Category: სლაიდერი

  • ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

    22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მალე ამ თემაზე განცხადებას გაავრცელებს.

    შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს საკუთარ მანქანასთან ჩაცხრილის, რის შედეგადაც 16 სექტემბერს ის გარდაიცვალა.

    18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყება ორ ბრალდებულს – აკაკი ჭელიძე, გიორგი კავილაძეს ეძებს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

  • ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა

    ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ევროსთან — გაუფასურდა.

    დოლართან ლარის გამყარებამ 0.35 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც მისი ღირებულება 3.1449 ლარი გახდა.

    რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0.23 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3.6349 ლარს გაუტოლდა.

    დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა – მამა მიქაელი

    პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უარი უთხრა შიმშილობის შეწყვეტაზე.

    “სააკაშვილ გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა და გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა, შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე რომ მას პატივს სცემს. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს”, – თქვა ბოტკოველმა ციხის დატოვების შემდეგ.

    მისივე განცხადებით, სააკაშვილმა სთხოვა, პატრიარქისთვის გადაეცა, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და მის დაბრუნებას ითხოვს.

  • სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება სამარცხვინოა – ოხანაშვილი

    ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მტკიცებით,”ოცნება” ის პოლიტიკური ძალა არ არის, ვინც ოპონენტებს ანადგურებს და მათი პასუხისგებაში მიცემა უხარია.

    მისი შეფასებით, “სამარცხვინოა” სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება.

    “ჩვენი მთავარი ღირებულება გახლავთ ყველა ადამიანს მიეზღოს სამართლიანად. მე სენტიმენტები არ მაქვს ამ მსჯავრდებულის მიმართ, ვინაიდან მან ათასობით და ათი ათასობით ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით, ეს არის სამარცხვინო შეფასება და შეურაცხყოფა, ვინც უსამართლოდ გააუბედურეს და უკანონოდ ამყოფეს ციხეში”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა. 

    ის ასევე აღნიშანავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სრულ პანიკასა და სასოწარკვეთაშია.

  • გირჩი – მეტი თავისუფლება მეორე ტურში ყველა ოპოზიციურ კანდიდატს მხარს დაუჭერს

    პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებში ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს დაუჭერს. მეორე ტურში გადავიდა ამავე პარტიის წარმომადგენელი, ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი საბურთალოზე, ბორის ყურუა.

    “სრულად ვკონცენტრირდებით მეორე ტურზე, სადაც ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. მათ შორის, გირჩი-მეტი თავისუფლებიდან ბორის (ჩელე) ყურუა იქნება საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისში ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც გადავიდა მეორე ტურში, რომლის საარჩევნო კამპანიაზეც აპირებს გირჩი-მეტი თავისუფლება სრულად კონცენტრირებას”,- თქვა ბადრი გრიგალაშვილმა, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა.

    მისი შეფასებით, შეუძლებელია, 2 ოქტომბრის არჩევნები ჩაითვალოს სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებულ არჩევნებად. გრიგალაშვილი განმარტავს, რომ ამას ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ევროპარლამენტარებისა და სენატორების შეფასებებიც.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ “გირჩი-მეტი თავისუფლება”, დროასთან, ევროპულ საქართველოსთან და სხვა პარტიებთან თანამშრომლობით ეცდება, თითოეული ხმა დაიცვას და გასაჩივრებული ბიულეტენები გადათვალოს.

  • 5 ივლისს პოლიციელის გინების საქმეზე ბრალდების მხარე ჩემს პატიმრობას ითხოვს – თაბაგარი

    5 ივლისს პოლიციელის გინების საქმეზე ბრალდების მხარე ჩემს პატიმრობას ითხოვს – თაბაგარი

    Tbilisi Pride-ის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 5 ივლისს პოლიციელის გინების საქმეზე ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობას ითხოვს.

    “დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე.

    ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს! მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს”,- წერს თაბაგარი.

    მის წინააღმდეგ საქმე 5 ივლისს, პოლიციელისთვის ტელეფონზე გინებისთვის აღიძრა. ამის შესახებ თაბაგარმა Facebook-ზე დაწერა.

    “2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო”,- განაცხადა თაბაგარმა.

  • მიხეილ სააკაშვილს ლეიბს არ აძლევენ – ადვოკატი

    ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ ტელევიზორს და ლეიბს.

    მისი განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს ამ ნივთების მიღების უფლება აქვს.

    “მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნოს. აქაც შერჩევით უდგებიან მიხეილ სააკაშვილს. არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს, რომ მიიღოს. არაერთი მსჯავრდებული სარგებლობს ამ უფლებით ამ დაწესებულებაში”,- ამბობს ადვოკატი.

    ცნობისთვის, სააკაშვილი უკვე მე-7 დღეა რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.

  • მიქაელ ბოტკოველმა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა – საპატრიარქო

    მიქაელ ბოტკოველმა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა – საპატრიარქო

    საპატრიარქოს განცხადებით, დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

    საპატრიარქოს ცნობით, მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება.

  • მესამე პრეზიდენტი ციხეში გვიკვდება, ის ოლიგარქის პირადი ტყვეა – მამულაშვილი

    “საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვყავს პოლიტპატიმარი, მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია. ამ ადამიანმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან და პროცესები დაძრას. ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანზე, რომელიც ციხეში გვიკვდება, გესმით, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ? კიბატონო, აქციასაც ჩავატარებთ და გავაპროტესტებთ, მაგრამ რომელ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, მაშინ როდესაც ჩვენ მესამე პრეზიდენტი გვყავს ციხეში, ის არის ოლიგარქის პირადი ტყვე. ამას უნდა ვაპროტესტებდეთ თითოეული ჩვენგანი. ეს ქვეყანა იღუპება, კარგად ვხედავთ, რომ რუსეთი ისე გადაყლაპავს საქართველოს, რომ თვალსაც არ დაახამხამებს”

    თქვა ენმ-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმა TV პირველის ეთერში.

  • სხვის მიერ დაწერილ სცენარებს აქვეყნებს, მარიონეტია – გახარია ღარიბაშვილზე

    “როდესაც ქვეყნის პირველი პირი მსგავსი რაღაც ეპისტოლარული ჟანრით არის დაკავებული, თან ყველას ხომ ესმის რომ ეს სულ სხვაგან და სხვა ადამიანის მიერ დაწერილი სცენარია და ჩვეულებრივი მარიონეტია ამ სცენარში ერთერთი შემსრულებელი. ასეთი ბევრი გვინახავს.

    რა შეფასება უნდა გავაკეთო მე, როცა ადამიანი, სხვის მიერ დაწერილ სცენარებს აქვეყნებს და არის მარიონეტი”

    ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშილის ღია წერილს.