Category: სლაიდერი

  • პრეზიდენტს უნდა მოუწიოს სააკაშვილის შეწყალება – ბაქრაძე

    პარლამენტის წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების 2 გზა არსებობს – ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება და ხელისუფლების ცვლილება.

    მისი აზრით, ზოგადი აქციების ნაცვლად, მეტი “პრესი” უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რათა მას ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება მოუწიოს.

    “არ მკითხოთ, ველოდები თუ არა ამას სალომე ზურაბიშვილისგან. არც უგულავას და რურუას შეწყალებას ველოდი, მაგრამ მოუწია. მესმის, რომ ის ოცნების ხელდასმულია და ვალშია, მესმის, რომ პიროვნულად არ უყვარს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ თუ პრეზიდენტს ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც აქვს, მან უნდა აარიდოს ქვეყანას გახლეჩვაც და დასავლეთის პრობლემებიც, ამიტომ მას უნდა მოუწიოს შეწყალება. ეს არის პირველი სწრაფი გზა, როგორ შეიძლება მისი გამოყვანა.

    მეორე არის, რა თქმა უნდა, არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხება და ხელისუფლების შეცვლა, რასაც ცოტა მეტი დრო სჭირდება. არც მეორე ტურების შემდეგ მყისიერად ეს შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში პოლიტიკური დასრულების გზა არის ამ ხელისუფლების სახლში გაშვება და კოალიციური მთავრობის მოსვლა”,– ამბობს ბაქრაძე მთავარი არხის ეთერში.

    ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “არასდროს” აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

  • სააკაშვილმა 5 ქილა 50-გრამიანი თაფლი შეიძინა, 4 უკან დააბრუნა – ხერხეულიძე

    ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს, თითქოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილმა ნახევრი კილოგრამი თაფლი შეჭამა.

    მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა შეიძინა 5 ქილა 50 გრამიანი ქილა თაფლი, 4 კი სპეკულაციების შემდეგ უკან დააბრუნა.

    “ანატომია ამ ამბის ყოფილა ესეთი, როდესაც ექიმი შევიდა დეპარტამენტიდან, ურჩევია რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და უთქვამთ, რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოო. ამის შემდეგ მას შეუძენია 5 ცალი 50 მლ გრამიანი ქილა, 7-ად რომ ასაღებენ, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი.

    როგორც კი მიშამ მოისმინა, რომ ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მქონდა და 4 ქილა აქტით, ხელმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ამიტომ ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება”,– თქვა ხერხეულიძემ.

     

  • მელია და მე გამოგყრით კაბინეტებიდან – სააკაშვილის პასუხი ღარიბაშვილს

    მიხეილ სააკაშვილი პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მისი დაჭერა ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა.

    სააკაშვილის თქმით, სწორედ ის და მელია გამოყრიან მათ კაბინეტებიდან.

    “ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსი – მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში. ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია”,– წერს ყოფილი პრეზიდენტი წერილში, რომელიც ციხიდან ეკა ხერხეულიძემ გამოიტანა.

    პრემიერის განცხადებებს უპასუხა თავად ნიკა მელიამაც და თქვა, რომ ღარიბაშვილი ყველაფერს კადრულობს, რადგან მას აქვს მღელვარების საფუძველი.

  • მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ციხეში არ შეუშვეს

    მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ციხეში ყოფილი პრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს. მისი თქმით, უთხრეს, რომ მის საშვს ვადა გაუვიდა.

    “მე მინდოდა პრეზიდენტის ნახვა და აუცილებლად მინდოდა ექიმის ნახვა. განმარტება მივიღე, რომ ჩემს საშვს გაუვიდა ვადა, ამიტომ უნდა დავწერო ახალი განცხადება, მერე იმ განცხადებას განიხილავენ და იმის და მიხედვით გადაწყდება, მომცენ თუ არა ახალი საშვი. უნდა მელაპარაკა მისი მდგომარეობის შესახებ და განგვეხილა მკურნალობის გეგმა”,– განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

    მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია და ახალი კვლევის შედეგები არ აქვს.

  • სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ, ის უნდა დაბრუნდეს უკრაინაში – კრამერი

    “სულ ცოტა, კარგი იმიჯი ნამდვილად არ შეექმნება საქართველოს [სააკაშვილის პატიმრობით]. პროვოკაცია იყო ბატონი სააკაშვილის მხრიდან დაბრუნება, მაგრამ კონტრპროვოკაციას ჰქონდა ადგილი ხელისუფლების მხრიდან მისი დაკავების თვალსაზრისით. ის უნდა გაათავისუფლონ და დაბრუნდეს უკრაინაში. ძალიან ცუდია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი შიმშილობს ციხეში.

    ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მეჩვენება და კომენტარები ქართული ოცნების მხრიდან ხაზს უსვამს ამ სიტუაციის პოლიტიკურ ხასიათს. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება მისი გათავისუფლება და უფლების მიცემა, დაბრუნდეს უკრაინაში”

    ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი “ფორმულასთან” ინტერვიუში.

  • “მისი პატიმრობა არ ეხება მხოლოდ ენმ-ს” – სამადაშვილი სააკაშვილს ხვდება

    მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მისი ყოფილი თანაგუნდელი, პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი მივიდა.

    მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური დევნით ხელისუფლება ხელს უშლის საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და NATO-ში.

    “მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ცხადია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივაციით სამართლებრივი დევნა ხორციელდება. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა ქართულ ოცნებას და გზა გახსნა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას დასავლეთისკენ სვლა გაეგრძელებინა.

    დღეს ქართული ოცნება პოლიტიკური დევნის გზით სააკაშვილის წინააღმდეგ, ხელს უშლის პირდაპირ ჩვენს მომავალს ევროკავშირში და ნატო-ში. შესაბამისად, სააკაშვილის პატიმრობა არ არის მისი კერძო საკითხი და არ ეხება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დადგა”,– თქვა სამადაშვილმა.

    მისივე შეფასებით, “უკიდურესი უზნეობაა” პატიმარზე დაცინვის ტონში საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

  • კადრულობენ ტყუილს, თითქოს მე-9 ცაზე ვარ, რომ სააკაშვილი არის ციხეში – მელია

    „კადრულობენ ყველაფერს, კადრულობენ ისეთ ტყუილებს, როგორიც არის, რომ თურმე მე დავაჭერინე მიხეილ სააკაშვილი. თითქოს ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არის კონფლიქტი. თითქოს მე მეცხრე ცაზე ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში. ამ ყველაფერს აკეთებენ მძიმე მდგომარეობაში მყოფები. რა ვქნა ახლა, ჩემი ბრალი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არის ისეთი, როგორიც არის. მათ აქვთ ნერვიულობის საფუძველი, მაგრამ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება ჩემს სიტყვებში, რომ ბატონ ღარიბავილს აქვს მღელვარების საფუძველი”

    ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ღარიბაშვილის განცხადებას, თითქოს მას მიხეილ სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად გაუხარდა.

  • პეტიციას, რომლითაც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, მეუფე ნიკოლოზიც შეუერთდა

    მეუფე მელქისედეკის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას შეუერთდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.

    მისი აზრით, მოქმედმა ხელისუფალმა არ უნდა დააკავოს წინა ხელისუფალი, ქვეყანა კი ასე უკეთესად განვითარდება.

    აღნიშნული პეტიციით მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

    “არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი. აქ მთავარია კითხვა, რომელზე პასუხი ყველას გვაქვს და ეს კითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არის თუ არა რიგითი მოსამართლე თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და შეგვიძლია თუ არა ვანდოთ ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება,– წერია პეტიციის აღწერაში.

  • ვუერთდები 14 ოქტომბრის აქციას, ეს ცდება ერთი პარტიის საკითხს – ხოშტარია

    პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია უერთდება ნაციონალური მოძრაობის აქციას, რომელიც 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართება.

    მისი შეფასებით, ეს ზეპარტიული საკითხია.

    “სამარცხვინოა, მთლიანად ქვეყნისთვის, რომ ჩვენ რეალურად არა გვაქვს სარწმუნო სურათი თუ როგორ გრძნობს ის თავს, არის სერიოზული შიშები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი და არანაირი ნდობა სახელმწიფოს მიმართ არ არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ვუერთდები 14-ის აქციას იმიტომ რომ, ეს ცდება ერთი პარტიის საკითხს. უნდა გავაპროტესტოთ, რა თქმა უნდა”,– ამბობს ხოშტარია.

    მისივე განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობის შემოტრიალება მხოლოდ ხალხით გამარჯვებით არის შესაძლებელი, ოპოზიციას კი ამის შანსი აქვს.

  • მისი დაჭერა ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

    “ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცით და არ გვაინტერესებს”

    თქვა პრემიერმინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.