Category: სლაიდერი

  • ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტის არჩევნებს – ევროპარლამენტარები

    ევროპარლამენტარები რასა იუკნუვიჩინე და ანდრიუს კუბილიუსი არჩევნებთან და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ადგილობრივ არჩევნებს აფასებენ.

    ისინი იზიარებენ ეუთო/ოდირისა და ამერიკის საელჩოს განცხადებას და ამბობენ, რომ ქართველები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის უფრო მაღალი სტანდარტს.

    “ჩვენ ვიზიარებთ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა, გარემო მოწამლა ძალიან გავრცელებულმა და მუდმივმა ბრალდებებმა დაშინების, ხმათა მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლისა და უთანასწორო სივრცემ.

    ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილებს პოლარიზებულ მედიაგარემოზე, რესურსების გადანაწილების თვალსაჩინო დისბალანსსა და კამპანიის დაფინანსების არასაკმარის კონტროლზე, კამპანიებში ქალთა ნაკლები წარმომადგენლობაზე, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებასა და ჟურნალისტებზე ზეწოლაზე. მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების არათანაბარ გადანაწილებასთან ერთად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური გარემოს მიმდინარე პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც. ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი იმისა, რომ ესა, თუ სხვა განმეორებითი საარჩევნო დარღვევები ნელ-ნელა გარდაუვალი გახდეს.

    ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესს. დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი  სამართლიანი საარჩევნო პროცესი”. –ვკითხულობთ წერილში.

  • ასეთ მუქარას EU-ს ქვეყნებში გადადგომა მოჰყვებოდა – ევროპარლამენტარები ღარიბაშვილზე

    ევროპარლამენტარი რასა იუკნუვიჩინე და ანდრიუს კუბილიუსი არჩევნებთან და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

    მათი თქმით, შეშფოთებულები არიან ღარიბაშვილის მუქარით სააკაშვილის მიმართ, რის გამოც, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენელი გადადგებოდა.

    “ჩვენ ველით, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სიტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებითი ბრალდებებით, “თუ ის კარგად არ მოიქცევა”.

    ეს აჩვენებს, რომ ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე, ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ქართული ოცნების ლიდერები ვერ ლახავენ სამართლის პოლიტიზირების ცდუნებას, რაც არ არის თავსებადი კანონის უზენაესობის პრინციპებთან და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებთან. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან მსგავს განცხადებას დაუყოვნებლივი გადადგომა მოჰყვებოდა”,– წერენ ევროპარლამენტარები.

    მათი შეფასებით, პრემიერმინისტრისა და მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან, ოპოზიციურ პარტიებსა და ვარდების რევოლუციის მიღწევებზე თავდასხმები “უბრალოდ ამაზრზენია”.

    “მომწიფებულ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ნდობასა და პატივისცემაზე, ვერ ნახავთ, რომ მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერები ასე იქცევიან.

    დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ ეს პირობები”,– წერია კუბილიუსისა და იუკნუვიჩინეს განცხადებაში.

  • შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება – კარდინი

    “ვულოცავ ქართველ ხალხს 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე მათი ხმის გაგონებას. პანდემიის მიუხედავად ქართველი ამომრჩეველი დიდი ძალით მივიდა არჩევნებზე და აჩვენა განგრძობითი ერთგულება მათი ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვისა და განვითარების მიმართ. ეუთოს დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები ძირითადად მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, პლურალისტურ გარემოში, რომელმაც ასახა ამომრჩევლის ნება. ეს ნამდვილი მიღწევა აჩვენებს იმ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ქართული დემოკრატიისგან მოველით.

    თუმცა, მე ვიზიარებ თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსა და ეუთოს შეშფოთებას, ზოგადი არათანასწორი საარჩევნო გარემოს და ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების სარწმუნო ცნობების გარშემო. უფრო შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება, როცა პოლარიზაცია და პერსონიფიცირერბული პოლიტიკა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, საზოგადო ნდობას ძირს უთხრის და ასევე, ცნობები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არაკანონიერ მიყურადებას ახორციელებენ თბილისში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, მათ შორის უახლოეს პარტნიორებზე”

    აცხადებს შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი ამერიკის ხმისთვის მიწოდებულ განცხადებაში.

  • სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, მიეწოდა ლეიბი – პენიტენციური

    სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ მესამე პრეზიდენტს ხელოვნურად გაუჭიანურეს საკანში ტელევიზორის მიწოდება.

    „განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს”, – წერია განცხადებაში.

    უწყებისვე მტკიცებით, ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი.

    “დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველოს მოვუწოდებ, სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ – ადამ შიფი

    “ვუერთდები სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს მოვუწოდებ, სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ და უზრუნველყონ სამართლიანი პროცესი.

    მე საქართველოში რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე ისეთ საკითხზე, როგორიცაა ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუციიდან, პროცესიდან, [უფლებების] დაცვიდან გადახვევა. ეს ყველაფერი წლების წინ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნაში კანონის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი და უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები სამართლიანია. ეს რთული დროა. რუსეთის ჯარი საქართველოს მეხუთედის ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ათწლეულის წინ რუსეთმა კონფლიქტის შემდეგ მიიტაცა. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. ქვეყანამ წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო, სხვათა შორის სააკაშვილის დროს ბევრი წლის წინ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის გაძლიერება”

    ამბობს ადამ შიფი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

  • სააკაშვილისთვის ბრალის მოხსნა პოლიტიკურ კონსენსუსს დაეხმარება – აუსტრევიჩუსი

    ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილს ბრალს მოუხსნიან.

    მისი მოსაზრებით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის მოხსნა კონსოლიდაციისა და პოლიტიკური მშვიდობის მიზეზი გახდეს.

    “წარმოიდგინეთ, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები საქართველოში, ისევე სხვადასხვა ინსტიტუციები თუ შეჯერდებიან, რომ ბრალი მოუხსნან პრეზიდენტ სააკაშვილს, ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება, დაეხმარება ქვეყანას, რომ მიღწეული იქნას პოლიტიკური კონსნენსუსი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

    დიდი იმედი მაქვს, საქართველო კონსოლიდირებული ნაცია იქნება, რადგან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ნამდვილად მსურს, სააკაშვილის საქმე გამოყენებული იყოს, რომ დაისადგუროს მშვიდობამ საქართველოში”,- თქვა მან TV პირველთან ინტერვიუში.

  • კონსულტაციებისთვის მზად ვართ – ბოკუჩავა გახარიას პასუხობს

    ენმ-ს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მზად არიან გახარიასთან კონსულტაციებისთვის.

    მისი თქმით, გახარიას არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, რომ ის არის ოპოზიციაში, თუ ის არის ივანიშვილის პროექტი.

    “საჯარო იქნება თუ არა საჯარო, მრგვალი თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, მთავარია რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით თუ სად დგება, ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან… ბუნებრივია რომ ამ კონსულტაციებზე ჩვენ მზად ვართ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

    ცნობისთვის, დღეს გახარიამ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას ღია კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

  • ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა – სააკაშვილი

    “არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუვნებელვყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წალენჯიხა მარტივი და ყველა სხვა ადგილზე, არამხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურებში გასული მაჟორიტარები.

    უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან, ოცნება თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას, ამიტომ მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის.

    მე სატუსაღოში ყოველწუთიერად ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამ ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს. მიუხედავადა ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე.

    პ.ს. ყველა ჭორი, რომელსაც ახლა ყველა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუს ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორებელი. ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებაზე და ერთმანეთზე გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობის ნიშნით შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან, აქ ჩემი სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის”

    წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ციხიდან მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გამოიტანა.

  • “მოგიწოდებთ საყოველთაო მობილიზაციისკენ” – ენმ აქციისთვის ემზადება

    ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებს საყოველთაო მობილიზაციისკენ და აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რომელსაც პარტია უახლოეს დღეებში ჩაატარებს.

    “ჩვენ გულშემატკივრებს მინდა მოვუწოდო საყოველთაო მობილიზაციისკენ და ამაზე პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება. უახლოეს დღეებში მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ დაორგანიზებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ არ ვეგუებით მონობას და არ ვეგუებით პატიმრობას. სააკაშვილის დაკავების აქტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. აქციის სლოგანი იქნება – თავისუფლება მესამე პრეზიდენტს, მიშას”,- ამბობს ხაბეიშვილი TV პირველის ეთერში.

    მისივე ინფორმაციით, აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩატარდება.

  • ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში დააკავეს

    შინაგან სამქეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციამ თბილისში, წყნეთში დააკავა.

    “საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს.

    ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა.

    მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა”,- აცხადებს შსს.