Category: სლაიდერი

  • წარმოგიდგენიათ, რა დატრიალდება თქვენ თავს, თუ შეიწირავთ სააკაშვილს? – მელია ოცნებას

    “მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. დიახაც, ბიძინა ივანიშვილო, შენ. და მე ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ და დაფიქრდეთ თქვენ, თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით და გაითვალისწინეთ.

    არ მინდა ეს მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს გაიმართება ფართომასშტაბიანი, ძალიან მძლავრი აქცია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველაფერი უნდა იღონოთ ახლა, რომ თქვენს მიერვე უკანონოდ დატუსაღებული სააკაშვილის სიცოცხლეს, რომელიც თქვენს ხელშია, გაუფრთხილდეთ. თუკი გაქვთ წარმოდგენილი, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს თქვენს თავს, თუ თქვენ შეიწირავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს?! ამ გზაზე დგახართ და ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს მოხდეს. თუკი გიფიქრიათ, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს და რა შეიძლება დატრიალდეს თქვენ თავს?!”

    თქვა ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან. მიხეილ სააკაშვილის ექიმი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

  • მოვითხოვთ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – ევროპარლამენტარი

    “ბრალდებები მის წინააღმდეგ შეთითხნილია, მას არაკანონიერად აჩერებენ ციხეში. საქართველოს მთავრობა კანონს არღვევს და არ მალავს, რომ ეს შურისძიებაა. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვთ. თუ ეს არ მოხდება, ევროკავშირმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება უნდა განიხილოს, რადგან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა და მთავრობა არღვევს იმ მთავარ პრინციპებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებაშია გაწერილი.

    საქართველოს მეგობრებს კარგად გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის მიღწევები, თუ როგორ მოაბრუნა მან საქართველო დასავლეთისკენ და როგორ შეაქცია ზურგი პუტინის რუსეთს, მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება და ის ამას აუცილებლად მიიღებს”

    თქვა ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ მთავარ არხთან ინტერვიუში.

  • დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სააკაშვილის ნორმალურ კლინიკაში შემოწმება – დეკანოიძე

    “დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ნორმალურ კლინიკაში შემოწმება.

    ეს არის ყველაზე აუცილებელი. სასწრაფოდ!

    მთელი პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე ეკისრება ივანიშვილს და ოცნებას”

    წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

  • პრობლემაა, რომ თბილისში ყოველი მე-3 ამომრჩეველი ხმას აძლევს – კობახიძე მელიაზე

    “ეს არჩევნები უბრალოდ, საშუალებაა იმისა, რომ დამატებით რაღაც არეულობა შემოიტანოს პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი დესტრუქციული ქმედებები დაგეგმოს. თუმცა, ამაშიც ხედავთ, ძალიან სუსტები არიან. არც ერთ და არც მეორე ნაწილში მათ წარმატების რესურსი არ აქვთ.

    პირადად ჩემთვის, თბილისში მეორე ტური გულდასაწყვეტია და უსამართლობის ერთგვარი განცდა რჩება სხვადასხვა მიზეზის გამო. იცით, კახი კალაძე 4 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ამ ქალაქს და უამრავი რამ გაკეთდა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, კახი კალაძეს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება, მაგრამ თავისთავად ის, რომ მელიასნაირ ფიგურას ხმას აძლევს თბილისში ყოველი მესამე ამომრჩეველი, ეს ბუნებრივია, არის პრობლემა და ალბათ, ეს ჩვენი დანაშაულიც არის. ალბათ საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება, იმისათვის ყოველმა მესამე თბილისელმა კრიმინალს ხმა არ მისცეს”

    თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში.

  • ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა


    ​ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე  ზურაბ დათუნაშვილი მსოფლოს ჩემპიონია. მან
    ფინალში მან ბელორუსი მეტოქე აშკარა უპირატესობით, ვადაზე ადრე – 9:1 დაამარცხა. ამჯერადაც მან ჯილდო სერბეთის სახელით მოიპოვა.  ოფიციალურ ტურნირებზე წელს დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ზედიზედ მესამე მედალი მოიპოვა – ევროპის ოქრო, ოლიმპიადოს ბრონჯაო და მსოფლიოს ოქრო!

    ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით მას შემდეგ ასპარეზობს, რაც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებია, რადგან საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მას თავს დაესხა – 2019 წლის იანვარში საქართველოს ჩემპიონატზე გეგა გეგეშიძემ მას თავში დაარტყა.

    გეგეშიძე 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა მალევე 5-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

    ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ჭიდაობის ფედერაციაში კორუფცია იყო. ის ითხოვდა, გეგა გეგეშიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, თუმცა, უშედეგოდ.

    2019 წლის აგვისტოში დათუნაშვილი სერბეთში გადავიდა და მას შემდეგ სერბეთის სახელით ასპარეზობს.

  • არჩევნებამდე პრეზიდენტი ცოცხალი არ გვეყოლება, მეგობრებო – ექიმი

    მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, არჩევნებამდე ყოფილი პრეზიდენტი ვერ იცოცხლეს, თუ შიმშილობას განაგრძობს.

    “პირდაპირ ვამბობ, ასე იქნება. მიშა აპირებს, რომ აუცილებლად გამოვიდეს სასამართლოზე, რომელიც არის ჩანიშნული 10 ნოემბერს. 10 ნოემბრამდე კი არა, 30 ოქტომბრამდე ვერ გაძლებს ეს კაცი ასე. არ არსებობს. თუ დაკარგა გონება, მერე ვუმკურნალეთ… შეიძლება ხეიბარი გახდეს, გვინდა ჩვენ ეს?! უკეთესობას მე ხვალ და ზეგ არ ველი, იქნება უარესი და უარესი. მივიღებთ საოცრად ცუდ შედეგებს. ძალიან მიმძიმს მე ამაზე ლაპარაკი”,– ამბობს ექიმი მთავარ არხთან საუბრისას.

    მისივე ინფორმაციით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება აქვს, რაც მის მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

  • სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, მას სისხლის დაავადება აქვს – პირადი ექიმი

    მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

    “ახლა ვიყავი, მოვინახულე პრეზიდენტი, დაახლოებით 2 საათ-ნახევარი ვიყავი ციხეში. მინდა მოგახსენოთ, რომ სიტუაცია დამძიმდა. მე პირველად ვნახე მიშა 2-3 დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის მდგომარეობაში”,– ამბობს ექიმი მთავარი არხის ეთერში.

    მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა შეიძინა 7 ქილა თაფლი, მან თაფლისა და წვენების მიღება შეწყვიტა და მხოლოდ წყალს იღებს.

    ექიმის თქმით, სააკაშვილმა მისცა უფლება, ეთქვა, რომ მას სისხლის იშვიათი დაავადება აქვს.

    “მიშას აქვს სისხლის დაავადება – თალასემია. მე არასდროს არ მითქვამს ეს ტელევიზორში, მაგრამ დღეს მომცა უფლება, რომ მეთქვა ამის შესახებ. ეს დაავადება ძალიან ძალიან იშვიათია, არ არის სასიკვდილო და რთული დაავადება, თალასემიით ადამიანმა შეიძლება იცოცხლოს აბსოლუტურად ნორმალურად, მაგრამ არის ლიმიტები. ერთ-ერთი ლიმიტია შიმშილობა. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს ორგანიზმში, რომლის რევერსი არ არსებობს”,– ამბობს ყიფშიძე.

    მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს დაავადების შესახებ დიაგნოზი ვაშინგტონში დაუსვეს.

    ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი მეათე დღეა შიმშილობს. ის შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

  • თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან – მელია თაკო ჩარკვიანზე

    თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ეხმიანება თაკო ჩარკვიანის განცხადებს, რომ მან “გამოცდა ვერ ჩააბარა”, რადგან არ დაესწრო ჩარკვიანის ორგანიზებულ აქციას რუსთაველზე.

    მელიას თქმით, ჩარკვიანის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

    “უამრავი საორგანიზაციო საკითხით ვარ დაკავებული, არამხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი ვარ. მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელია ყველა ის აქცია, რომელიც ტარდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამის მიღმა თავს შევიკავებდი კომენტარის გაკეთებისგან. არ ვიცი, რა გითხრათ”,– თქვა მან TV პირველის ეთერში.

    ცნობისთვის, დღეს თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა. მას არ დაესწრო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობა და ნიკა მელია, რამაც ჩარკვიანის უკმაყოფილება გამოიწვია.

  • გორში უცხოელს სცემეს და მტკვარში გადააგდეს, დაკავებულია 5 პირი – შსს

    გორში უცხოელს სცემეს და მტკვარში გადააგდეს, დაკავებულია 5 პირი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში 2002 წელს დაბადებული ზ.ფ., 2004 წელს დაბადებული გ.ო, 2001 წელს დაბადებული გ.ქ. და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულია ასევე 1997 წელს დაბადებული ვ.ო. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებულ ტ.კ.- ც შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, ტ.კ.-სთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და ტ.კ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ.-მ გ.ო.-მ გ.ქ.-მ და გ.ბ. -მ ტ.კ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”,– აცხადებს შსს.

    უწყების ცნობით, ტ.კ.-ის ცხედარი მდინარე მტკვარმა 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

    დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ბათუმში კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

    არსებული ინფორმაციით, ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.