Category: სლაიდერი

  • ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, ვამაყობ შენით – უგულავას წერილი სააკაშვილს

    “მიშა ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო.

    ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც, ალბათ, უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი, ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.

    მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან.

    დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს. აბა, შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით, როგორც არასდროს”

    სწერს ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს.

  • ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ მეორე ტურამდე – სააკაშვილი

    ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ მეორე ტურამდე – სააკაშვილი

    “უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველდღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას უნდა ვუპასუხოთ აქტიურ ქმედებებზე გადასვლით, ისეთით როგორიცაა, ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინებისა და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან, სასამართლოებთან.

    ახლაც, რაც მთავარია, 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან, ახლა ეს არის ჩემ ხელთ არსებული ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლის ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ.

    მხოლოდ თავგანწირული აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის, ჩემთან მიმართებით. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • სააკაშვილს კიდურების შეშუპება აქვს, უჭირს გადაადგილება – ადვოკატები

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს კიდურების შეშუპება აქვს, ასევე, უჭირს საუბარი.

    “უკვე შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში და ამის შედეგებს თვალნათლივ ვხედავთ. პრობლემები აქვს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ასევე, მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა. ასევე, მისი საუბრის მოტორიკა მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა. მიშას არის ძალიან მხნედ, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას კიდევ უფრო გამოიწვევს”,- თქვა ბასილაიამ ციხის დატოვების შემდეგ.

    მისივე ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი ითხოვს, მისმა პირადმა ექიმმა ციხეში შესვლა ყოველდღე შეძლოს.

    ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში მე-12 დღეა შიმშილობს.

  • ვაქცინაციის წასახალისებლად სოფლის მოსახლეობისთვის ღონისძიებები განიხილება – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებლად სოფლის მოსახლეობისთვის გარკვეული ღონისძიებები იგეგმება.

    მისი თქმით, ეს არამატერიული დახმარება იქნება.

    “სოფლის მოსახლეობისთვის განიხილება სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებები, რაც სასაოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული. უფრო არამონეტარული [იქნება]”,- თქვა გამყრელიძემ ბრიფინგზე.

    ის მოსახლეობას მოუწოდებს, ვაქცინით აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება.

  • შემდეგ 2 თვეში სულ მცირე 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი – კულუმბეგოვი

    ცივილური საზოგადოებების არჩევანი – ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!

    ჩვენი საზოგადოების არჩევანი – ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!

    შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი.

    პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ 1800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

    ვაქცინები 10X-ზე მეტჯერ ამცირებენ სიკვდილის შანსს აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!”

    წერს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

  • დღეს გვაქვს საკმაოდ სერიოზული ნახტომი, გაუარესდა ყველა ინდიკატორი – გამყრელიძე

    “დღეს გვაქვს საკმაოდ სერიოზული ნახტომი. როგორც წინა კვირაში გაუწყებდით გამოჩნდა მატება შემთხვევების და ამ 1 კვირის მანძილზე სტაბილურად იყო 600-700-800 მეტით შემთხევები, დღეს საკმაოდ სერიოზული ნახტომი გააკეთა, დაახლოებით 2 000-ზე მეტი არის წინა სამშაბათთან შედარებით. გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, როგორიცაა, ინციდენტობა 100 000 კაცზე, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს აცდა, ასევე საყურადღებოა, რომ რეპროდუქციის ინდექსიც გაიზარდა. სიკვდილიანობა ქვემოთ მოდის”

    განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მეხუთე ტალღა იწყება.

  • ბუსტერ დოზა შეუძლიათ ჩაიტარონ 50 წელს ზემოთ პირებმა – გაბუნია

    “ცვლილებაა ბუსტერ დოზის დაშვება 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე იმ პირებში, ვისაც აქვს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება, მათ შორის, ორგანოგადანერგილი პირები.

    პირებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ აცრა ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზით, არის ეს AstraZeneca, Sinopharm, Sinovac თუ Pfizer, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ ბუსტერ დოზით აცრა. ბუსტერ დოზა ტარდება როგორც Pfizer-ით, ასევე Sinopharm-ით, Sinovac-ით, თუ პირი აცრილი იყო ამ ვაქცინებით. ბუსტერული დოზა არ ტარდება AstraZeneca-ს ვაქცინით, თუმცა ამ ვაქცინით აცრილებს შეუძლიათ Pfizer-ის ბუსტერული დოზის გაკეთება”

    განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

  • მსურს, განვმარტო, რატომ მოვაწერე ხელი სააკაშვილის გათავისუფლებას – მეუფე იოსები

    შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები განმარტავს, რატომ შეუერთდა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შექმნილ პეტიციას.

    მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებას მოსახლეობის ნახევარი უჭერს მხარს, ყოფილ პრეზიდენტს კი პირველი ქვა იმან ესროლოს, ვინც უშეცდომოა.

    “უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის რომ, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას ასევე განისჯებით, რამეთუ ყოველი ადამიანი ხატი და მსგავსია ღმრთისა, არ მინდა,რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა. რასაც გაუკეთებ სხვას იგივე ან უფრო ვარესი შეიძლება მოგივიდეს შენ.

    მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. მართალია უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს.

    აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის 50 პროცენტის მოთხოვნა, მკვლელობები, სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს, პირიქით, ღმრთისგან სასჯელს მივიღებთ.

    უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები.

    და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე, პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას მკვლელები რატომ არ ისჯებიან, რატომ არ იქნა ეს გამოძიებული, რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ბევური ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას, თუმცა მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას, ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოთ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ.

    მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ ხალხს გამოიჩინოს ქრისტესმიერი მოწყალება, სიყვარული წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე და უარესი შეიძლება მოუვიდეთ მათ”- წერს მეუფე იოსები.

    სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელი მოაწერეს მეუფე იაკობმა და მეუფე მელქისედეკმაც.

  • პარტია ლელო ამ აქციას არ უერთდება – ხაზარაძე 14 ოქტომბრის აქციაზე

    პარტია “ლელო – საქართველოსთვის” არ შეუერთდება 14 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციას. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

    “პარტია ლელო ამ აქციას არ უერთდება. შეიძლება ვიღაცამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს იქ მისვლა, ამას არავის ვუშლით.

    ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და არამარტო იგი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ სასამართლო სისტემა და პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგან”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

    ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობა 14 ოქტომბერს, თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ჩატარებას აპირებს.

     

  • მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო – თურნავა სააკაშვილზე

    “ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს მე, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც, ჯერ სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის და ბერვ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს კვება, სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან. მაგრამ, ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ, აი ძალიან ნაკლებად მაინტერესებს”

    ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიხეილ სააკაშვილზე.