Category: სლაიდერი

  • ბოლო 2 საათი გამოიყენეთ საქართველოსთვის, მიდით საარჩევნო უბნებთან – ხაზარაძე

    “ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გადადოთ ყველაფერი და მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ხმა მისცეს ცვლილებებს, მისცეს ხმა ოპოზიციას. აქ ლელოს გამარჯვებაზე არაა საუბარი, აქ საუბარია საქართველოს გამარჯვებაზე და საქართველო გაიმარჯვებს მაშინ, როცა შედეგად მივიღებთ ცვლილებას და ცვლილებას მივიღებთ მხოლოდ ერთობით და იმის სურვილით, რომ დავამთავროთ ეს დაჭაობებული ცხოვრება, რომელიც მოგვიტანა ქართულმა ოცნებამ. თითოეული მოქალაქის და თითოეული თქვენგანის ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი – ეს არის ჩვენი ხმა. ბოლო ორი საათი გამოიყენეთ თქვენი ოჯახისთვის, საქართველოსთვის. გადადეთ ყველაფერი და მიდით საარჩევნო უბნებთან იმისთვის, რომ დავიწყოთ ახალი ცხოვრება და ცვლილებები ამ ქვეყანაში”

    აცხადებს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

  • რიკოთის გვირაბთან გზის ნაწილი ჩაიკეტა, მოძრაობა შეზღუდულია

    გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.  ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე

    მათი ცნობით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით.

    მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ადგილზე გრძელი საცობია და გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

  • სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოვიდა – ბოკუჩავა

    ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში მონახულებისას უთხრა, რომ საქართველოში ყველა წესის დაცვით შემოვიდა.

    “მან თქვა, რომ ის შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვის, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ თვლის მიზანშეწონილად”, – თქვა ბოკუჩავამ.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.

    ცნობისთვის, სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთასაც ედავებიან.

  • დაიგინე ჩემო ირაკლი და ფრთხილად იყავი, არ შეგეწეროს – გიგი უგულავა ღარიბაშვილს

    “დაიგინე ჩემო ირაკლი და ფრთხილად იყავი, არ შეგეწეროს”- ასე ეხმაურება ფოთის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს.

    ”ამ ერთუჯრედიან არსებას, რომელსაც დააბრალეს, რომ არის პრემიერმინისტრი, მთელი ამ თვეების განმავლობაში მხოლოდ სანაგვე ამოსდის პირიდან, გესლი, შურისძიება და სიბილწე. მას მინდა ვუთხრა, ერთადერთი რამით არის ეს კაცი გამორჩეული, თავისი სკაბრეზული მონაცემებით – დაიგინე ჩემო ირაკლი და ფრთხილად იყავი, რომ არ შეგეწეროს.” – განაცხადა უგულავამ.

  • დღეს დავინახე მიშა, რომელიც ზრუნავს, არა თანამდებობაზე არამედ ქვეყნის უკეთეს მომავალზე – თინა ბოკუჩავა

    “დღეს დავინახე მიშა, რომელიც ზრუნავს, არა თანამდებობაზე არამედ ქვეყნის უკეთეს მომავალზე”- ამის შესახებ, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “დღეს მე დავინახე მიშა რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს, არა თანამდებობაზე, არა საკუთარ თავზე, არა კომფორტზე, არა პრივილეგიებზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე. დღეს ვარ დარწმუნებული რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, პრეზიდენტი საააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას!

    მე ძალიან ვეცადე ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი. მესმის რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის კიდეც რომ ეს ბრალი და ჯავრი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივით წარდგენილი. თუმცა მისი გადაწყვეტილებაა რომ მან გააგრძელოს შიმშილობა.”- განაცხადა ბოკუჩავამ.

     

  • ნაციონალურ მოძრაობას უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო რეფერენდუმი – პრემიერი

    “დღეს ნაციონალური მოძრაობა მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. დღევანდელი, არსებული მონაცემებით ამ მომენტისთვის, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპიარტესობით იმარჯვებენ არჩევნებს უკვლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება უფრო გავამყაროთ.

    ნაციონალურ მოძრაობას უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი და ეს დღე გახდა რეფერენდუმი ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც ქართული საზოგადოება თავის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს საბოლოოდ”

    განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე, დავამთავროთ ეს მარაზმი! – ჯაფარიძე

    “არჩევნები მიდის უამრავი დარღვევით და გაყალბების მცდელობით, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაჯერებული იყო მოსყიდვით, შანტაჟითა და ძალადობით. შეუძლებელია, იმას, რაც ხდებოდა ბოლო კვირებში, ან რაც ხდება დღეს დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევენები, მიუხედავად ამისა, ისინი აგებენ. აგებენ და ცდილობენ, არ დაუშვან პარტიული ვერტიკალის რღვევა. ამას ემსახურება მათი თავდაჯერებული მესიჯები, თითქოს იმარჯვებენ, ამას ემსახურება ის სასაცილო სცენა მათი ოფისის წინ, სადაც მორიგ საბავშო ბაღის ზეიმს გეგმავენ. არ დაუჯეროთ მაგ მატყუარა კლოუნებს.

    დარჩა 4 საათზე ნაკლები. ვინც უკვე იყავით არჩევნებზე, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხარ, დაიკიდეთ ამინდი, რომ გეზარებათ – ყველაფერი დაიკიდეთ. შეიძლება ცხოვრების ბოლომდე არ მოგეცეთ შანსი, მიიღოთ მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ამბავში. ამიტომ ჩემი თხოვნაა, გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე, აუცილებლად წადით და მიეცით ხმა, ვისაც გინდათ, უამრავი პარტიაა, 50 პარტიაა ბიულეტენში, გარდა 41 ნომრისა.

    ეს ტყუილი, უტიფრობა, კლოუნადა და ჭაობი უნდა დასრულდეს. ყველაფერი არის თქვენს ხელში. ამ 4 საათში წყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომავალი რამდენიმე წელი. წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით უკეთესობისკენ ცვლილების შანსს. ერთად დავამთავროთ ეს მარაზმი!”

    განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში.

  • 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.18%-ია, 2017 წელს 29.84% იყო, 2020-ში – 36.84%

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 33.18% შეადგინა, რაც 1 160 413 ადამიანია.

    2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმავე დროისთვის აქტივობა 29.84% იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – 34.79%, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 36.45%.

  • მექანიკური შეცდომა იყო, ჯარიმის გადახდაც მომიწევს, ამას არ სჭირდება ორი აზრი – კუჭავა

    “ეს იყო მექანიკური შეცდომა, უცებ მანქანიდან რომ გადმოხვალ და პირბადეს გაიკეთებ. რა თქმა უნდა, ეს დარღვევა არის. ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. დილით, პირველი ამომრჩეველი ვიყავი და პირბადე მანქანაში რაც იყო, გავიკეთე. სამწუხაროა რომ ასეთი რაღაც დამემართა. ფაქტია, რომ დარღვევა არის, ამას არ სჭირდება ორი აზრი და მეც მომიწევს პასუხის გაცემა”

    განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, რომელმაც დილით საარჩევნო უბანზე, აგიტაციის წესი დაარღვია და უბანზე ხმის მისაცემად, “ქართული ოცნების” პირბადით მივიდა.

  • ქუთაისში წინასწარ შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი განადგურდება – ცესკო

    “ქუთაისში წინასწარ შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი განადგურდება “- აღნშნულ ინფორმაციას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი ავრცელებს, რითიც ის,  ქუთაისში წინასაწარ შევსებული ოქმის ინციდენტს ეხმიანება და მომხდარს გადაცდომას უწოდებს.

    “ქუთისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს.

    ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაშიც. ჩვენ გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება, ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი”.- განაცხადა იოსელიანმა.

    ცნობისთვის, ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შეავსეს და ხელი მოაწერეს.

    მათი შეფასებით, წინასწარ ოქმის შედგენა მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევაა, აღნიშნული პროცედურა უნდა მოხდეს ხმების დათვლის შემდგომ, რაც დეტალურადაა აღწერილი საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილში.