Category: სლაიდერი

  • მუდამ გვემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები – აშშ-ის საელჩო

    “მუდამ გვემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები” – აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ბათუმში ნგრევის შედეგად დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს.

    “ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ.”- ნათქვამია განცხადებაში.

    13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

    სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

    შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

  • მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

    ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ისინი დედა-შვილი არიან.

    13:15 საათისთვის : შენობიდან ამოყვანილია 9 ადამიანი, 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს ხოლო 7 ადამიანი გარდაცვლილია.

    სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

    8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

  • ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, დროებით ვაჩერებთ საარჩევნო კამპანიას – გიორგი კირთაძე​

    ”ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, დროებით ვაჩერებთ საარჩევნო კამპანიას” – ამის შესახებ ენმ-ის მერობის კანდიდატი ბათუმში, გიორგი კირთაძე აცხადებს.

    “ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.

    ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.

    არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან”,- წერს გიორგი კირთაძე Facebook-ზე

  • 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

    ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

    “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

    სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება”. – წერს ღარიბაშვილი.

  • საქართველოში კორონავირუსის 2844 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსის 2844 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში  კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 814, ხოლო გარდაიცვალა  29 ადამიანი.

    ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 631 563-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა სულ  9 221 ადამიანი.

  • ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

    ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

    8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ნაპოვნია 5 ცხედარი 2 ბავშვი, 1 ასაკოვანი ქალი და 2 კაცი.

  • შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა

    შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა, სულ 3 ადამიანი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია”, — აცხადებენ შსს-ში.

    მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი.ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, — აცხადებენ შსს-ში.

  • ძალიან რთული იქნება? რუსეთი შემოიჭრა და ოკუპირებული ჰყავხართ – იან კელი ზალკანიანს პასუხობს

    ძალიან რთული იქნება? რუსეთი შემოიჭრა და ოკუპირებული ჰყავხართ –  ასე ეხმაურება, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის ინიციატივას 3+3 ფორმატში მონაწილეობის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად ძალიან რთული იქნება მონაწილეობა თუმცა ქვეყნისთვის  აუცილებელია, რომ არ ჩამორჩეს იმ პროცესებს, რომლებიც რეგიონში ვითარდება.

    ”ძალიან რთული იქნება? რუსეთი შემოიჭრა და ოკუპირებული ჰყავხართ.თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ, რომ ჩართვა შეუძლებელია”.- წერს იან კელი.

    სტრატეგიულმა პარტნიორებმა იციან, გაჭირდება მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან – ზალკალიანი 3+3 ფორმატზე

  • ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვია – ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

    ბათუმში, ნანგრევებიდან 3 ცხედარი ამოასვენეს, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვია.  ადასტურებენ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

    ამ დრომდე არ გაკეთებულა არც ერთი ოფიციალური განცხადება შესაბამისი უწყებებიდან. ადგილზე იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თუმცა ის კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს, ასევე ვერ აზუსტებს იმ ადამიანების ზუსტ რაოდენობას, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან.

    ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

    მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს ერთი შშმ-პირი მამაკაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი – კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გული 3-ჯერ გაუჩერდა. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.
  • მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

    ამ წუთებში, ბათუმში მაშველებმა 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 3 ადამიანის, 1 ბავშვის და 2 მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე არ გაკეთებულა არც ერთი ოფიციალური განცხადება შესაბამისი უწყებებიდან. ადგილზე იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თუმცა ის კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს, ასევე ვერ აზუსტებს იმ ადამიანების ზუსტ რაოდენობას, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან.

    ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან 81 წლის ქალის ცხედარი ამოასვენეს. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

    მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს ერთი შშმ-პირი მამაკაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი – კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გული 3-ჯერ გაუჩერდა. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.