Category: სლაიდერი

  • “გთხოვთ, არ შედრკეთ” – მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხადან წერილს აქვეყნებს და ამომრჩეველს მიმართავს.

    წერილს უცლელად გთავაზობთ:

    “ჩემი ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ, სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს.

    მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა, გთხოვოთ, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთ ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.

    ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართელოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ბრძლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა.

    გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია.

    მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი”,- წერს სააკაშვილი.

  • ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა

    ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა. ის უბანზე ტრადიციულად მეუღლესთან ერთად მივიდა.

    ივანიშვილმა სარჩევნო უბანი მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა.

    ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში რეფერენდუმად წოდებული ადგილობრივი არჩევნები ტარდება.

  • არჩევანი გავაკეთე კალაძის და ქართული ოცნების სასარგებლოდ – კუჭავა

    “ტრადიციულად, მე ჩემს საარჩევნო უბანზე მოვედი. ვცდილობ ხოლმე, ყოველთვის მოვიდე პირველი, დღესაც ვიყავი პირველი. რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და ქართული ოცნების სასარგებლოდ. ეს არის ის არჩევანი, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარება. ძლიერი რეგიონები არის ის დაპირება, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ ვიამაყებთ ჩვენი შედეგით”

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ხმის მიცემის შემდეგ. დღეს საქართველოში რეფერენდუმად წოდებული ადგილობრივი არჩევნები ტარდება.

  • მსოფლიო დააკვირდება, ისარგებლებს თუ ვერა სააკაშვილი სამართლიანი მართლმსაჯულებით – ილვესი

    “მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპა და შეერთებული შტატები, დიდი ყურადღებით დააკვირდება, ისარგებლებს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი მართლმსაჯულებით. ქვეყნები, რომელთაც კანონის უზენაესობის თვალსაზრისით საეჭვო რეპუტაცია აქვთ, ყოფილ ლიდერებს დევნიან ხოლმე. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც სერიოზული დარღვევის დამადასტურებელი ძალიან საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობს”

    განაცხადა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

  • საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა – ხმის მიცემა დაიწყო

    საქართველოში 08:00 საათიდან საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა. დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება

    ამომრჩევლები 4 წლის ვადით 64 მერს და 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ. მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევენ. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

    არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის  საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.

  • გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით – ადამ კინზინგერი

    გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით – ადამ კინზინგერი

    “გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით”- ამის შესახებ, წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კონგრესი 2 ოქტომბერს საარჩევნო პროცესს ყურადღების დააკვირდება.

    „ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს არჩევნებს ამ უქმეებზე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთთვის, ვინც ბევრ ყურადღებას უთმობს და დიდი ინტერესით ეპყრობა საქართველოს მომავალს და ჩვენ მეგობრობას საქართველოსთან, მინდა რამდენიმე გამამხვნევებელი სიტყვა ვთქვა. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ. გვინდა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, იმის თქმა, რისი თქმაც სურთ. გვინდა ვიხილოთ, რომ მედიას ექნება საშუალება მოვლენები თავისუფლად და სამართლიანად გააშუქოს. ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის წარმატებად შეიძლება იქცეს. ჩვენ პროცესს ნამდვილად ყურადღებით დავაკვირდებით. ასევე მოგიწოდებთ, მოეპყარით საერთაშორისო დამკვირვებლებს ძალიან კარგად. იმედი გვაქვს რაიმე კარგს ვიხილავთ და ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – თქვა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ ვიდეო კომენტარში.

  • ბიძინას საცოდავი აღმასრულებელი ტყუპების კომენტარი, გვაჩვენებს რა მდგომარეობაშია “კავკასიის საუნჯე” – ლუის ნავარო

    “კომენტარი ბიძინას საცოდავი აღმასრულებელი ტყუპების, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის,  გვაჩვენებს იმას, რა მდგომარეობაშია ახლა „კავკასიის საუნჯე“ – ამის შესახებ, საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილმა დირექტორმა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველმა, ლუის ნავარომ “ამერიკის ხმასთან” განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში, არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ქაოსს გამოიწვევს.

    “მიშა საააკაშვილის „მეორედ მოსვლა“ თამაშის დასასრულია. იმის გათალისწინებით, რომ წარსულში ჩამოსვლასთან გაცემული დაპირება რამდენჯერმე არ შეასრულა და ამით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბედს დაეხმარა, ახლა რთული განსასჯელია, თუ როგორ გათამაშდება მოვლენები. არჩევნების ნებისმიერი შედეგი, რომელიც არ იქნება ამ პარტიისთვის [ენმ] სასარგებლო, დიდი ალბათობით, გამოიწვევს დიდ ქაოსს იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში მიშას არაერთხელ უსაუბრია საარჩევნო გაყალბებაზე, დემოკრატიისგან გადახვევაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან და ბიძინას მტრობაზე მიშას წინააღმდეგ.

    პრეზიდენტ ზურაბიშვილის, შედარებით ნორმალური საქციელი და კომენტარი ბიძინას საცოდავი აღმასრულებელი ტყუპების, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის არაკომპეტენტურობაზე-გამკლავებოდნენ სიტუაციას სააკაშვილთან დაკავშირებით, გვაჩვენებს იმას, რა მდგომარეობაშია ახლა „კავკასიის საუნჯე“,- განაცხადა ლუის ნავარომ.

  • ორივე მხარე ერთმანეთის პროვოცირებას ცდილობს, ფასს ქართველი ხალხი იხდის – კრამერი

    “ორივე მხარე ერთმანეთის პროვოცირებას ცდილობს, ფასს ქართველი ხალხი იხდის”- ასე აფასებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი, დღეს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასა და “ქართული ოცნების” მიერ მის დაკავებას. კრამერი თვლის, რომ სააკაშვილი ქვეყანაში არ უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების პოლარიზებას. ამის შესახებ კრამერმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას განაცხადა.

    “სააკაშვილი არ უნდა დაბრუნებულიყო და არ უნდა ჩართულიყო მსგავს პროვოკაციაში. ასევე, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა დაეკავებინა ის. ორივე მხარე ერთმანეთის პროვოცირებას ცდილობს – ამასობაში, ფასს ქართველი ხალხი იხდის. სამწუხარო მდგომარეობაა.”- განაცხადა დევიდ კრამერმა.

  • საქართველომ უნდა უპასუხოს კითხვას, სად გინდათ იყოთ 10 წელში? – დენიელ ფრიდი

    “საქართველომ უნდა უპასუხოს კითხვას, სად გინდათ იყოთ 10 წელში?”- დიპლომატი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასტან” საუბრისას ამბობს, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება ტესტი იმისა, თუ რა მიმართულებით სურს ქვეყანას სვლა.

    „შეკითხვა რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს შემდეგია, რა გინდა იყოთ 10 წელში? გინდათ პოლარიზებული, დისფუნქციური ქვეყანა, რომლის ნამცეცებსაც პუტინი აკრეფს? თუ საქართველოს სურს ჰქონდეს დემოკრატია და ანგარიშვალდებულება. ვნახეთ რა მოხდა მოლდოვაში, ღარიბ ქვეყანაში, მათ სახლში გაუშვეს ასე ვთქვათ კორუმპირებული მთავრობა, და აირჩიეს ახალი პროევროპელი, რეფორმების დღისწესრიგის მქონე ლიდერი. ვნახავთ იქნება თუ არა ის წარმატებული. თუმცა საქართველოც ამ პრობლემის წინაშეა. სად გინდათ იყოთ 10 წელში?“, – აცხადებს ფრიდი.

  • ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს – კონგრესმენები მიკსი და მაკკოლი

    “ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს” –  თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი განცხადებას ავრცელებენ.

    “ამ უქმეების მუნიციპალური არჩევნების მოლოდინთან ერთად, ჩვენ კვლავ გვაშფოთებს ვართ საქართველოში დემოკრატიის განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციითა და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით. იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს, ეუთოს და ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები შეასრულოს, ყველა მხარემ ამ თვის არჩევნებზე დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს. ველოდებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს და ვრჩებით ერთგულნი საქართველოში მონაწილეობრივი დემოკრატიისა, არჩევნების დღის მიღმაც”, – აცხადებენ კონგრესმენები.