Category: სლაიდერი

  • დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის – მურმან დუმბაძე სააკაშვილს

    ”დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის, გულწრფელად გეუბნები მიშა” – ამის შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცახდა.

    “დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის, გულწრფელად გეუბნები მიშა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენდი, ვინმე ტარიელ ღარიბაშვილის შვილი თუ გახდებოდა საქართველოს პირველი პოლიტიკური პირი, ვერ წარმოვიდგენდი. ბოდიშს ვიხდი ამისათვის…შენი სათაყვანებელი ბათუმი, თვითმმართველობის ბრძოლაში არჩევნებს იგებს”, – თქვა მურმან დუმბაძემ.

  • ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი გაუფასურდა.

    დოლართან გაუფასურებამ 0.66 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1411 ლარი გახდა.

    რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა მასთან მიმართებით 1.77 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6487 ლარს გაუტოლდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 2.84-თეთრით გაუფასურდა და 4.2669 ლარი გახდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან შევა.

  • მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში, “ვაწვებით” გამარჯვებამდე – სააკაშვილი

    ”მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, “ვაწვებით” გამარჯვებამდე ”

    წერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. წერილს ის ციხიდან ავრცელებს.

  • ივანიშვილმა ხალხს სააკაშვილი ჩამოუყვანა და თვალწინ აუფრიალა – იაგო ხვიჩია

    „პირველ რიგში მინდა, მივულოცო გამარჯვებულ პარტიებს – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში წარმატება და მივულოცო ქართველ ხალხს ის, რომ კიდევ 3 წლის განმავლობაში ამ ორი დიდებული პარტიის ურთიერთობას უკეთ შეისწავლიან და ისიამოვნებენ. ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს. თან იცით ჩვენი პოზიცია, რომ ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს და რომელს მისცემთ ხმას, ამას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია.

    რეალურად, ამ არჩევნებზე არ არსებობს არჩევანი, არსებობს ერთი დიდი თამაში – მიშა-ბიძინა, რომლის ფინალურ ეპიზოდებს ვხედავდით. „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილი ჩამოუყვანეს, თვალწინ აუფრიალეს და ასეთ პირობებში ჩავატარეთ არჩევნები”

    განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

  • არჩევანი თბილისზეა, ქვეყნის მომავალი სასწორზე – შვედეთის ყოფილი პრემიერი სააკაშვილზე

    “არჩევანი თბილისზეა, ქვეყნის მომავალი სასწორზე ” –  ასე ეხმაურება, ვედეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს მოქმედი თანათავმდჯომარე საგარეო ურთიერთობების საკითხებში კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.  მისი თქმით, პოლარიზება, რომელიც სააკაშვილის მომხრეებსა და მართველ პარტიას შორის არსებობს, ქვეყნის დემოკრატიას და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. როგორც ბილდტი აცხადებს, “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილს, დაკავების ნაცვლად, სასამართლოს გზით თავდაცვის შესაძლებლობა უნდა მისცეს.

    “ახლა საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია კანონის უზენაესობის დაცვა მყისიერი დაკავების ნაცვლად. მთავრობამ უნდა მისცეს სააკაშვილს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი თავი სამართლიანი სასამართლოსა და საერთაშორისო დაკვირვების პირობებში”. – წერს კარლ ბილდტი.

  • იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის – ნიკა მელია

    ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილს ამცირებს მისი ციხეში ყოფნით, ეს პირიქითაა.

    მისი აზრით, სააკაშვილის თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის.

    “იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არის პატივი მიხეილ სააკაშვილისთვის, იცოდეს, რომ ჰყავს მას 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც გულშემატკივრობს მას, ახლა განსაკუთრებით, შეიძლება ბევრი მათგანი ენმ-ს ამომრჩეველი არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის”, – თქვა ნიკა მელიამ.

    ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სოლიდარობის აქციას მართავენ და ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

  • ზღმურტლიანი კობახიძის ტყვეობაში ეს კაცი ვერ იქნება – ხაბეიშვილი სააკაშვილზე

    “ჩვენ ვემზადებით გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად. არავინ აპირებს მესამე პრეზიდენტის ციხეში დატოვებას. მითუმეტეს, ვის ხელში?ზღმურტლიანი კობახიძის, მდინარაძის და ღარიბაშვილის ტყვეობაში ეს კაცი ვერ იქნება. ამას ნახავს მთელი მსოფლიო. დარწმუნებული ვარ, 100 ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს ამ ყველაფერს, როგორც არჩევნების გაყალბებას, ისე სააკაშვილის ციხეში ჯდომას”

    თქვა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავში, ციხესთან აქციაზე.

  • ოპოზიციამ არ უნდა უღიაროს არჩევნები, რა მეორე ტური? – თაკო ჩარკვიანი

    “განქოცდა ჩვენი სამშობლო, ეს ხომ ფაქტია?! თვითონც დაინახეს. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიბრძოლებთ. მე თუ მკითხავთ, ჩემი აზრია, არ მინდა გავაღიზიანო პარტიები – ამათ არ უნდა უღიარონ [არჩევნები]. ასეთი გაყალბების პირობებში, რა მეორე ტური? მეორე ტურზე წამოვდა უფრო მაგრად გააყალბებს”

    ამბობს პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი TV პირველის ეთერში.

  • ბოლივით აორთქლდა გახარია, მადლობაც არ გადაუხადა ამომრჩეველს – კობახიძე

    ქართული ოცნების თავმჯდომარეი ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიასთან, “მოღალატის პარტიასთან” თანამშრომლობას გამორიცხავს.

    მისი თქმით, გახარია “ბოლივით აორთქლდა”

    “გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება. ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას და თქვენ იცით, რომ არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს, ელემენტარული მადლობა არ გადაუხადა იმ 100 000-ს ამომრჩეველს. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ის არის მოღალატე და პირველ რიგში თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით”,– აცხადებს კობახიძე.

  • რუსთავის ციხესთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

    რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 15:00 საათზე აქცია უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

    აქცია 15:00 საათზე უნდა დაიწყოს. ადგილზე უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები. როგორც ცნობილია, აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.