Category: სლაიდერი

  • კახა კუჭავამ აგიტაციის წესი დაარღვია – ცესკო

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ აგიტაციის წესი დაარღვია. ის საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკის მქონე პირბადით მივიდა.

    “რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებას, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკით, პირბადით საარჩევნო უბანზე.

    აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი”. – თქვა ცესკოს პრესსპიკერმა.

     

  • ზუგდიდში ერთ-ერთ უბანზე, “ფორმულას” ჟურნალისტს ელექტროშოკით დაემუქრნენ

    ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირი ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

    “ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. მე თავად დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო. მან თქვა, რომ არის სპორტსმენი დავით ქირია”. – განაცხადა ჩადუნელმა.

  • იმაზე მეტი ვიცოდით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

    პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ბინის კარის გაღება იმაზე მეტყველებს, “ვინ არის ჩამოშლილი”.

    მისივე განცხადებით, სააკაშვილზე იმაზე მეტი იცოდნენ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

    “ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს მე ვფიქრობ ბევრ რამეზე მეტყველებს, ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს.

    ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის დრო და ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ბინაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ვთქვით, გავაკეთეთ”,- თქვა ღარიბაშვილმა.

  • თურნავას თქმით, ხმა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას მისცა

    “ხმა მივეცი საქართველოს ხვალინდელ დღეს, საქართველოს მომავალს, სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას. რასაკვირველია, დარწმუნებული ვართ, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”

    განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

  • ხმა მივეცი აღმშენებლობას, ამის გაკეთება ქართულ ოცნებას შეუძლია – კალაძე

    „ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია და ეს გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა“

    განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

  • 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.41%-ია, 2020-ში 8.33% იყო, 2017-ში – 6.74%

    ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებზე 10:00 საათისთვის ხმის მისაცემად 259 273 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 7.41%-ია.

    2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.74% იყო, 2020 წელს – 8.33%.

    ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში რეფერენდუმად წოდებული ადგილობრივი არჩევნები ტარდება.

  • საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი გუშინდელი უხერხულობისთვის – მდინარაძე

    ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რადგან გუშინ ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, სინამდვილეში კი ის თბილისში იყო.

    „თქვენ ალბათ, გგონიათ, რომ მე ბოდიშის მოხდა გამიჭირდება. ჩემთვის პირველი – იყო ცოტა უხერხული სიტუაცია, რომელიც საღამოს აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარეობდა. ახლავე შემიძლია საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში გუშინდელი უხერხულობისთვის და მე ამას ვაკეთებ, მაგრამ ერთია, რომ რაც არ უნდა პირადი ემოციები ყოფილიყო, გუშინ საღამოს მთელი ქვეყანა დარწმუნდა ერთ რამეში, რომ სპეცოპერაცია წარმატებით შედგა და რომ არა ისე დაგეგმილი მთელი დღე, როგორც ეს დაგეგმეს ქართველმა სამართალდამცავმა უწყებებმა, ეს ოპერაცია ასეთი წარმატებით არ ჩაივლიდა. დანარჩენი არის დეტალები, რაზეც ყურადღების გამახვილება არ ჭირს. თქვენ რაც მითხარით, ახლა ის გავაკეთე, რაც არ უნდა უცნაური იყოს თქვენთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

    მდინარაძე ვერ ასახელებს მიზეზსს, თუ რის გამო ამტკიცებდნენ მმართველი პარტიის ლიდერები, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იყო.კ

  • ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი, მძლავრი იმპულსი! – ნიკა მელია

    “ძალიან მარტივი არის თქმა, თუ რას მივეცი ხმა, ძალიან მარტივი ასახსნელია ყველასთვის, თუ რას დავუჭირე მხარი – ვისაც არ სურს რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს რომ ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს რომ ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში სუს-თან მჭიდრო ბმაში მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს რომ ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს.

    ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ ვიხილეთ დღის განმავლობაში – არაგულწრფელი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტყუის და არც ერთი სიტყვა აღარ დაეჯერება და მათ მიმართ ნდობა მთლიანად არის დაკარგული და მხოლოდ იმ ადამიანებზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და წარმოვიდგინოთ, მხოლოდ სამი ადამიანის სახე, სახელი და გვარი, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს, მე ვგულისხმობ გომელაურს, ბატონ ღარიბაშვილს, ბატონ ლილუაშვილს.

    ამ სამი ადამიანის და სხვების მმართველობა, ვისაც არ სურს და სურს კოალიციური მმართველობა, თუ გსურთ რომ ერთი ფერი იყოს მუდმივად საქართველოში და ლურჯი ფერი იყოს და ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება ოპოზიციური კოალიციური მმართველობის ქვეშ და მხოლოდ ქართული ოცნება უნდა იყოს მმართველის, გასაგებია, თუ ასეთი ადამიანები შემოვრჩით, მხარს დავუჭერთ იმ სამ ადამიანს, რომლებიც მუდამ ცდილობენ შავზე თეთრი თქვან უტიფრად, უსირცხვილოდ, თანაც ისე, რომ თავადაც არ სჯერათ. ამიტომ, არჩევანი ძალიან ადვილი იყო, მე ვფიქრობ რომ ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი და მძლავრი იმპულსი, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ქვეყანას სჭირდება როგორც მინიმუმ, ნორმალური საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების მიერ განხორციელდეს”

    განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ხმის მიცემის შემდეგ.

  • არავინ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები – გახარია

    “განსაკუთრებით ბოლო 1 თვის შემდეგ, დღეს აშკარაა, რომ ჩვენ ყველანი ერთად არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ უკვე წლებია ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თითოეული მოქალაქე გონიერ არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის.

    მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ მივიდეს არჩევნებზე, არავინ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია. ყველამ ერთად ვიხილეთ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ”

    განახადა თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ.

  • სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა – კობახიძე

    “როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს, თავისთავად, არის მძიმე მოვლენა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა იყო ხელისუფლებაში და თქვენ გახსოვთ მის მიერ, მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა და ახლაც იმავეთი იმუქრებოდა. ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედებები აღეკვეთათ”

    განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ.