Category: სლაიდერი

  • ჩვენი ვარაუდით არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება – გომელაური

    ჩვენი ვარაუდით არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება – გომელაური

    ჩვენი ვარაუდით არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება – ამის შესახებ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    “ჩვენი ვარაუდით დაკარგული უკვე არც ერთი ადამიანი აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს, ხედავთ, რომ სინკარები, ბეტონები გადმოწეულია და სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ჩამოხსნა, ექვემდებარება თუ არა დემონტაჟს, მშენებლები გადაწყვეტენ” – განაცხადა გომელაურმა.

  • მაშველებმა ნანგრევებიდან მერვე ცხედარი ამოასვენეს

    ბათუმში, 26 მაისი ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან, მაშველებმა მერვე ცხედარი ამოასვენეს.

    17:00 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 10 ადამიანი, მაშველებმა ორი მოქალაქის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყავნეს, თუმცა ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

    მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის.

    ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

    შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

  • ბინისა და სარდაფის გაერთიანებაზე მოთხოვნა, საჯარო რეესტრმა კორპუსის ჩამონგრევიდან 6 საათში დაახარვეზა

    ბათუმში მომხდარი ტრაგედია – 26 მაისის ქუჩაზე, 20 ნომერში, ბინისა და სარდაფის გაერთიანებაზე მოთხოვნა, საჯარო რეესტრმა კორპუსის ჩამონგრევიდან 6 საათში დაახარვეზა. ბინის მესაკუთრე აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაურ ბუდაგოვია, რომელიც კორპუსში სამშენებლო სამუშაოებს ოფიციალური პასუხის მიღებამდე აწარმოებდა.

    ზაურ ბუდაგოვმა მიმართა საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის 4 ოქტომბერს, თუმცა რეესტრმა საბუთები დოკუმენტაციის არარსებობის გამო, მხოლოდ 8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევიდან რამდენიმე საათში დაახარვეზა.

    ზაურ ბუდაგოვი პოლიციამ დღეს, დილით დააკავა. მასთან ერთად ასევე დააკავეს, 2 მუშა, რომელიც ბუდაგოვმა დაიქირავა და საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. გამოძიება მათ სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისა და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას ედავება, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.

    გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. თუ გამოვლინება, მიეცემიან პასუხისმგებაში, თუ არასწორი ნებართვა გაიცა ან არასწორად აწარმოებს რაიმე საბუთები,“ – განაცხადა ბათუმში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე კომენტარი გააკეთა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლეგ თორთლაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საჯარო რეესტრი არ გასცემს მშენებლობის ნებართვებს.

    ”განაცხადი შემოსული იყო საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს და კანონმდებლოით გათვალისწინებული 4 სამუშაო დღის ვადაში დახარვეზდა განაცხადი.განმცხადებელი ითხოვდა სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის ერთიან ფართობზე საკუთრების რეგისტრაციას. აღნიშნული წარმოება აბსოლუტურად არანაირ კავშირშია სამშენებლო სამუშაოებთან, საჯარო რეესტრი არ არის ორგანო, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვას, ასევე, წარმოდგენილ განაცხადში არ ყოფილა სამშენებლო ნებართვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული.  პირველ ეტაპზე დახარვეზდა საკადასტრო ნახაზის არარსებობა, რომელიც გახდა საფუძველი წარმოების შეჩერების.”- განაცხადა ოლეგ თორთლაძემ.

    17:00 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 10 ადამიანი, მაშველებმა ორი მოქალაქის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყავნეს, თუმცა ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

    მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის.

    ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

    შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

  • მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმის ტრაგედიის გამო, თანავუგრძნობთ ოჯახებს – საპატრიარქო

    მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმის ტრაგედიის გამო, თანავუგრძნობთ ოჯახებს – საპატრიარქო

    საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს თანაუგრძნობს.

    “მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები”. – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

    13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

    სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

    შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

  • ხელისუფლება 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას აუქმებს

    ხელისუფლება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას აუქმებს.

    “ბათუმში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

    დღეს თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქართული ოცნება 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.

    არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის”. – წერია ქართული ოცნების განცხადებაში.

  • ჩვენი ფიქრები, იმ ოჯახებთანაა, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები – შვედეთის საელჩო ბათუმის ტრაგედიაზე

    “ჩვენი ფიქრები, იმ ოჯახებთანაა, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები”- შვედეთის საელჩო საქართველოში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და განცხადებას ავრელებს.

    “ძალიან ვწუხვართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები, პირველ რიგში, მათთან, იმ ოჯახებთანაა, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები. ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან და ვუსურვებთ გამძლეობას მამაც სამაშველო სამსახურის მუშაკებს, მათ ძალისხმევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

    13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

    სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

    შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

  • თბილისობა აღარ ჩატარდება, გამოყოფილი თანხა დახმარების ფონდში გადაირიცხება – კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისობა აღარ ჩატარდება ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაირიცხება დახმარების ფონში.

    “ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით.ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში”, – აღნიშნულია მერის განცხადებაში.

    13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

    სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

    შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა.

  • სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ საქართველოს – აზერბაიჯანი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

    ”სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ საქართველოს”- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით  Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

    “ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ ბათუმში შვიდსართულიანი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. გულწრფელად ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და ყველა დაშავებას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ საქართველოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

    13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

    სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

    შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

  • დამწუხრებულები ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

    “დამწუხრებულები ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო”- სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და  მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო.

    “დამწუხრებულები ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო. ჩვენ გულწრფელად ვუთანაგრძნობთ დაღუპულების ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. სომხეთი სოლიდარულია მეგობარი საქართველოს ხალხის მიმართ”, – წერია განცხადებაში.

    13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

    სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

    შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

  • არ გაგვიცია მშენებლობის ნებართვა – საჯარო რეესტრი ჩამონგრეულ კორპუსზე

    “არ გაგვიცია მშენებლობის ნებართვა”- ამის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ და აღნიშნავენ რომ ადმინისტრაციული წარმოება, მიმდინარე განაცხადზე, წარიმართა მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

    ”2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13,  უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

    საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.

    განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა”- აცხადებენ საჯარო რეესტრში.