Category: სლაიდერი

  • სააკაშვილი ათჯერ უარესია სხვა მსჯავრდებულებზე – მდინარაძე

    სააკაშვილი ათჯერ უარესია სხვა მსჯავრდებულებზე – მდინარაძე

    “შეუძლებელია, ვიმსჯელო იმასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს თუ არა სასჯელი. რა თქმა უნდა, უნდა მოიხადოს. ის არაფრით ჯობია სხვა მსჯავრდებულებს. ის არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავე. პირიქით, ათჯერ უარესია სხვა მსჯავრდებულებზე. იმიტომ რომ იმ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი და ამისთვის იხდიან სასჯელს, ამ ადამიანს [სააკაშვილს] გარდა კონკრეტული დანაშაულებისა, აქვს სისტემური დანაშაული, რომელიც იყო არამხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ ქვეყნის წინააღდეგ მიმართული. ეს არის ნაწილობრივ პოლიტიკური განცხადებაც კი, მაგრამ რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, ის მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში”

    განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “იმედთან” საუბროსას.

  • არსებობს საფრთხე, დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიცადია მოახდინოს – კვარაცხელიას ოჯახი

    თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს და მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვს.

    კვარაცხელიას ოჯახის ინფორმაციით, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოახდინოს.

    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.

    ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს საკუთარ მანქანასთან ჩაცხრილის, რის შედეგადაც 16 სექტემბერს ის გარდაიცვალა.

    18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყება ორ ბრალდებულს – აკაკი ჭელიძე, გიორგი კავილაძეს ეძებს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

  • უზრუნველყავით სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის ნედ პრაისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა უზრუნველყოს.

    “ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უზრუნველყოს სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად,” – განაცხადა პრაისმა.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა, რის შემდეგაც დაკავებულმა 2-მა პირმა ის სამეგრელოში წაიყვანა, შემდეგ კი ყოფილი პრეზიდენტი თბილისში ჩავიდა.

  • აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში – დაიღუპა ერთი ადამიანი

    რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

  • კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

    პრესსმასახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

    ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელის და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები. 2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.

  • COVID-19-ს ემსხვერპლა 42 ადამიანი, დადასტურდა 2800 ახალი შემთხვევა

    COVID-19-ს ემსხვერპლა 42 ადამიანი, დადასტურდა 2800 ახალი შემთხვევა

    საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1485 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    დღე-ღამეში 33 679 ტესტი და 8 106 აცრა ჩატარდა.

  • ვაფასებ თქვენს პოზიციას იმპერიის ყველა პატიმრის დასაცავად – სააკაშვილი ზელენსკის

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

    “ძალიან ემოციურია ჩემთვის თქვენი განცხადება. ეს არის პირველი რიგის პოლიტიკური ლიდერის პასუხი ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე საქართველოში, გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც არავინ აღიარებს მსოფლიოში, გარდა რუსეთისა.

    საქართველო არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა – ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და ძალიან ვაფასებ უკრაინის მოქალაქეობას.

    მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ შესაძლებლობა მაქვს მოკრძალებული წვლილი შევიტანო უკრაინაში მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში თქვენი ხელმძღვანელობით. ვინაიდან, ფაქტობრივად, მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დასაცავად.

    პატივისცემით, მიხეილ სააკაშვილი”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ ის სისტემატურად აბრუნებს უკრაინის მოქალაქეებს უკრაინაში, სააკაშვილი კი გამონაკლისი არ იქნება.

    თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილის ექსტრადირება არ მოხდება, რადგან ეს “სამართლებრივი ნონსენსია”.

  • თავი შეიკავეთ სააკაშვილის შემდგომი დევნისგან – ევროპარლამენტარი ოცნებას

    ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის.

    “მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და აჩვენოს ძალიან საჭირო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია”,– წერს ის ტვიტერზე.

  • საქართველოში ეს არჩევნები იყო წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელი – სენატორი რიში

    საქართველოში ეს არჩევნები იყო წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელი – სენატორი რიში

    “საქართველოს ეს არჩევნები იყო წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელი და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურის ყურადღებით დაკვირვებას.

    შეშფოთებული ვარ დაშინების და მოსყიდვის საყოველთაო ცნობებით. არჩევნების მეორე ტურების ჩატარებისას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომლებიც ეუთო-მ გამოკვეთა, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდის დროს არსებული ძალადობა და არათანაბარი პირობები პარტიებისთვის, რომლებიც მმართველი პარტიისთვის გამოწვევას ქმნიან. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია”

    წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

  • FACEBOOK-ი სერვისები ეტაპობრივად აღდგა – 6 საათიანი გათიშვის გამო ცუკერბერგის ქონება $7 მილიარდით შემცირდა

    7 საათიანი გათიშვის შემდეგ, FACEBOOK-ი სერვისებმა,  Messenger-მა, WhatsApp-მა და Instagram-მა მუშაობა განაახლა.  უცნობია, რა გახდა სოციალური ქსელის გათიშვის მიზეზი. როგორც Forbes-ი იუწყება, აღნიშნული ხარვეზის გამო, მარკ ცუკერბერგის აქციებმა 5%-ით იკლო, მისი ქონება თითქმის 7 მილიარდი დოლარით შემცირდა

    ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება იმასთან დაკავშირებით განცხადება თუ  რა კონკრეტული ხარვეზი ჰქონდა სოციალურ ქსელს, თუმცა Twitter-ზე არაერთმა უსაფრთხოების ექსპერტმა აღნიშნა რომ ხარვეზი დომენის სახელის სისტემას (DNS) უკავშირდება. დომენის სახელის სისტემა საიტის სახელს IP მისამართებად თარგმნის რომელსაც შემდეგ კომპიუტერული სისტემა კითხულობს, უფრო ზუსტად კი, ფეისბუქის გამოყენება შეუძლებელია რადგან DNS სწორ მისამართზე ვერ გზავნის ჩვენს მოთხოვნას, თუმცა სოციალური ქსელის ყველა ფუნქცია ადგილზეა. DNS-ის გაუმართაობის შემთხვევაში ვებ-გვერდი არ ფუნქციონირებს.

    კალიფორნიული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Kentik-ის ინტერნეტ ანალიზის მიმართულების დირექტორი, დუგ მადორი Twitter-ზე ფეისბუქის გაუმართაობას ასევე DNS-ს უკავშირებს.

     

    Planisys, ვებუსაფრთხოების კომპანია