Category: სლაიდერი

  • შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში – მელაშვილი სააკაშვილზე

    ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ თავიდანვე იყო მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი დაეკავშირებინათ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისად შესაძლოა ჰქონდეს ხელისუფლებას მცდელობა რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულონ ”რამეში”.

    “თავიდანვე იყო მცდელობა, ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, რომ თითქოს, რაღაც მოხდა. შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მცდელობა, რომ პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში, პრეზიდენტზე უნდოდათ გასვლა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულელეები.” –  ამბობს მელაშვილი.

    ცნობისთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა, პროცესი დღეს 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართა, ხოლო აღნიშნული საქმის პროკურორი მიხეილ სანდრაძე არ გამორიცხავს, რომ საქმეზე მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს.

  • რა გაუკეთებია ქვეყნისთვის ამ ფუღუროს, რომ სააკაშვილს აფასებს – ხაბეიშვილი ზარქუაზე

    “არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო პატარა კაცუნა რომ არის, ჩვეულებრივი ფუღურო, ვგულისხმობ ირაკლი ზარქუას. ჯერ სანამ რაიმეს სერიოზული სახით მოყვება, ამ არარსებულ ადამიანს იქნებ ვინმეს ჰკითხოს, რა გაუკეთებია ქვეყნისთვის როცა მიხეილ სააკაშვილს აფასებს და თან ცინიკურ განცხადებებს აკეთებს. მითხრას ერთი შექმნილი, რაც გაუკეთებია ხელშესახები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”

    ასე ეხმიანება ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას, რომელმაც მოშიმშილზე სააკაშვილზე თქვა, რომ “საკმაოდ კალორიულ კვებაზეა”.

  • კაკაურიძემ აღიარა, რომ შესაძლოა საქართველოს EU-ს 75 მილიონიანი დახმარება ვერ მიეღო

    ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღიარა, რომ ევროკვირის მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში, არსებობდა რისკი, რომ 75-მილიონი საქართველოს ვერ მიეღო, რის გამოც ხელისუფლებამ მასზე უარი თქვა.

    “ევროკავშირის თანხა იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მოყვებოდა რეფორმებს, დაახლოებით, 10 თუ 12 სხვადასხვა მიმართულების რეფორმა იყო ჩამოთვლილი და ყველა მათგანი არის შესრულებული, დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, მე სასამართლო სისტემის შემფასებლად არ გამოვდგები, მაგრამ აქაური ექსპერტები თვლიან, რომ რაც ხელშეკრულებაში ეწერა, შესრულდა, თუმცა მეორე მხარე, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები არ არის შესრულებული.

    ამ ევროკავშირი სესხს, დახმარება არაა, პირობები კარგი აქვს ნამდვილად, თუმცა არის სესხი და ეს თანხა დასაბრუნებელია, პირობების კუთხით კი, ბევრ სესხთან მიმართებაში უკეთესია.

    ევროკავშირთანაც გვქონდა კომუნიკაცია და მათი ჩართულობით, წმინდად ეკონომიკური და ფინანსთა სამინისტროს ნაწილი რაც იყო, ყველა რეფორმა განხორციელდა, დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა, ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ ამ სესხს რაღაც პრობლემა შეიძლება ჰქონოდა, შესაბამისად, როცა უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, თუ რომელ სესხზე გვეთქვა უარი, ვთქვით ისეთ სესხსზე, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა”, –  თქვა კაკაურიძემ პარლამენტში.

    ცნობისთვის, 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობს, რადგან ქვეყანას ორინიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და დამატებითი სესხი არ სჭირდება. ამავე დღეს მას გამოეხმაურა ევროკვშირის წარმომადგენლობა და თქვა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა დახმარების მიღების პირობები, რის გამოც ქვეყანა ამ სესხს ისედაც ვერ მიიღებდა.

  • უჭკუოდ იქცევით – სანიკიძე პოლიტიკოსებს, რომლებიც ხვალინდელ აქციას არ უერთდებიან

    უჭკუოდ იქცევით – სანიკიძე პოლიტიკოსებს, რომლებიც ხვალინდელ აქციას არ უერთდებიან

    გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, “უჭკუოდ იქცევიან” ის პოლიტიკოსები, ვინც არ აპირებენ ხვალ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მისვლას.

    მისი თქმით, ახლა ნეიტრალური პოზიცია პრობლემიდან გაქცევაა.

    “ის პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ კი, სააკაშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიმჩნევთ, ასე გამოდის, ეს არის ძალიან უსუსური და პოლიტიკური სიკვდილის წინა კუმულსიებია. ზუსტად იმ პოლიტიკური სპექტრის, რომელიც ასე იფასებდა თავს, რომ ჩვენ ვართ მიუკერძოებლები და ნეიტრალურები.

    მე მინდა გითხრათ, ქალბატონებო და ბატონებო, ნეიტრალური არ ნიშნავს, რომ ობიექტურები ხართ. ახლა ნეიტრალური პოზიცია არის პრობლემიდან გაქცევა და საკუთარ თავს ვერ გაექცევით, რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის წუთები უკვე დამდგარია თქვენთვის. მინდა გითხრათ, ძალიან უჭკუოდ იქცევით თქვენი პოლიტიკური მომავლისთვის, ღირსებას რომ თავი დავანებოთ”,– აცხადებს გუბაზ სანიკიძე TV პირველის ეთერში.

    ცნობისთვის, ხვალ, 14 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, გირჩი და ა.შ.

  • პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ – ევროპარლამენტარი

    “ეს ძალიან შემაშფოთებელია. არამარტო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩს, არამედ, პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია. მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც უკანონოა.

    ეს აჩვენებს, რომ არიან სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო ის, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას. საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან. თუ შემთხვევით, ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს ასევე აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს”

    განაცხადა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ, სუს-ის ფაილების შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

  • ვისურვებდი, მსგავსი პოლიტიკური საქმეები არ გადადიოდეს სასამართლო სფეროში – მაიკლ გალერი სააკაშვილზე

    “ვისურვებდი, მსგავსი პოლიტიკური საქმეები არ გადადიოდეს სასამართლო სფეროში” – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი მიხეილ სააკაშვილის საქმეს. ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    “ჩვენი შიში იმაში მდგომარეობდა, რომ ვფიქრობდით, ეს პარტიებს შორის /დაძაბულობას გაამწვავებდა. ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ასე არ მოხდა. განცხადებების მიღმა მის ჩასვლას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ სამართლიან პროცესს და დამოუკიდებელ სასამართლოს და ყველა პროცედურა იქნება კანონის შესაბამისი”

    ”მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება ყველამ უნდა შეასრულოს. მიხეილ სააკაშვილის საქმის მიღმა, მე ვისურვებდი, მსგავსი პოლიტიკური საქმეები პოლიტიკურად წყდებოდეს და არ გადადიოდეს სასამართლო სფეროში.ეს გვინახავს იანუკოვიჩის დროს, ტომოშენკოს შემთხვევაში. მე ვფიქრობ, პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკურად უნდა გადაიჭრას.

    არ შევალ დეტალებში, ცუდად იქცეოდა თუ არა სააკაშვილი, როცა ხელისუფლებაში იყო. თუმცა, ვისურვებდი, ისე დალაგდეს, რომ სხვადასხვა პარტიებს მიეცეთ საშუალება, ერთად უკეთ იმუშაონ ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ქართველები პოლიტიკური ჩიხით და ატომოსფეროთი დაღლილები არიან”. – თქვა ევროპარლამენტარმა ამერიკის ხმასთან.

  • თუ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის – იუკნევიჩიენე

    “თუ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის “- ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა რომ თუ ის ციხეში “წესიერად არ მოიქცეოდა” მუხლებს დაუმატებდნენ. ევროპარლაემნტარი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპატიმროში ყოფნა, არადემოკრატიული პროცესის მაჩვენებელია და ღარიბაშვილის განცხადება აჩენს ეჭვს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია.

    “ნათელია, რომ ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული, ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის “დადანაშაულება” შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა.

    რა თქმა უნდა, სხვაგანაც ხდება, წინა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოში რევანშიზმის და ყოფილი მეტოქეებისადმი ასეთი ბრალდებების წაყენების ტრადიციაა და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის ევროპაში. სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნის რეფორმირებისთვის და პრემიერ ღარიბაშვილისგან იმის მოსმენა, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი ყოფილა, ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. გავოცდი, როდესაც მოვისმინე, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, არასწორი ნაბიჯი, ან რამე მსგავსი იყო”, – თქვა რასა იუკნევიჩიენემ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

  • ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაკითხოს

    ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, პროკურორი მიხეილ სანდრაძე არ გამორიცხავს, რომ საქმეზე მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    “აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ”,- ამბობს პროკურორი მიხეილ სადრაძე.

    ცნობისთვის, საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა.

  • ხვალ აქციაზე შეიკრიბებიან, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან, კი ბატონო – ზარქუა

    ხვალინდელ აქციაზე შეიკრიბებიან, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან, კი ბატონო ესეც მათი უფლებაა – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, ხვალ 14 ოქტომბერს დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას.

    “ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას. რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა, მიხვდნენ რომ არ შეიძლება აითქვიფო, ყველას ჰყავს თავის მხარდამჭერები. როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები “ნაცმოძრაობასთან” მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ამიტომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ შენ შენი ნიშა არ უნდა დაკარგო. რაც შეეხება ხვალიდნელ აქციას, შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა. ვინც გადავა ამ ზომას, დაარღვევს დადგენილ ნორმებს კრიტერიუმებს, შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და მიხედავენ შესაბამისი სამსახურები. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან,”- განაცხადა ზარქუამ.

  • ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი არ არსებობს – წულუკიანი სააკაშვილზე

    ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი არ არსებობს – ასე ეხმარება, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, რომელიც უკვე 13 დღეა შიმშილობს.

    „მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობისას, პრაქტიკულად განულდა ის ნაშთი, რაც გულისხმობდა რიგში დგომას საოპერაციოდ სამოქალაქო კლინიკაში გასვლაზე. შესაბამისად, სისტემა მუშაობს, სისტემა ეფექტურია, პენიტენციური სისტემის სამედიცინო ნაწილი და რა საკვირველია, არაფერი არ არის არც დაფარული და არც დამალული. მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს, ფიქრობს ცუდზე, მაგრამ სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი.” – ამბობს წულუკიანი.