Category: სლაიდერი

  • ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის და კაცის მდგომარეობა მძიმეა

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსიდან ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა უკვე ამოიყვანეს ნანგრევებიდან ერთი ქალი და ერთი მამაკაცი თუმცა მათი მდგომარეობა მძიმეა.  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგი, კახაბერ ქაშიბაძი აცხადებს, რომ   ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,  პაციენტის თითქმის ყველა პარამეტრი სიცოცხლესთან შეუთავსებლობის ზღვარზეა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

    “ქალბატონი იქნა ჩვენთან შემოყვანილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ახლაც რჩება ის უკიდურეს მძიმე მდგომაროებაში. სამჯერ იყო გულის გაჩერება. ყველა პარამეტრი არის, რეალურად, ახლოს შეუთავსებელ სიცოცხლესთან, მაგრამ აქამდე ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის. რაღაც-რაღაც ელემენტები გამოჩნდა, თუმცა რჩება უკიდურესად მძიმე  მთელი საავადმყოფო მობილიზებულია, რომ ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ეგებ მოვახერხოთ”,- განაცხადა კახაბერ ქაშიბაძემ.

    ასევე მძიმეა, მეორე გადარჩენილის მდგომარეობა მძიმეა, კაცს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა აქვს.  ის კლინიკა მედცენტრშია გადაყვანილი.

    “პაციენტი მკურნალობის გასაგრძელებლად გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ მომენტისთვის სასწრაფო ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. სახეზეა პოლიტრავმა, ქალა-ტვინისა და გულმკერდის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა, რბილი ქსობილების დაჟეჟილობა, აქვს კოჭის ღია მოტეხილობა და ტრავმული შოკი. გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, ინტენსიური მკურნალობა გაუგძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში”. – ამბობს მედცენტრს დირექტორი.

    ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

    სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

    მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს ერთი შშმ-პირი მამაკაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი – კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გული 3-ჯერ გაუჩერდა. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.
  • ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ – სალომე ზურაბიშვილი

    ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ – სალომე ზურაბიშვილი

    “ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ”- საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

    ”ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება.” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

    სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

    მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს ერთი შშმ-პირი მამაკაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი – კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გული 3-ჯერ გაუჩერდა. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.
  • მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს

    ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

    სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

    მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს ერთი შშმ-პირი მამაკაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი – კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გული 3-ჯერ გაუჩერდა. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.
  • სააკაშვილს დაწყებული აქვს პროდუქტების მიღება, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე – პენიტენციურის ხელმძღვანელი

    “სააკაშვილს დაწყებული აქვს პროდუქტების მიღება, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე” –  ამის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

    “დაახლოებით, ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის, თაფლზე შემიძლია ვთქვა, და ასევე, ნატურალური წვენის, რაც, ფაქტობრივად, ცხადყოფს იმას, რომ, ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე”. – ამბობს ნიკა ცხვარაშვილი

  • ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს – ის შშმ პირია

    ამ წუთებში  ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირია.  მამაკცი კორპუსის მე-6-ე სართულზე ცხოვრობდა და ნანგრევებში 10 საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

    სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

    შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. როგორც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.

  • არიან ადამიანები ვისაც უნდა, მსხვერპლი იყოს და პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს – ვოლსკი ბათუმში მომხდარზე

    არიან ადამიანები ვისაც უნდა, მსხვერპლი იყოს და პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს – ვოლსკი ბათუმში მომხდარზე

    ”არსებობს ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლებიც ლოცულობენ, რომ იქ ნაკლები მსხვერპლი იყოს ან საერთოდ მსხვერპლი არ იყოს და არსებობენ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ასეთი მსხვერპლი იყოს, რათა რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს.”

    აცხადებს, ”ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე საუბრისას.

  • ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

    ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი, ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    როგორც კლინიკის დირექტორმა თამარ მხატვარმა განაცხადა, ქალს საავადმყოფოში შეყვანის დროს დაეწყო ძლიერი სისხლდენა  და გულის გაჩერება დაუფიქსირდა, თუმცა ექიმებმა მისი ფუნქციონირების აღდგენა შეძლეს.

    დაშავებული ქალი ნანგრევებში 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. როგორც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.

  • ევროპარლამენტარის განცხადება სახარება არ არის – “ოცნების” დეპუტატი

    ”ზედმეტი დრამატიზირება პოლიტიკოსების განცხადებების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არ არის საჭირო. ევროპარლამენტარები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და ყველაფერი შეუძლიათ თქვან. არ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის. ”

    განაცხადა ”ქართული ოცნების” დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა რითიც, ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ევროპარლამენტარებმა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკტრიკირეს.

  • მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ქალი ამოიყვანეს

    ამ წუთებში ბათუმში საცხოვრებელი  კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ცოცხალი ქალი ამოიყვანეს. ჟანგვბადის აპარატზეა მიერთებული.

    ნანგრევებში მოყოლი 2 ადამიანი მაშველებთან კონტაქტზე იმყოფებოდნენ.

  • ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი და ბავშვები იპოვეს

    “აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან, მაშველებმა ქალი და ბავშვები იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა  მათი ხმა ნანგრევებიდან გაიგონეს რის შემდეგაც,  წყალი და ჟანგბადის აპარატები მიაწოდეს.