Category: სლაიდერი

  • რუსთავის ციხესთან დაპირისპირებაა – დააკავეს ზვიად კუპრავა

    რუსთავის ციხესთან დაპირისპირებაა – სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა პენიტენციურის კედელბზე წარწერების : “თავისუფლება მიშას” გაკეთება სცადეს.წარწერების გაკეთების  საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულია აქციის მონაწილე ზვიად კუპრავა.

    ამ წუთებში სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიიერი დაპირისპირება ხდება.

  • ბათუმში ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს დახმარებას – ღარიბაშვილი

    “ბათუმში ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს დახმარებას”- ამის შესახებ, პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც  ბათუმში კორპუსის ნგრევას ეხმაურება.

    “ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები.

    აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას”, – წერს ის.

  • ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს რომ კორპუსი ავარიული არ იყო

    ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, ავარიული არ იყო. მისი თქმით, ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები.  ~ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

  • მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი შეუტანეს

    მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი შეუტანეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ავრცელებს.

    „ტელევიზორი ნამდვილად აქვს, ასევე, დამატებით ლეიბი შეუტანეს. მანამდეც ყოფილა შეტანილი ლეიბი, თუმცა ის ვერ აკმაყოფილებდა ელემენტარულ, ადამიანურ მოთხოვნას, რომ ნარზე დაგებული ამ ლეიბით რკინა არ ეგრძნო.

    რაც შეეხება ზარებს, ის შეზღუდულია პროკურატურის გადაწყვეტილებით, რომელიც სრულიად უკანონო გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, სასამართლო ამჯერად მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე, დროულად ჩაინიშნება პროცესი. უკვე დაგვიანდა, მაგრამ იქნებ დღეს ან ორშაბათს მაინც ჩატარდეს პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოხდება და ფორმალური შესაძლებლობაც კი აღარ იქნება ზარების გაუქმების“, – განაცხადა ბასილაიამ.

  • ბათუმში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამოიყვანეს

    ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ ერთი ბავშვი მოჰყვა, რომელიც ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია. ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს ნანგრევებიდან მცირეწლოვანი, რომელიც ჩამონგრეულ კორპუსთან გაჩერებულ მანქანაში იჯდა.

    ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები.  ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

     

  • ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, არ იციან რა მოხდა, თუმცა აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

    აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს. ნიჟარაძის თქმით, იგი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

  • შინდისის გმირის, საფლავის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურიაში საფლავების გაქურდვისთვის წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ. დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს, მათ შორისაა, სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის — რუსლან წულაძის საფლავი, საიდანაც ალუმინის ნაკეთობა მოიპარეს.

    “ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, — წერია განცხადებაში.

  • საქართველოში კორონავირუსის 2 661 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსის  2 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 ადამიანი.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო 7 დღის – 6,16%

    გასული დღე-ღამის განმავლობაში 36 840 ტესტი ჩატარდა.

  • სტრატეგიულმა პარტნიორებმა იციან, გაჭირდება მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან – ზალკალიანი 3+3 ფორმატზე

    “ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქეთმა და აშშ-მ იციან, რომ ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც დე-ოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს ვერ ვხედავთ” – ამის შესახებ,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში 3+3 ფორმატთან დაკავშირებული შეხედულებების შესახებ ისაუბრა. როგორც ზალკანიანი აცხადებს, 3+3 ფორმატი რთული იქნება რუსეთთან ერთად მონაწილეობა თუმცა, საქართველომ ამ პროცესში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ ქვეყანამ რეგიონში ფუნქცია არ დაკარგოს.

    “არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პოზიცია, ეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმაც, როგორც სომხეთმა, როგორც აზერბაიჯანმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქეთმა და აშშ-მ იციან, რომ ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც დე-ოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს ვერ ვხედავთ. ძალიან რთულია ამ ფორმატში დაჯდე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრო. თუმცა, მინდა საზოგადოებას ფიქრისთვის ესეთი პოზიცია მივაწოდო, რომ ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში რაღაც ფორმით უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესებისა და არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა წითელი ხაზია…

    აუცილებელია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ყველა იმ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვიყოთ, რომელიც შეიძლება აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს”, – თქვა დავით ზალკალიანმა პირველი არხის ეთერში.

  • არც მე ვიქნები მელიას მთავრობაში და არც ეს მთავრობა იარსებებს – ხვიჩია

    “არც მე ვიქნები ნიკა მელიას ამ მთავრობაში და არც ეს მთავრობა არ იარსებებს, ჩემი აზრით”

    ამბობს პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია. ცნობისთვის, ნიკა მელია უახლოეს დღეებში აპირებს, დაასახელოს ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თბილისის მართვას დაიწყებს.