Category: სლაიდერი

  • მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება სიღრმისეული რეფორმებისკენ დაბრუნდეს – შარლ მიშელი

    “მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება სიღრმისეული რეფორმებისკენ დაბრუნდეს” – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  შარლ მიშელი 2 ოქტომვერს საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს.

    “მივესალმები ყველა ქართველს, რომელმაც საკუთარი ხმა დააფიქსირა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებისკენ, როგორც იყო გაწერილი 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით საკანონმდებლო და სასამართლო სფეროში”, – წერს ის.

  • Facebook, WhatsApp და Instagram გათიშულია

    სოციალური ქსელები : Facebook-ი  WhatsApp-ი, Messenger-ი  და Instagram-ი ამ წუთებში გათიშულია. ჯერ-ჯერობით უცნობია შეფერხების მიზეზი.

    Facebook-ი სოციალური ქსელის პრობლემებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

    “ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემა. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. ბოდიშს ვიხდით შეფერხებისთვის.” – ნათქვამია Facebook-ს განცხადებაში.

  • ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის – დევიდ ერაი

    “ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის”- ასე აფასებს, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელმძღვანელობის კონგრესის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე დევიდ ერაი 2 ოქტომბრერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს.

    “პოლარიზაციას ჰქონდა პარალიზების ეფექტი ადგილობრივ დემოკრატიაზე, რომელიც საერთო ეროვნული პოლიტიკური მდგომარეობის მძევალი გახდა. ამის ფონზე ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში” – თქვა დევიდ ერაიმ.

  • სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით მიყურადების გამო – ელჩები ზალკალიანს შეხვდნენ

    საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი ვიცეპრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

    მათი თქმით, შეშფოთება გამოთქვეს ფარული მოსმენების გამო.

    “შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც კარლ ჰარცელი ავრცელებს.

  • ვიშიმშილებ სიცოცხლის დასრულებამდე – სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

    ვიშიმშილებ სიცოცხლის დასრულებამდე – სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

    “მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ. დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ იცით, მე გამოვცხადე შიმშილობა და მინდა, ასევე იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ შიმშილობას არცერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში. თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც. ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა წინასწარვე უარი განვაცხადე ექიმების შემოთავაზებაზე, უგონოდ ყოფნის შემთხვევაში რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ეს მე ხელის ჩამოსაშვებად არ მომიწერია, პირიქით, გწერთ იმიტომ, რომ გააქტიურდეთ და იბრძოლოთ. ძალიან მიყვარხართ ყველა”

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

  • კახა კუჭავამ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში დეპუტატების შესვლის ნებართვა გააუქმა

    ”ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური რეპრესიების ახალ მეთოდს მიმართა – პარლამენტის თავჯდომარემ, კახა კუჭავამ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან,  მიხეილ სააკაშვილთან ციხეში დეპუტატების შესვლის ნებართვა გააუქმა.

    რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და  მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 15:00 საათზე შეიკრიბნენ. ადგილზე, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო.

  • 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც არასამართლიანს – გახარიას განცხადება

    პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია არჩევნების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და 2 ოქტომბრის არჩევნებს აფასებს.

    მისი თქმით, ბოლო 4 თვის განმავლობაში ქართული ოცნება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კონტროლირებადი მედიის გამოყენებით, სისტემურად და ღიად, ამომრჩეველთა დაშინების მიზნით, მათ მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენდა.

    “ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა იყო, ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის შეზღუდვა იყო. არჩევნების წინა დღეს კი ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი, რომელმაც მიზნად დაისახა ჩვენი ამომრჩევლების არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა. ეს იყო წარსულის ორი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანიც იყო, შეცდომაში შეეყვანა ჩვენი ამომრჩეველი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელმაც ერთპიროვნულმა მმართველმა დაგეგმა”,– ამბობს გახარია ბრიფინგზე.

    მისივე განცხადებით, არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კარუსელებს.

    “ამიტომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა, საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია”,– აღნიშნავს გახარია.

  • რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია დასრულდა

    “თავისუფლება მიშას” – რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

    აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და  მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 15:00 საათზე შეიკრიბნენ. ადგილზე, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო.

    მიხეილ სააკაშვილმა, აქციის მონაწილეებს, ფეისბუქ პოსტით მიმართა და უთხრა რომ ესმოდა მათი ხმა საპყრობილეში.

    მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში, “ვაწვებით” გამარჯვებამდე – სააკაშვილი

     

  • ძალიან მიხარია, რომ გავამწარე – დეკანოიძე წულუკიანს პასუხობს

    “ამ კრიმინალური მენტალობის ქალს ქუთაისიც კრიმინალური ქალაქი ჰგონია. ასე ამცირებს ამ ევროპულ ქალაქს. ამცირებს პოლიციას.

    ქ.ნი წულუკიანი რომ გავამწარე – ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ”

    ასე პასუხობის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე თეა წულუკიანს. კულტურის მინისტრმა დეკანოიძის მეორე ტურში გადასვლაზე თქვა, რომ “ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში“.

  • სააკაშვილმა საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა, ის სამეგრელოში წაიყვანეს – პროკურატურა

    პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა, რის შემდეგაც დაკავებულმა 2-მა პირმა ის სამეგრელოში წაიყვანა.

    შ.წ.-ს და ზ.წ-ს პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება.

    “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება.

    სამართალდამცველებმა შ.წ. და ზ.წ. 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,– აცადებს უწყება.

    პროკურატურა პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება ელგუჯა ცომაიას, ვის სახლშიც ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. მას დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.