Category: სლაიდერი

  • არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს რეფერენდუმში – მელია

    “მადლობა ყველას, ვინც უკვე იყავით არჩევნებზე და ვინც დარჩენილ საათებში აპირებთ საარჩევნო ურნებთან გამოცხადებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანად დამაჯერებლად. განსაკუთრებით თბილისში, როგორც რეფერენდუმის ნაწილში, ისე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია, ყველა დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და ოცნებას შორის და კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართულ ოცნებას არ მიეცეს შესაძლებლობა მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე”

    განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

  • სააკაშვილი უნდა გაასამართლოს მურუსიძემ, იმისთვის, რომ მან შექმნა მურუსიძე – მარგველაშვილი

    “სააკაშვილი უნდა გაასამართლოს მურუსიძემ, იმისთვის, რომ მან შექმნა მურუსიძე”- ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

    ”9 წლის წინ მე მეგონა, რომ ჩამოვაყალიბებდით ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც ექნებოდა უფლება, სააკაშვილისთვის კითხვები დაესვა. დღეს ეს არის, ფაქტობრივად, ანეკდოტი. წარმოიდგინეთ, დააკვირდით ვითარებას, სააკაშვილი უნდა გაასამართლოს მურუსიძემ, იმისთვის, რომ მან შექმნა მურუსიძე. ეს არის ანეკდოტი. ანეკდოტი, რომელიც, ალბათ, იურისპრუდენციის სახელმძღვანელოებში იქნება ნასწავლი, რომ პრეზიდენტის გაასამართლებს მურუსიძე, იმიტომ, რომ მან შექმნა მურუსიძე.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • “საკონტროლო ფურცელი უნდა გავაშროთო” – ოქროყანაში გადასატანი ყუთი გახსნეს

    “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრის, მარია დარჩიევის ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქის 34-ე უბანზე გადასატანი ყუთი გახსნეს. მისი განცხადებით, ამის მიზეზად ცესკო-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გზაში საკონტროლო ფურცელი დაუსველდათ და უნდა გაეშროთ.

    “წარმოუდგენელი ამბავი გვაქვს მთაწმინდის ოლქის 34-ე უბანზე (ოქროყანა). 12:07 საათზე დამკვირვებელმა შეგვატყობინა, რომ გადასატანი ყუთი უკან მოიტანეს და… გახსნეს! გზაში დასველდაო და საკონტროლო ფურცელი უნდა გავაშროთო. ფეჩთან გააშრეს და მერე უკან ჩადეს.

    წლებია არჩევნებს ვაკვირდები და მსგავსი რამ არ მახსოვს”,- წერს დარჩიევი.

  • ბოროტი განზრახვა არ ყოფილა – პაპუაშვილი შემაჯამებელი ოქმის წინასწარ შევსებაზე

    ოცნების პრესსპიკერი შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შევსებას და ამბობს, რომ ეს მდივნის შეცდომა იყო, რომელსაც ბოროტი განზრახვა არ ჰქონია.

    “ქუთაისის 124-ე უბანთან დაკავშირებით აწეული იყო მთელი კამპანია ოქმის წინასწარ შევასებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, მოხდა შეცდომა, უბანზე მდივანს მოუვიდა შეცდომა. საკონტროლო ოქმი ეგონა და ნამდვილი ოქმი შეავსო. ცესკომაც განაცხადა, რომ ხელმოწერებიც იყო რამდენიმე პარტიის წარმომადგენლის. რაიმე ბოროტ განზრახვას არ ჰქონია ადგილი. ეს შეცდომა ჩასწორდება”,- ამბობს პაპუაშვილი.

    სამოქალაქო საარჩევნო კომისიის შეფასებით, წინასწარ ოქმის შედგენა მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევაა, აღნიშნული პროცედურა უნდა მოხდეს ხმების დათვლის შემდგომ, რაც დეტალურადაა აღწერილი საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილში.

  • ოცნების ოფისთან, სადაც ზეიმისთვის ემზადებიან, ჯაფარიძე გიტარით მივიდა (ვიდეო)

    ქართული ოცნების ოფისთან, სადაც წინასწარ ემზადებიან გამარჯვების აღსანიშნავად და სცენის მოწყობა დაიწყეს, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გიტარით მივიდა.

    იქ მყოფ ადამიანებს ჯაფარიძემ ჰკითხა, რომელზე იწყებდნენ ზეიმს, რაზეც მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ 8 საათზე დაიწყებენ.

    https://www.facebook.com/japaridzez/videos/332721815291965

  • ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მოსყიდვის პროცესშია ჩართული – CEC

    სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის ოლქის 95-ე უბანთან ღიად ხდება ფულის დარიგება და ამომრჩევლის მოსყიდვა, მოსყიდვის პროცესში კი უშუალოდ ჩართულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

    მათი შეფასებით, სავარაუდოდ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის მუხლი 47, პუნქტი 1. ა) ბ)

  • ქუთაისში შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შეავსეს – სამოქალაქო საარჩევნო კომისია

    სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შეავსეს და ხელი მოაწერეს.

    მათი შეფასებით, წინასწარ ოქმის შედგენა მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევაა, აღნიშნული პროცედურა უნდა მოხდეს ხმების დათვლის შემდგომ, რაც დეტალურადაა აღწერილი საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილში.

  • თამამად შეგვიძლია ვთქვათ, გაფორმდა ოცნების დამაჯერებლი გამარჯვება – მდინარაძე

    თამამად შეგვიძლია ვთქვათ, გაფორმდა ოცნების დამაჯერებლი გამარჯვება – მდინარაძე

    ”კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს, მხარდამჭერებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. ამ შემთხვევაშიც უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფორმდება ქართული ოცნების გამარჯვება, დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ამ წუთისთვის ჩვენი შტაბებიდან შემოდის.”

    ამის შესახებ, მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 6 საათით ადრე განაცხადა.

  • სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული მართლმსაჯულებისთვის – კელი დეგნანი

    “მიხეილ სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება პროცესი და ჩვენ დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იქნება იგი წარმართული ადგილობრივი კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით”

    განაცხადა, საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა.

  • მარნეულის მე-13 უბანზე სავარაუდო კარუსელია, კენჭისყრა უნდა შეწყდეს – გიგაური

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა 14:00 საათისთვის არსებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მისი თქმით, დაფიქსირდა 100-მდე დარღვევა და დაწერეს 14 საჩივარი.

    გიგაური მარნეულის ოლქის მე-13 უბანზე სავარაუდო კარუსელის გამო კენჭყისყრის შეწყვეტას ითხოვს.

    “ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის სავარაუდო კარუსელი და ჩვენი ორგანიზაცია ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ კენჭისყრის შეწყვეტა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა და ამ შედეგები უნდა გაბათილდეს”,- ამბობს ის.