Category: სლაიდერი

  • როდესაც ადამიანი შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს – პრემიერი

    პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში ნახევარი კილოგრამი თაფლი შეჭამა.

    “როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, მან პირადად იყიდა საკუთარი ბარათით 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიირთვა”,– თქვა ღარიბაშვილმა.

    სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი თაფლს ჩაისთან ერთად იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს სპეკულაციების საგანი გახდა, თაფლი უკან დააბრუნა. ამჟამად ის მხოლოდ წყალს იღებს.

    მიხეილ სააკაშვილი მე-11 დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.

  • ღარიბაშვილის თქმით, 1 ოქტომბერს ივანიშვილს ბიძინა ჩოლოყაშვილის დღე მიულოცა

    “მინდა, განმარტება გავაკეთო და ოპონენტებს შევახსენო, რომ პირველი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე. ბიძინობა არის საყოველთაოდ ცნობილი დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტში ვახსენე აღნიშნული თარიღი – ბიძინობა”

    თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს “ბიძინაობა” მიულოცა.

  • არ გამომიღია [საყრდენი კედელი], მაბრალებენ ყველაფერს – ბრალდებული მუშა

    ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მუშა ამბობს, რომ მას შენობის საყრდენი კედელი არ დაუნგრევია.

    “არ გამომიღია [საყრდენი კედელი], არაფერი არ გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს…”,– თქვა მან სასამართლოს დატოვების შემდეგ. მას და კიდევ 2 ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

    პროკურატურის განცხადებით, მუშებმა მოანგრიეს კორპუსის როგორც მზიდი, ისე არამზიდი კედლები, რამაც შენობის ნგრევა გამოიწვია. პროკურორის, ალექანდრე ძირკვაძის თქმით, ბრალდებულებმა შენიშნეს კედლების მოძრაობა, მისი გამაგრება სცადეს, შემდეგ კი შენობა დატოვეს.

    ადვოკატების თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები გულგრილად მოიქცნენ და ისინი სამუშაოს ნახაზის მიხედვით მოქმედებდნენ. სასამართლო პროცესი პირველ დეკემბერს ჩაინიშნა.

    8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. ერთი დაშავებულის მდგომრეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, ის გუშინ სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.

    გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა.

  • პური 10 თეთრით გაძვირდა – პურის მცხობელთა ასოციაცია

    პური 10 თეთრით გაძვირდა – პურის მცხობელთა ასოციაცია

    “პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ პური 10 თეთრით გაძვირდა. მისი განმარტებით, ფასების ზრდა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულების მატებამ განაპირობა.

    „ვადასტურებ, რომ პურის ფასზე 10 – თეთრიანი ზრდა არის. დღეს მსოფლიოში ხორბლის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა, 300 დოლარს გასცდა. როგორც ცნობილია, ჩვენ სუბსიდირების პროგრამა დავასრულეთ, სახელმწიფო თითქმის 1 წელი ცდილობდა, პური არ გაძვირებულიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტი ხორბალი მოჰყავთ, იქ პურის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში. აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ან სომხეთის მაგალითი რომ ავიღოთ. როდესაც ამ სურათს ვუყურებთ, პურზე 10 – თეთრიანი ცვალებადობა არამგონია ისე მტკივნეული იყოს, ამ ფაქტს ფასების მკვეთრი ზრდა დავარქვათ”,– ამბობს დოლიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში პურის დეფიციტი არ არის და დისტრიბუცია მუშაობს.

    მისი აზრით, პურის ფასის 10-თეთრიან მატებას “ქვეყანა არ დაუქცევია“.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბრამდე – პროგნოზი

    როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბრამდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

    სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +22, +27 გრადუსამდე დათბება.

    თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ოქტომერს 17, +19 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს

  • მეუფე მელქისედეკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

    მეუფე მელქისედეკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

    მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომლის სახელია “თავისუფლება მიშას” . მთავარ არხთან საუბრისას მან თქვა, რომ ამით ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საკუთარი პოზიცია გამოხატა.

    აღნიშნული პეტიციით მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

    “არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი. აქ მთავარია კითხვა, რომელზე პასუხი ყველას გვაქვს და ეს კითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არის თუ არა რიგითი მოსამართლე თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და შეგვიძლია თუ არა ვანდოთ ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება,– წერია პეტიციის აღწერაში.

  • როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – გვარამიას განმარტება

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    მისი თქმით, არ ღირს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უტრირება.

    “პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომრეობა არის დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებული ცვლილებები მე ვერ შევნიშნე. მესმის, რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხებით, იმიტომ რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით. იგი ძალიან აღშფოთებულია, რომ მისი პირადი ჯანმრთლობის მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს მისი უფლებების მძიმე დარღვევას”,– თქვა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ.

    გუშინ სააკაშვილის პირადმა ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, რაც პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.

  • ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ვიზეიმოთ გამარჯვება – სააკაშვილი

    “მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება ამას უნდა დაეთმოს, ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნები მეორე ტურის პერიოდში, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრების პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. მე ჩემის მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი პირადი ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მისი თქმით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება აქვს, რაც მის მდგომარეობას უფრო ართულებს.

  • თუ “ტვინდემია” იქნება, გადაიტვირთება რეანიმაციები და გაიზრდება სიკვდილობა – ცერცვაძე

    თუ “ტვინდემია” იქნება, გადაიტვირთება რეანიმაციები და გაიზრდება სიკვდილობა – ცერცვაძე

    “ტერმინი “ტვინდემია“ ნიშნავს პარალელურად ორ ეპიდემიას. ამ შემთხვევაში, იგულისხმება კოვიდისა და სეზონური გრიპის ეპიდემია. თუ ეს ორი ეპიდემია ერთდროულად იქნება, სამწუხაროდ, მეტი იქნება რისკი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, მძიმე პაციენტების არსებობის, უფრო გადაიტვირთება რეანიმაციები და სამწუხაროდ, გაიზრდება სიკვდილობა.

    ამ ორი დაავადების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ყველა ის პრევენციული ზომა, რომელიც კოვიდის დროს გამოიყენება, ავტომატურად, ერთი-ერთში, არის გრიპის ეპიდემიის პრევენციაც. ჯერჯერობით, “ტვინდემია“ მხოლოდ მოლოდინია მსოფლიოში“

    ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე “იმედთან” საუბრისას.

  • ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, დანაშაულების თანამზრახველი ხდება – იონათამიშვილი

    ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, დანაშაულების თანამზრახველი ხდება – იონათამიშვილი

    „ვინც დღეს გამოდის, ვფიქრობ, უღირსი ლოზუნგით და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, ის ავტომატურად ხდება იმ უმძიმესი დანაშაულების თანამზრახველი, რომელიც ჩადენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“.

    იქნება ეს უშუალოდ ადამიანების მკვლელობა, წამება, საკუთრების უფლების ჩამორთმევა, თუ ის ტოტალური სახელმწიფოს რეკეტი და ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა ზუსტდ ნაციონალური მოძრაობისგან უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობით”

    ამბობს ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილზე.