Category: სლაიდერი

  • თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა, დადგება რეგულაციების გამკაცრების საკითხი – გამყრელიძე

    შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება.

    თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას”

    აცხდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

  • სასამართლომ 2 უბნის გახსნაზე ევროპული საქართველოს საჩივარი არ დააკმაყოფილა

    საქალაქო სასამართლომ პარტია “ევროპული საქართველოს“ საჩივარი ისანში 2 უბნის
    გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.

    პარტიის წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, საქმე ეხება მე-16 და 26-ე უბნებს.

    “ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-16 და 26-ე უბნის გახსნა, აღნიშნული მოთხოვნა, ჯერ საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა, შემდეგ ჩვენ შემოვედით და გავასაჩივრეთ სასამართლოში პირველ ინსტანციაში, სასამართლომ ევროპული საქართველოს საჩივარი არ დააკმაყოფილა, არ გახსნა უბნები და გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება.

    ეს დადასტურებულად ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რასაც დაწერს შედეგებს, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია ამას გაასაჩივრებს, გარანტირებულად იცის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ სასამართლო გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებებს და უბნებს არ გახსნის”,– აცხადებს დონაძე.

    მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სასამართლოს მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

  • დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია, ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის – ილია II ბათუმზე

    “დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

    გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა  ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს  ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

    ვლოცულობთ  გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

    შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”

    წერია საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში ბათუმის ტრაგედიის შესახებ.

  • ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

    კლინიკა მედცენტრის ხელმძღვანელის, მედეა ქაჯაიას თქმით, ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

    ექიმის ინფორმაციით, ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა.

    “პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური, გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს. პაცინეტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, იმიტომ, რომ ის დარღვევები, რომელიც ჰქონდა შემოსვლის დროს ყველა კორეგირებული, ჯერჯერობით, არ არის. პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ყველა საათში ხდება მონიტორინგი იმ სასიცოცხლო ფუნქციების, რომელიც იყო დარღვეული შემოსვლის დროს”,– ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი.

    ბათუმში 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ბავშვია.

  • COVID-19-ს ემსხვერპლა 25 ადამიანი, დადასტურდა 2490 ახალი შემთხვევა

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 2056 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დღე-ღამეში ჩატარდა 6964 აცრა.

  • საქართველოს მოქალაქეების გლოვის მონაწილე ვარ – ჰარცელი ბათუმზე

    “მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს”

    წერს ტვიტერზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. ბათუმში 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ბავშვია.

  • “ნაციონალური მოძრაობა” 14 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას გამართავს

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ მასშტაბურ აქციას გამართავს – ამის შესახებ, პარტიის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ ზუგდიდში მიმდინარე ”ნაციონალური მოძრაობის” მდუმარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აქციის მთავარ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

    “4 ოქტომბერს, 18:00 საათზე, იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის – ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს​. 6 საათზე – თავისუფლების მოედანზე, 14 ოქტომბერს. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

  • ვლოცულობთ ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის – რომის პაპი

    რომის პაპი ფრანცისკე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს. რომის პაპის სადესპანოს განცხადება Twitter-ზე ვრცელდება.

    “რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება მთელ საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის, ლოცულობს გადარჩენილებისთვის, რათა მათ ჰპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ”, – წერია სადესპანოს განცხადებაში.

     

  • მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე! – ნიკოლოზ სააკაშვილი

    “მიშა, ბრძოლა ბოლომდე” – განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

    „მიშასთვის გზავნილი იქნება: მიშა, ბრძოლა ბოლომდე. რადიკალურად ასეა. მე გუშინ ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე: ძალიან გცემ პატივს, მამა, ჩემო ნიკა (ნიკას მეძახის), მაგრამ შენ ჩემი ხასიათი იცი, ბოლომდე გავივლი. მე მივმართავ და ვუდასტურებ, ბრძოლა ბოლომდე!“- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

     

  • ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს – ისრაელის საელჩო ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

    “ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს “- ისრაელის საელჩო საქართველოში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

    “ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოს”. – წერია განცხადებაში.

    17:00 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 10 ადამიანი, მაშველებმა ორი მოქალაქის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყავნეს, თუმცა ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

    მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის.

    ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

    ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

    შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.