Category: სლაიდერი

  • მეხუთე ტალღის წინაშე დავდექით ისევ სრულიად მოუმზადებლები – ჯაფარიძე

    “ქვეყანაში სახელმწიფომ ვერ შექმნა გარკვეული იმუნური ფენაც კი, მათ ვერ აცრეს 30%-ზე მეტიც კი. ფაქტობრივად, დავდექით მეხუთე ტალღის წინაშე ისევ სრულიად მოუმზადებლები. ჩვენი ხელისუფლება როგორც აქამდე ერთ წრეში გვატრიალებდა – გაგვხსნიან, ჩაგვკეტავენ, ისევ ამ ყველაფრის შემყურე დაგვტოვა. იმიტომ რომ მათთვის დღეს პრიორიტეტული არის არჩევნები, მათი კეთილდღეობა და არა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე”

    ამბობს “მედგიდის” დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მეხუთე ტალღა იწყება.

  • ვგმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა

    NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

    “ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს. გმობს რუსეთის უწყვეტ მცდელობას, ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ჩაშალოს მათი ევროპული ან/და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უგუნურ და უპასუხისმგებლო ესკალაციებს ხელი შეუწყოს”, — ნათქვამია დოკუმენტში.

    ასამბლეა, ასევე, შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ქართველების მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებსა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს ევროკავშირის ჩართულობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის საჭიროებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციაც დათანხმდა და რომელიც ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების უფლებას დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

    NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, გააძლიერონ საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა, რათა დაჩქარდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

  • მარტოდ გრძნობს თავს და უნდა, მელია მოისვას გვერდით – ღუდუშაური სააკაშვილზე

    “სააკაშვილს ვურჩევდი, რომ ნაკლები თაფლი მიირთვას, რამეთუ როგორც ჩანს, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მის მდგომარეობას. რისი რესურსი გააჩნიათ, რისი თავი გააჩნიათ მართლაც ამ ფარჩაკებს ამათ, ამ კრიმინალებს, რისი თავი აქვთ, რისი გამომყრელები არიან. თვითონ როგორც ჩანს მარტოდ განიცდის თავს და ახლა უნდა, რომ მეორე გაფარჩაკებული, მისი კოლეგა ბატონი ნიკანორ მელია მოისვას გვერდით”

    ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილს განცხადებას, რომ სწორედ ის და ნიკა მელია გამოყრიან ამ ხელისუფლებას კაბინეტებიდან.

  • დადასტურდა COVID-19-ის 4 774 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 ადამიანი

    დადასტურდა COVID-19-ის 4 774 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 ადამიანი

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა.

    დღე-ღამეში 47 723 ტესტი გაკეთდა.

  • მამულაშვილი სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს ხვდება

    მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი ევროპარლამენტარებს ბრიუსელში ხვდება.

    მისი თქმით, მათ აწვდის ინფორმაციას, რა მდგომარეობაშია საქართველოს მესამე პრეზიდენტი და როგორ ირღვევა მისი უფლებები.

    მამულაშვილი ამბობს, რომ მალე ქართულ ოცნებას მძიმე პერიოდი დაუდგება.

    “ეს ვიზიტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხება, იმიტომ, რომ ვხედავთ რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან საქმის კურსში, ყოველდღიურად ვაწვდი ინფორმაციას, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და როგორ ირღვევა მისი უფლებები.

    რა თქმა უნდა, არიან შეწუხებულები იმ მდომარეობით, რაც საქართველოშია ზოგადად და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ. იქნება საერთო განცხადება, იქნება ინდივიდუალური განცხადებები, ინდივიდუალურად მათ პრეზიდენტ მიშელსაც მიმართეს და შეშოფთება გაოხატეს იმ მდგომარეობით, რაც არის დღეს საქართველოში. მე ვფიქრობ, ქართულ ოცნებას ძალიან მალე ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგება, რადგან მათ მოუწევთ ბევრი ახსნა-განმარტების გაკეთება ჩვენს პარტნიორებთან.”, – თქვა ნონა მამულაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

  • ყველა ქართველის ვალია, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ – ზურა დათუნაშვილი

    ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ზურა დათუნაშვილის თქმით, ყველა ქართველის ვალია, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნას.

    “ყველა ქართველის ვალია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ. ის ადამიანი არის უდანაშაულო და მას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სწორ გზაზე დაყენების გარდა არაფერი გაუკეთებია და თუ ამის გამო უნდა გავასამართლოთ, მაშინ უნდა იჯდეს ციხეში. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველის ვალია, დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ”,-თქვა დათუნაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

    ის მსოფლიო ჩემპიონი სერბეთის სახელით გუშინ გახდა, რის შემდეგაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა.

  • ვუერთდები პეტიციას, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი! – დეკანოზი თამაზ ლომიძე

    როგორც ერთი რიგითი ქართველი ვუერთდები პეტიციას:

    თავისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს!

    რატომ?

    1) რაც მან 2003 წლის შემდეგ მოახერხა 90-იანებში გაძარცვულ-გაუბედურებული და ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი საქართველოს სახელმწიფოსთვის, განუზომლად მეტია იმაზე, რასაც მას დღეს ედავებით.

    2) მისი დევნა ცალსახად პოლიტიკურია და დღევანდელი ხელისუფლების გამონათქვამები ადასტურებს ამას: “ჭკვიანად იყოს, თორემ დავუმატებთ”, “რომ წასულიყო პოლიტიკიდან, არ დავიჭერდით” და ამასვე ადასტურებს მისი დაკავება მხოლოდ საქართველოში შემოსვლის შემდეგ.

    3) მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარი მტერი და დამაქცევარი, რუსეთი ხარობს მისი დაკავებით, ადასტურებს, რომ არ უნდა იჯდეს საქართველოს პრეზიდენტი ქართველების ხელით ციხეში.

    4) საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ყოფილი პრეზიდენტების დევნა და მკვლელობა. ეს ვნებს და ანადგურებს ქვეყნის წინსვლას და მომავალს. გაიხსენეთ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ის პროპაგანდისტული ტყუილების ზღვა, რითაც იგი შეაძულეს ხალხს, შედეგად განდევნეს და მოკლეს. ამ პროპაგანდისტული ტყუილების და ჭორების გავრცელებაში დიდოსტატია ჩვენი მტერი და კიდევ ერთხელ ნუ გააბრიყვებინებთ თავს.

    გაათავისუფლეთ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!”

    წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook-ზე. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნილ შექმნილ პეტიციას დღეს შეუერთდნენ მეუფე ნიკილოზი და მეუფე მელქისედეკიც.

  • საქართველოში სამართლებრივი სისტემა პოლიტიზებულია – კუბილიუსი

    “პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ გახლავთ ნამდვილად. ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში. როგორც წესი, თუ არსებობს რაიმე ბრალდებები რაღაც დანაშაულზე, ეს ბრალდებები უნდა იყოს გამოძიებული ევროპული ტიპის სამართლებრივი სისტემის მიერ. სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება წამოყენებული იმდენი ბრალდება, რამდენის საჭიროა. რომ ის ციხეში იყოს, ეს ცხადყოფს, რომ საქართველოში ძნელია გქონდეს მოლოდინი ევროპული ტიპის სამართალზე და პოლიტიკური მოტივებით ხდება გადაწყვეტილების მიღება. პრემიერმინისტრის განცხადება არის მიუღებელი. ეს გვანახებს, თუ რამდენად სჭირდება საქართველოს სამართლებრივი სისტემის რეფორმა.

    .ყველა ბრალდება ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამოძიებული არაპოლიტიზებული სამართლებრივი სისტემის მიერ. როდესაც სამართლებრივი სისტემა პოლიტიზებულია და პრემიერი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს წავუყენებთო, ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიზებული სამართალი და არა სისხლის სამართალი. პოლიტიკური სამართალი გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ”

    განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

  • შარდიდან თაფლის პოლიტიკაზე გადავედით, პროგრესია – სააკაშვილის ექიმი

    “სარკაზმით მინდა ვთქვა. გუბაზმა თქვა მგონი, შარდის პოლიტიკა გვაქვსო. ჩვენ პროგრესი განვიცადეთ, რახან ბატონი პრეზიდენტი ჩამოვიდა. შარდიდან გადავედით თაფლზე. თაფლის პოლიტიკა გვაქვს დღეს საქართველოში”

    განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ფორმულას ეთერში. ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ციხეში ნახევარი კილოგრამი თაფლი შეჭამა, თუმცა, როგორც გაირკვა, მან ჩაისთან ერთად 50 გრამი თაფლი მიიღო. ეკა ხერხეულიძის განმარტებით, 4 ქილა თაფლი მან ციხის ადმინისტრაციას დაუბრუნა.

  • შესაძლებელია ეს იყოს მე-5 ტალღის დასაწყისი – ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

    “კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით თვე-ნახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერჯერობით, ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 000 მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, ეს მაინც საკმაოდ ბევრია… შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს”

    ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე.