Category: სლაიდერი

  • ერგნეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 3 მოქალაქე დააკავეს – სუს

    ერგნეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 3 მოქალაქე დააკავეს – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

    “უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით.

    ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”,- ახდებს სუს-ი.

  • ციხეში კარგ პირობებში რომაა, ეს ჩვენი დამსახურება – კახიშვილი სააკაშვილზე

    ”მიხეილ სააკაშვილი ციხეში კარგ პირობებში რომაა, ეს ჩვენი დამსახურება “- ამის შესახებ, ქართული ოცნების წევრმა, კახი კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    ”როცა ვსაუბრობთ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების თავისუფლება, როცა წლების მანძილზე ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როცა ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა.

    როცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, და სხვათა შორის, ეს მისმა კოლეგებმა თქვეს, როცა შევიდნენ და ნახეს, ეს არის ზუსტად ჩვენი დამსახურება. როცა ამბობენ, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან და პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც მიიყვანა, ესეც ამ სისტემის და მისი ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ”- განაცხადა კახიშვილმა.

  • Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები ვრცელდება

    სოციალურ ქსელში ვრცელდება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები.

    https://www.facebook.com/tvpirveli/videos/560820025134854

     

     

    პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა, რის შემდეგაც დაკავებულმა 2-მა პირმა ის სამეგრელოში წაიყვანა, შემდეგ კი ყოფილი პრეზიდენტი თბილისში ჩავიდა. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.

  • AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია ჩერდება

    კორონავირუსის საწინააღდემგო ვაქცინის, AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია ჩერდება. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს და მიზეზად  მოთხოვნის ნაკლებობას ასახელებს.

    “ამ ეტაპზე ჩვენ ასტრაზენეკას პირველ დოზებზე რეგისტრაცია არ გვაქვს, მაგრამ ვნახოთ კოვაქსი თუ მოგვაწვდის ასტრაზენეკას მერე ვნახავთ. ახლა გვაქვს ასტრაზენეკა მხოლოდ მეორე დოზებისთვის”, – ამბობს გამყრელიძე.

  • მამა-შვილს, რომელიც სააკაშვილს გადაადგილებაში დაეხმარა, პატიმრობა შეეფარდა

    საქალაქო სასამართლომ მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებმაც სააკაშვილი ქვეყანაში შემოიყვანეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    მათ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავება.

    ადვოკატი დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვმა არ დააკმაყოფილა.

    მათი უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე სრულად პოლიტიკურია, ხოლო ბრალი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს წარუდგინეს, აბსურდული.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, სოფელ სამებასთან დღეს,  თბილისის დროით 12:31 საათზე მიწისძვრა მოხდა.

    მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

  • მომხრე ვარ, არაა უფლებების დარღვევა – გამყრელიძე სავალდებულო ვაქცინაციაზე

    “მე ახალ ველოსიპედს არ ვამბობ, ვიმეორებ იმას, რაც გააკეთა ბევრმა ქვეყანამ. მე მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის ეს იყოს [სავალდებულო] მაგრამ, ჯერჯერობით, საბჭოზე ეს საკითხი – მანდატორიზმის საკითხი არ განიხილება. ამ ეტაპზე.

    მე საკმაოდ ვერკვევი იურისპრუდენციაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მე-5 მუხლი ნახეთ კარგად, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. როცა არის პანდემია, თქვენ შეგიძლიათ, შემოიღოთ გარკვეული მანდატორიზმი. ამიტომ, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, შეიძლება, ეს არ დაემთხვეს სხვების მოსაზრებას, მაგრამ მე ამას არ ვმალავ და ვაჟღერებ. სანამ სრულ მანდატორიზმამდე მიხვალ, უნდა სცადო ყველა სხვა მეთოდი”

    ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სავალდებულო ვაქცინაციაზე.

  • რა შეზღუდვები მოიხსნა ქვეყანაში – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

    საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი ძალაში დარჩა. საბჭოს განმარტებით, ამის მიზეზი “ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციებია”.

    ხვალიდან:

    • კვების ობიექტების მუშაობა 6 ოქტომბრიდან 1 საათით გახანგრძლივდება და 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ;
    • იხსენება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით.
    • 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%, იმ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფით პასუხს, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის ტესტის უარყოფით პასუხს ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის ცნობას.

     

  • რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის შედეგით, ასე გავიგე მისი განცხადება – თალაკვაძე

    “მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ვინაიდან, ამ არჩევნებში, მართლაც, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, ისე საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით ოპოზიციას ნამდვილად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა.

    ჩვენ ვამბობდით, რომ ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევებში მიღებული მხარდაჭერა, რომელიც მან მიიღო, იყო ნამდვილი, ლეგიტიმური და შვიდთვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი, რაშიც მათ შორის ბატონი რიშის და ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რომ ეს მოლაპარაკეები დასრულებულიყოდა ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგი მაშინ იყო ლეგიტიმური და ნამდვილი”

    ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა, ჯიმ რიშიმ თქვა, რომ ეს არჩევნები წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელი იყო.

  • რესტორნები 23:00-მდე იმუშავებს, ფესტივალებსა და კონცერტებზე შეზღუდვა მოიხსნა

    საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებს.

    ასევემ ფესტივალებსა და კონცერტებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება და მათი ჩატარება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

    საბჭოს თქმით, გადაწყვეტილება დღეს მიიღო.