Category: სლაიდერი

  • შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა – მიხეილ სააკაშვილი

    შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მამამისის მოწოდებას ეხმაურება და შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

    „ნიკა, ძვირფასო, ბავშვობიდან არამხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალი იყავი. სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა. ახლა ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჯანმრთელობა. ვაფასებ შენ მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ”, – წერს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც ციხიდან „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სააკაშვილის მონახულების შემდეგ გამოიტანა.

    სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

  • ჩუღურეთში 35-ე უბანზე 0 ხმა გვეწერა, აღმოჩნდა, რომ ოცნებას მიათვალეს – გიორგი ნონიაშვილი

    ” ჩუღურეთში 35-ე უბანზე 0 ხმა გვეწერა, აღმოჩნდა, რომ ოცნებას მიათვალეს “- ამის შესახებ, ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელმა და ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

    “არის ჩუღურეთის 35-ე უბნის ოქმი, სადაც ევროპულ საქართველოს ოქმის მიხედვით 0 ხმა ჰქონდა, რაც შეუძლებელი იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ, იმისთვის რომ ეს უბანი გადაეთვალათ და აღმოჩნდა რომ ევროპულ საქართველოს ჰქონდა ხმები მიღებული, თუმცა ეს ხმები ქართული ოცნების ყულაბაში ჰქონდათ მითვლილი.  ეს არის პრობლემა, ეს არის ის, როგორც აყალბებს არჩევნებს ქართული ოცნება, ეს ერთ-ერთი მეთოდია. მგონი, ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერისთვისაც, ასეთი მეთოდით ხელისუფლებაში დარჩენა უნდა იყოს მიუღებელი. ამიტომ არის ჩვენი ვალი რომ ეს ხელისუფლება გავუშვათ, რადგან პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი მეთოდებით ინარჩუნებენ სკამებს”. – ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

  • ”სიტუაცია მძიმეა… 12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული” – ლიზა იასკომ სააკაშვილი მოინახულა

    “სიტუაცია მძიმეა… 12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული” –  უკრაინის “რადას” დეპუტატმა, ლიზა იასკომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

    “ვფიქრობ, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, უკვე მეორე კვირაა შიმშილობს და მას 12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული. მიშა ბრძოლისუნარიანია. მიშას აკვირდება და მხარს უჭერს მთელი მსოფლიო, უამრავი განცხადება მოდის ევროპარლამენტარებისგან და ისინი ძალიან შეწუხებულები არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მიშას ძალიან უყვარს თავის ქვეყანა და ახლა მთავარია რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, იბრძოლებს თუ არა იმისთვის რისიც სჯერა”,- თქვა ლიზა იასკომ.

  • ბათმში, კორპუსის ჩამონგრევის პირველი კადრები ვრცელდება

    სოციალურ ქსელში ვრცელდება პირველი კადრები სადაც ჩანს თუ როგორ ინგრევა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი. კადრები სავარაუდოდ სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

    შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. როგორც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.

  • გომელაურის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი

    გომელაურის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი

    შს მინისტრის, ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩავიდა და მისი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურმა ასევე განაცხადა, რომ , თუ დადგინდება, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

    „რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული

    იყო რამდენიმე ვერსია. მათ შორის განიხილებოდა გაზის აფეთქების ვერსია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, – განაცხადა გომელაურმა.

  • მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა – შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, მოუწოდებს რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ამ განცხადებას პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აკეთებს და ასევე აღნიშნავს, რომ ტელევიზორსა და ლეიბთან დაკავშირებთ ადვოკატები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

    “რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობებს, ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ტყუილი ვრცელდება, მათ შორის, მისი ადვოკატების მხრიდან. ტყუილი იყო, რომ თითქოს ლეიბი არ ჰქონდა, თავიდანვე ჰქონდა ლეიბი მას, წარმოუდგენელია, იატაკზე ეძინა თუ როგორ დავიჯეროთ ეს? ტყუილია, რომ თითქოს ტელევიზორს არ აძლევდნენ, პროცედურაა, რომ შესყიდვა უნდა მოხდეს თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მას ტელევიზორი აქვს.რაც შეეხება შიმშილობას, მეც მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს რა თქმა უნდა, მისი პირადი გადაწყვეტილებაა, აქედან გამომდინარე სასჯელაღსრულების დაწესებულება რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

  • ერთ-ერთ ბინაში არის დედა, 2 ბავშვი და მაზლი – ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ

    ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ. განცხადება ლელა სურმანიძემ “ბათუმელებთან” საბურისას გააკეთა.

    „ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- ამბობს ლელა სურმანიძე.

    “ბათუმელები” ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩამონგრეული კორპუსის ერთ-ერთ ბინაში არის დედა 2 შვილთან და მაზლთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ, ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

    „ერთი შვილი ბაღში მიიყვანა და დაბრუნდა. ტელეფონი გამორთულია და ვერ ვეკონტაქტებით“, – თქვა ქალმა “ბათუმელებთან” საუბარში

    შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

  • ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

    ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის, ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 წლამდე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმურება.

    ბათუმის მერობის კანდიდატი ენმ-დან გიორგი კირთაძე ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 20-მდე ადამიანია მოყოლილი.

    კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

  • მაქარაშვილს პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს

    პოლიციელების მიერ გიგა მაქარაშვილის ხელის მოტეხვისა და მისთვის სხვა დაზიანებების მიყენების საქმეზე, პროკურატურამ და სასამართლომ გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს. აღნიშნულ ინფორმაციას, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ავრცელებს.

    “გიგა მაქარაშვილი 2021 წლის 3 ივნისს, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა.  შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის დროს, გიგა მაქარაშვილი დაექვემდებარა პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას, ამასთან, მას ხელი შეუშალეს შეკრების უფლებით სარგებლობაში, დააკავეს უკანონოდ და მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები.  კერძოდ, მოტეხეს ხელი, ხელბორკილის ჩარტყმის შედეგად დაუზიანეს მარჯვენა ხელის მტევნის ზედა ნაწილი, ასევე ურტყამდნენ მუშტებს გვერდებში, მიაყენეს დაზიანება კეფის არეშიც. გიგა მაქარაშვილის გაცხადებით, დაკავების შემდეგ, მგზავრობის დროსაც და კახეთის გზატკეცილზე შსს-ს კუთვნილ შენობის პარკირების სივრცეში მისვლის შემდეგაც, სთხოვდა პოლიციელებს, რომ გამოეძახათ სასწრაფო დახმარება, ვინაიდან ხელი ჰქონდა მოტეხილი და განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილებს. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, პოლიციელებმა დაახლოებით 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.

    გიორგი მაქარაშვილისთვის ხელის მოტეხვისა და მისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტზე არსებობს უამრავი მტკიცებულება. ის ფაქტი რომ გიგა მაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით, პროკურატურის შენობაზე განთავსებული კამერებიდან და პოლიციელების სამხრე კამერებიდან ამოღებული ვიდეო მასალით. აღნიშნული მტკიცებულებები ასახავს გიორგი მაქარაშვილის მიმართ პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავების, შეკრების უფლების ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

    მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის განმარტებით: „მოცემულ საქმეზე არ არის ჩატარებული და ამოწურული საქმისათვის არსებითი მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, რომელიც მეტად ნათელს გახდის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, რომ შესაძლებელი იყოს გარკვეული შემაჯამებელი დასკვნის მიღება“. აღნიშულ არგუმენტზე დაყრდნობით მოსამართლემ არ დააკმაყოფილა GDI-ს ადვოკატის საჩივარი დაზარალებულად ცნობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული რაიმე „შემაჯამებელი დასკვნის არსებობა“. ამგვარ ტერმინს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად დაზარალებული არის პირი რომელსაც „მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად“. გიგა მაქარაშვილის შემთხვევაში მრავალი მტკიცებულებით დასტურდება მის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი. აღნიშნული მომდინარეობდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, ვინაიდან იგი იყო დაკავებული და იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ. ამგვარად, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.

    იმის გამო რომ გიგა მაქარაშვილს მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი იგი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული დაზარალებულის უფლებებით. მას არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მიიღოს ინფორმაცია, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება.

    გიგა მაქარაშვილის ინტერესებს GDI იცავს. საქმის წარმოება მიმდინარეობს ,,ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის” – ფარგლებში.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • მძიმე შემთხვევაა, სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ნანგრევებში ადამიანები რჩებიან – რიჟვაძე

    “მძიმე შემთხვევაა, სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ნანგრევებში ადამიანები რჩებიან “. –ამის შესახებ, აჭარის ა ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით სამაშველო ღონისძიებებში დამატებითი ძალების მობილიზება ხდება და ჩართულია შესაბამისი უწყებები.

    “მძიმე შემთხვევაა. ყველაფერი გაკეთდება, რომ ნანგრევებში დარჩენილი ადამიანები გადარჩნენ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა”. – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.