Category: სლაიდერი

  • რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კალორიულ კვებაზეა – ზარქუა სააკაშვილზე

    რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კალორიულ კვებაზეა – მმართველი პარტიის, დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს, “საკმაოდ კალორიულ კვებაზეა”.

    “რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კალორიულ კვებაზეა, თაფლი, ხილი და ა.შ. არ ვიცი, არ მგონია. თუ რამე პრობლემაა, დღეს გვაქვს ჩვენ ის პენიტენციური სისტემა, სადაც თითოეული მსჯავრდებულის უფლებაა დაცული”, – თქვა ზარქუამ.

  • სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება – დიტო საძაგლიშვილი

    “სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება “- ამის შესახებ, ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა თანდათან უარესდება და აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს მონახულების შესაძლებლობა.

    “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასჯელაღმსრულების დაწესებულებიდან მას (პირად ექიმს) პასუხი ჯერ არ აქვს მიღებული, იმედი მაქვს რომ მალე გაიცემა პასუხი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება. მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება, შიმშილობის სპეციპიკიდან გამომდინარე. ამ პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირადმა ექიმმა ისაუბრა მის დაავადებებზე, შესაბამისად მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე და უპრიანია, რომ სწორედ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა”. – ამბობს საძაგლიშვილი.

  • სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს – მეუფე გრიგოლი

    “სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს”- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი განცხადებას ეპარქიის Facebook გვერდზე ავრცელებს.

    ”ჩვენ გვმართებს მიმდინარე მოვლენების აღქმა მასშტაბურად, ისტორიულ ჭრილში და არა ფრაგმენტულად. საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!

    ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა “გვიხსნას” ამ შეთქმულებისგან?!

    მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას.

    ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.

    იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!” – წერია განცხადებაში.

  • შსს-მ დააკავა პირი, რომელიც თაბორის მონასტრის მამაოს Facebook-ი გატეხა და მრევლის ფული მიითვისა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც 3 მოქალაქის Facebook-ი გატეხა და  სხვისი საბანკო მონაცემების გამოყენებით ფული მიითვისა. აღნიშნულმა პირმა თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და მისი სახელით მრევლის ფულს დაეუფლა. ასევე აღმოჩენილია დაკავებულის პირად კომპიუტერში სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები.

    “ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის “სმს” პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.

    გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე”, – წერია უწყების განცხადებაში.

  • „ევროპული საქართველო“ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

    „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, პარტია 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება. როგორც ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, დაგეგმილი აქცია არის ერთი კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდასაჭერი აქცია, რაც მისი თქმით სტრატეგიული შეცდომაა.

    „ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ამ ფიგურებმა, ჩარკვიანმა და ასე შემდეგ, სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნა ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაშია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები. ეს მე არასწორ მოლოდინად და არარეალისტურად მიმაჩნია და არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია. არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა. მიზანშედეგობრივი კავშირი პირიქითაა – ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და არა პირიქით. ერთია, როდესაც გზავნილია, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და პრობლემა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივებით ზის ციხეში, რაც ღარიბაშვილმა ღიად და უტიფრად გვითხრა. მეორეა, თუ აქცია არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს პრაქტიკულად და სტრატეგიულად შეცდომაა. ზოგადად, უნდა მივეჩვიოთ, რომ როდესაც პოლიტიკოსი მიდის პოლიტიკურ ღონისძიებაზე პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო საკუთარი მომხრეების, არამედ ყველას წინაშე. არაზუსტი ამოცანაა და არ ვიცით, რას აპირებენ და როგორ, ამიტომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე.

    დიდი შეცდომა იმათგან, ვინ სააკაშვილის მხარდამჭერია მარტო როგორც პოლიტპატიმრის კი არა, პოლიტიკოსის, ასეთ ვითარებაში ამ ტიპის გამყოფი კამპანიის წარმოება მეორე ტურის წინ არასწორია. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რაც არ უნდა თქვან ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების, მათ შორის სააკაშვილის გარემოცვის ექსტრემისტულმა წარმომადგენლებმა, ეს არ ცვლის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ამოცანას და მეორე ტურში ყველგან, ოპოზიციის კანდიდატს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობიდან” არიან, დავუჭიროთ მხარი”,- განაცხადა ბოკერიამ.

  • 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

    13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

    შიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

  • დადასტურდა კორონავირუსის 4837 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 ადამიანი

    დადასტურდა კორონავირუსის 4837 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 586, ხოლო გარდაიცვალა  26 ადამიანი.

    12 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%.

    ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256 საიდანაც: 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

  • აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის

    ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თავის გუნდთან ერთად ევროპულ ტურნეში გაემგზავრება. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

    “თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომავალ კვირაში ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი ეწვევა საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს. ის დაასრულებს ამ მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ის ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე პარტნიორებს შეხვდება,“ – აღნიშნა  ჯონ კირბიმ.

  • ენმ-ს წევრს ​მარჯანიშვილის მოედანზე თავს დაესხნენ

    მარჯანიშვილის მოედანზე, გვიან ღამით “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა ბაჩილავას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ის  ყვება, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სამი ადამიანი თავს დაესხა და ხელკეტით სცემეს. ნიკა ბაჩილავას დაზიანებები სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.

    “სახლთან მოვედი, ვკრეფდი კოდს, უცებ მოვიდა სამი ადამიანი, ეკეთათ ნიღაბი, კეპები ეფარათ. შენი მიშას დედაო… სახეში ჩამარტყეს დუბინკა, თუ რაცაა და დამაგდეს”, – ამბობს ნიკა ბაჩილავა.

  • “ლელო” ცაგერში გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დაუჭერს

    პარტია “ლელო” ცაგერში გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა და განმარტა რომ ახლა მნიშვნელოვანია “იმაზე მაღლა დავდგეთ ვიდრე პიროვნული ამბებია”

    ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ცაგერში ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დაუჭერენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ “იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია”.

    “მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა პირადად ბატონ გახარიას მიმართ, ჩვენ ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია, იმიტომ, რო პიროვნული ამბები გაირკვევა, დამალული არაფერი არ იქნება.

    ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან, როგორც ქვეყნის ყოფილ პრემიერთან ბევრი კითხვა აქვს:

    “20 ივნისი და ბევრი სხვა რაღაცა, ეს ვიგულისხმე მე იმიტო, რო არ გეგონოთ, რო რაღაც პიორვნულ რაღაცაზე ვსაუბრობ, რა. მე ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, რომელთანაც ბევრი კითხვა მაქვს, როგორც მოქალაქეს და როგორც ადამიანს, რომელსაც სხვა ურთიერთობა ჰქონდა… რა თქმა უნდა, არცერთი პირადი საკითხი არ არის, ეს არის ქვეყნის საკითხი ყველა, ამიტომ ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე პოლიტიკაა; იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე წყენაა იმიტო, რო ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს. მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა მოხდა რეალურად, ვინ როგორ იმოქმედა: სახელმწიფოებრივად თუ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ” – განაცხადა ხაზარაძემ.