Category: სლაიდერი

  • გამოყავით ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასაკვირვებლად – იუსტიციის სამინისტრო ტიკარაძეს მიმართავს

    “გამოყავით ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასაკვირვებლად ” – იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი.

    „ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი;მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;

    მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, აცრა ძილში უნდა გავუკეთოთ – ფილიპინების პრეზიდენტი

    პრობლემა მათშია, ვისაც ვაქცინაცია არ უნდა, მოძებნეთ ისინი, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, აცრა ძილში უნდა გავუკეთოთ  – ამის შესახებ, განცხადება ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა. მან ასევე აღიარა, რომ შესაძლოა, დამნაშავე იყოს იმაში, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები დღემდე არ არის ვაქცინირებული. ინფორმაციას CNN Philippines ავრცელებს. 

    “პრობლემა მათშია, ვისაც ვაქცინაცია არ უნდა. მოძებნეთ ისინი თქვენს სოფლებში, ჩვენ მივალთ მათთან და ინექციას ძილში გავუკეთებთ. თუ მათ არ სურთ ვაქცინაცია, მივალთ მათთან სახლში და ინექციას ღამით გავუკეთებთ, მე თავად ვუხელმძღვანლებ ამ ინიციატივას”, – განაცხადა დუტერტემ.

  • კარტოგრაფების საქმის შემდეგ, ხელისუფლებამ ოქრუაშვილის საქმეც განაახლა – ორივე პროცესი ხვალ ჩაინიშნა

    ე.წ. კარტოგრაფების საქმის შემდეგ, ხელისუფლებამ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც განაახლა – ორივე პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ, 13 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

    “ამ ტუპოი პროკურორებმა ხომ ვერ ისწავლეს ჩემი კალენდარი მე-14-ე წელია. ხვალ რომ მინიშნავთ სასამართლოს, ხომ უნდა ნახოთ რომ ცალკე ჩიტოვიჩის დაბადების დღეზე ვარ მისასვლელი და ცალკე ჩემი დის. რამდენად გავიჭრა აღარ ვიცი”,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

    კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა, პროცესი 13 ოქტომბერს ჩაინიშნა

  • ირაკლი ღარიბაშვილი, ასეთი მმართველი სჭირდება საქართველოს – ამილახვარი

    “დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სჭირდება საქართველოს, ისეთი მმართველი, როგორიც დღეს ჰყავს.

    ირაკლი ღარიბაშვილი იქნება თუ არა პრემიერმინისტრი, ამას წყვეტს მმართველი ორგანო, უმრავლესობა და ხალხი. შესაბამისად, აგერ უკვე არჩევნებმა აჩვენა თუ რა ლეგიტიმაცია აქვს ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით “ქართულ ოცნებას”, ამიტომ არანაირი საფუძველი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგეს, არ არის, და ეს ასე არც მოხდება. გუნდი დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს”

    ამბობს ოცნების დეპუტატი გიორგი ამილახვარი.

  • საარჩევნო დღე იყო არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ – ალეკო ელისაშვილი

    “საარჩევნო დღე იყო არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ”- ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში თვითმმართველობის არჩევნებიც შეაფასა და გამართულად ჩატარებული არჩევნებისთვის ცესკოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

    „ალალი და უსაყვედურო იყოს მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ხომ წესიერი არჩევნები ჩატარდა? თვითონ არჩევნების დღე. არ უნდათ თქმა, რომ ჩვენ, რისთვისაც თავი გადავდეთ, მართლა განხორციელდა. 20%-ია გადათვლილი, ოპოზიციამ ერთი ფაქტი დადოს, ერთი ოქმი დადოს გაყალბებული. საარჩევნო კოდექსი არეგულირებს არჩევნების დღეს, არჩევნების დღეს იყო გამართული და ამისთვის მადლობა ცესკოს, თავმჯდომარიან რიგით თანამშრომლიანად – გამართული და აბსოლუტურად გამართული. ყველა შეფასებაში ასე წერია, ასე იწყება, რომ მადლობა იმისთვის, რომ იყო გამართული, არცერთი ოქმი არ არის გადაჯღაბნილი, ჩასწორებული არ არის, არცერთი ნამამაძაღლარი არაა, თუ არა და გამოიტანონ. 20% გადაითვალა საქართველოს მასშტაბით და ცდომილება იყო 0,01%. ძლივს მივაღწიეთ ამას, ცესკომ ჩააბარა გამოცდა.მე ახალ ცესკოზე ვსაუბრობ, ცესკოს ახალ შემადგენლობაზე, სადაც პირველადაა, რომ ოპოზიციონერია მოადგილე ცესკოს თავმჯდომარის და გამართულად იმუშავა. იმ საარჩევნო რეფორმამ, ჩაწიკწიკებულმა, მართლა იმუშავა, 100 მეტრის პერიმეტრმა იმუშავა. არჩევნების მეორე დღეს ყველა უბნის ჩანაწერი აიტვირთა. გამოვიდა მეორე დღეს ვინმე და „გადადექი, გადადექიო“ ან გაყალბდაო ყვიროდა? არა ხომ? ამას მივაღწიეთ.

    თვითონ საარჩევნო დღე იყო არაჩვეულებრივი, არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ, რითიც ძალიან ვამაყობთ, მეც, ლევან იოსელიანიც და მთელი ჩვენი პარტია, რომლებმაც თავი გადავდეთ ამისთვის. ვამბობდით, რომ ერთი დღე მოვიდეს არჩევნების მეორე დღეს როდესაც არ გამოვარდება ქუჩაში ხალხი და ეს დღე დადგა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

     

  • ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც ენმ ამცირებს – ვოლსკი

    ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც ენმ ამცირებს – ვოლსკი

    “გარკვეული პარტიები არსებობენ, რომლებიც მიხვდნენ, რომ მათმა პოლიტიკურმა წონამ სერიოზული დევალვაცია განიცადა იმის გამო, რომ ნაცმოძრაობაზე არიან დამოკიდებულები. ხალხმა დაინახა, იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები მესამე ძალას ქმნიდნენ საქართველოში, რის იმედიც ზოგიერთ ამომრჩეველს ჰქონდა, დაინახეს საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც ამცირებს “ნაცმოძრაობა” ზეპირადაც და საქმიანობითაც. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ისინი ცდილობენ თავის დაკლებული რეიტინგი კვლავ წამოწიონ და დარჩენენ პოლიტიკურ ველზე”

    ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი პარტიებზე, რომლებიც არ უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას.

  • სპეცოპერაცია დუშეთში –  შსს განცხადებას ავრცელებს

    სპეცოპერაცია დუშეთში – შსს განცხადებას ავრცელებს

    პოლიციამ დუშეთში დააკავა პირი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ აშშ-ში წასასვლელად ყალბ დოკუმენტაციას უმზადებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

    ”შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღჯვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა.

    სამართალდამცველებმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დ. ს.-ის დანაშაულებრივი ქმედების ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება და სატელეფონო მიყურადება განახორციელეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4000 ლარი.

    პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშაულება „მარიხუანა“, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო.

    საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს ” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთი-ორჭოსანისა და ავტობანის მიმდებარედ ხნულებს ანახლებენ

    რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთი-ორჭოსანისა და ავტობანის მიმდებარედ ხნულებს ანახლებენ – ინფორმაციას ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს.

    აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც, თუმცა ამბობენ, რომ ეს არაა ახალი ხნულები, არამედ საოკუპაციო რეჟიმი ადგილზე არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს ანახლებს.

  • კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა, პროცესი 13 ოქტომბერს ჩაინიშნა

    კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა, პროცესი 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე  ჩაინიშნა – აღნიშნულ ინფორმაციას,  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს, რომელიც  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას უფლებებს იცავს

    ”თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა. ხვალ, 13 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება საქმის არსებითი განხილვა კარტოგრაფების საქმეზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე და სხდომას, მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, ნინო ნაჭყებია გაუძღვება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის ცვლილება საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია.

    ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება, მათ ბრალდება 2020 წლის 08 ოქტომბერს წარედგინათ.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • სააკაშვილის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის – NGO-ები

    არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, წლების განმავლობაში, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა დაკანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა.

    მათი შეფასებით, მმართველი პოლიტიკური ძალა სრულად უგულვებელყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას და რეკომენდაციებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკების თაობაზე.

    “არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და ე.წ. რეფორმის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება კვლავ პოლიტიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერიდება პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე. აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან”,- წერია განცხადებაში.

    NGO-ების შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი და მიუღებელია იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა.

    “მეტიც, სწორედ ამგვარი მართლმსაჯულების განხორციელება, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს პირის ბრალეულობის საკითხი. ასეთი პროცესი სრულად ფორმალური ხასიათისაა, მიკერძოებულია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საბაზისო მოთხოვნებს.

    აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანაშაულობა – უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამასთანავე, იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მმართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე როგორც, აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში, ეჭვქეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

    თავის მხრივ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და სამართლებრივი მექანიზმებით, ახალისებს მსგავსს პრაქტიკას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება“, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    • ღია საზოგადოების ფონდი
    • საქართველოს დემოკრატიული ინიციატიცა (GDI)
    • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
    • ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)