Category: სლაიდერი

  • შეიძლება, რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა საჭირო გახდეს – სალომე ზურაბიშვილი

    “პარტიებს შორის დაძაბულობა თავისთავად ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა საჭირო გახდეს” – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდერ ვან დერ ბელენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    „ავსტრიისა და საქართველოს პოლიტიკური ვითარების შედარება ცოტა ძნელია, მაგრამ ცხადია, დღევანდელ მსოფლიოში, თითქმის ყველგან განვითარებულია ის ძალიან მძიმე ვითარება, რასაც პოლარიზაცია ჰქვია. პარტიებს შორის დაძაბულობა თავისთავად ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა საჭირო გახდეს. ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე მეორე ტურს ველოდებით, მაგრამ ფაქტია, პრეზიდენტის მოვალეობა და ამ მხრივ, პრეზიდენტის როლი სამაგალითოა. პრეზიდენტის როლი არის ის, რომ იყოს ზეპარტიული და ყველანაირად შეეცადოს, დაძლიოს პოლარიზაცია, ყოველ შემთხვევაში, ამ კუთხით იყოს მაგალითი და ეცადოს გაერთიანებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას უცებ გაუჩნდება ერთნაირი შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე. გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ უნდა შეგეძლოს მეორეს მოსმენა და მეორესთან ზოგ საკითხებზე მაინც თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზედაც არსებობს კონსენსუსი, ეს არის დეოკუპაცია და ევროინტეგრაცია. ეს ორი საკითხი უნდა გვაძლევდეს საშუალებას, ერთმანეთს დაველაპარაკოთ და ერთმანეთთან ვცადოთ, ამ ქვეყანას შევუნარჩუნოთ ის, რაც მთავარია, ეს არის სტაბილურობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

  • ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. გაუფასურებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1329 ლარი გახდა.

    ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც – კურსის 0.12 თეთრით შეიცვალა, შედეგად, 1 ევროს ღირებულებამ 3.6204 ლარი შეადგინა.

    0.21-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან. მისი ღირებულება 4.2661 ლარი გახდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას დედა სიდონიაც შეუერთდა

    მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას უერთდება დედა სიდონიაც. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

    “ვაწერ ხელს ცვლილებებს, რადგან ისტორია არ უნდა მეორდებოდეს! არ შეიძლება დაუსრულებლად წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვსაუბრობდეთ! წავიდნენ ისინი, და სხვა რეალობასა და პრობლემებში ვართ დღეს! წინ უნდა ვიყუროთ, წინ!”,- წერს დედა სიდონია.

    პეტიციას ხელი მოაწერეს მეუფე მელქისედეკმა, მეუფე ნიკოლოზმა და მიტროპოლიტმა იოსებმაც.

  • ბათუმის მერია და მთავრობა დაზარალებულებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემს

    ბათუმში,26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა, ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს, რისთვისაც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნულ ინფორმაციას, ბათუმის მერია ავრცელებს.

    “კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23-მა ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის ბათუმის მერიას-ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით. ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები. დაზარალებულები მერიის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

    ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

    ასევე, ბათუმის მერიის ინიციატივითა და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მხარდაჭერით, აღნიშნულ ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ფსიქოკონსულტაციით”, – წერს ბათუმის მერია.

  • ვინც ამბობს “თავისუფლება მიშას”, დასცინის სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს – პაპუაშვილი

    “ვინც ამბობს “თავისუფლება მიშას”, სწორედ ის ხალხი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, ვინც დღეს ამბობს “თავისუფლება მიშას” დაფიქრდეს, რას საუბრობენ ისინი, თავისთავად [ევროპარლამენტარებიც].

    სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი, დავადგინოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი”

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.

  • თუ გამოვიდა 100 ათასი კაცი, 15 ოქტომბერს სააკაშვილი იქნება გარეთ – ობოლაძე

    “თუ გამოვიდა 100 ათასი კაცი, 15 ოქტომბერს სააკაშვილი იქნება გარეთ და მეორე ტურებში გაიმარჯვებს ოპოზიცია, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. როგორ? ჩვეულებრივად. აპრიორი რეცეპტები პოლიტიკური წარმატების მისაღწევად, როდესაც მეორე მხრიდან გიპირისპირდება ოლიგარქი, არ არის. ახლა ვართ ქვეყნის მოსაპოვებელ ბრძოლაში. გამოვიდა 100 ათასი კაცი? ეს ნიშნავს სიგნალს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, გარდაუვალია… ქუჩაც აძლიერებს არჩევნებს, არჩევნებიც აძლიერებს ქუჩას, ორივე ერთად აძლიერებს საერთაშორისო ზეწოლას”

    ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა ობოლაძე 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე TV პირველის ეთერში.

  • “გირჩი – მეტი თავისუფლება” 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება – კობერიძე

    ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” არ უერთდება ნაციონალური მოძრაობის მიერ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას.

    მისი განმარტებით, ენმ-სთან კვლავ თანამშრომლებენ, თუმცა ეს აქცია მათი პარტიული დღის წესრიგის ნაწილია.

    “ოფიციალურად “გირჩი – მეტი თავისუფლება” ამ აქციას არ უერთდება. ჩვენ ისევ ვთანამშრომლობთ, უბრალოდ ახლა ეს არის კონკრეტულად ერთი პარტიების მიერ დაორგანიზებული აქცია, მათი პოლიტიკური “აჯენდის” ნაწილია. ჩვენ პარტნიორები ვართ, თუმცა ჩვენთან არავის შეუთანხმებია, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვა, პოლიტიკური სიტუაცია როგორ იქნებოდა”,- ამბობს კობერიძე.

    ცნობისთვის, აღნიშნულ აქციას არ უერთდება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის, ლელო, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. პარტიებში ამბობენ, რომ შესაძლოა, მათი მხარდამჭერების ნაწილი აქციაზე მივიდნენ.

  • საქართველოში რეინფიცირების ათი ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული – გამყრელიძე

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეინფიცირების ათი ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული – აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ავრცელებს.

    „ბაზებზე ბოლო გადატარებით რეინფიციების დაახლოებით ცხრიდან ათი ათასამდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • სააკაშვილი არის რეციდივისტი – ანრი ოხანაშვილი

    “იქ, სადაც არ არსებობს კრიზისი, ალოგიკურია რაიმის განმუხტვაზე საუბარი. აქ დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება ეს კონკრეტული მსჯავრდებული… სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი, შეგიძლიათ, ეს ტერმინიც გამოიყენოთ ხოლმე, სამართლებრივად ასეა. ერთხელ ჩადენილია დანაშაული, რაზეც არის პასუხისგებაში მიცემული, ამის შემდგომ კიდევ ჩაიდინა მან სავარაუდოდ ახალი დანაშაული”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.

  • დიდი ზიანის მომტანია მათთვის – ხერხეულიძე პარტიებზე, რომლებიც აქციას არ უერთდებიან

    ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდებიან, ხალხის რაოდენობით უპასუხებს.

    მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება მათთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება, ამიტომ ახსნა არ აქვს, რატომ იკავებენ თავს აქციაზე მისვლისგან.

    “ვერ გეტყვით, როგორ საზღვრავენ, ვის უნდა დაუჭირონ მხარი და ვის არა. პრეტენზია უამრავი შეიძლება ჰქონდეთ [სააკაშვილთან], მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის კლასის პოლიტიკოსი არ ჰყავს ამ ქვეყანას კი არა, რეგიონს, კონკრეტული გატარებული რეფორმები [ადასტურებს]. მისდამი სოლიდარობის არგამოცხადება მართლა წესიერებისა და უწესობის ზღვარზე გადის. თავი მინდა შევიკავო, იმდენად აღმაშფოთებელია ჩემთვის”,- ამბობს ხერხეულიძე ფორმულას ეთერში.

    მისივე განცხადებით, ის თავად ყველა პროცესს დაესწრება, სადაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას გააპროტესტებენ.

    ცნობისთვის, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი. ამის შესახებ დღეს განაცხადა ლელომაც.