებიან და დღეს რომ “შისტიორკებად” არიან გადაქცეულები, აი, მაგათ წინააღმდეგ მივეცი ხმა. ასევე იმ ხალხის წინააღმდეგ მივეცი ხმა, ვითომ სასულიერო პირები რომ ჰქვიათ და სინამდვილეში კანში და ჯიბეებში რომ ვეღარ ეტევიან და ქადაგებენ, რომ 41-ს დაუჭირონ მხარი. კიდევ ვითომ ბიზნესმენების წინააღმდეგ, სინამდვილეში ცეხავიკები რომ არიან, მათ წინააღმდეგ, იმათ წინააღმდეგაც მივეცი ხმა, ვითომ საჯარო მოხელეები რომ ჰქვიათ და სინამდვილეში არაფერს არ აკეთებენ, ჩვენ ფულს რომ ჭამენ და ახლა კოორდინატორებად რომ არიან გადაქცეულები და რომ არბენინებენ ხალხს აქეთ-იქით. დღეს ვინც ამას აკეთებს, ყველას წინააღმდეგ მივეცი ხმა.

    საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ ხმა, ამის მჯერა. და ისე შემოვხაზე ჩემი პარტია 45, გირჩი – მეტი თავისუფლება, მერობის არჩევნებზე მხარი დავუჭირე ნიკა მელიას და ვაკეში მაჟორიტარად შემოვხაზე ბათუ ქუთელია

    განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმის მიცემის შემდეგ.

  • მარნეულში მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა და მესამედაც ცდილობდა – TI

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აცხადებს, რომ მარნეულის საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირი ხმის მესამედ მიცემასაც ცდილობდა.

    09:52 – მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება, რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი”,-წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

    დღეს ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება.

  • დავაკავეთ პირი, ვის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა – შსს

    დავაკავეთ პირი, ვის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულია ის ადამიანიც, ვის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა თბილისში. მას დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

    „გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებს შსს.

    მათივე ცნობით, სააკაშვილი გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე დააკავეს.

  • თუ ჩაგეძინებათ დემოკრატიის გზაზე, მეორე დღეს დიქტატურაში გაიღვიძებთ – ევროპარლამენტარი

    “იბრძოლოთ დემოკრატიისთვის, რადგან თუ ჩაგეძინებათ დემოკრატიის გზაზე, მეორე დღეს დიქტატურაში გაიღვიძებთ”- განაცხადა ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა დეპუტატმა ტომას ზდეჩოვსკიმ. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო ჯგუფის წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხვდებიან.

    “ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველომ მისი ევროპული ინტეგრაციის გზა გააგრძელოს. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც დღეს აქ ვიმყოფებით და არჩევნებს ვაკვირდებით.   საქართველოს ოფიციალურ პირებთან  მოლაპარაკებების მთავარი თემაც ეს არის. შევხვდით საქართველოს პრემიერს და  დავაფიქსირეთ ძლიერი და მკაფიო პოზიცია რომ გვსურს საქართველოსთან  თანამშრომლობის გაგრძელება. არ გაჩერდეთ და იბრძოლოთ დემოკრატიისთვის, რადგან თუ ჩაგეძინებათ დემოკრატიის გზაზე, მეორე დღეს დიქტატურაში გაიღვიძებთ. მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ევროპულ მომავალს”, – თქვა ტომას ზდეჩოვსკიმ.