Category: სლაიდერი

  • არ შეიძლება მართლმსაჯულების აღსრულების ხელშეშლა აქციებით – მაჭარაშვილი ენმ-ზე

    “ე.წ. აქციებს, რასაც აანონსებს “ნაციონალური მოძრაობა”, არ აქვს ლეგიტიმაცია. არც ქართული საზოგადოების უმრავლესობიდან, არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც საერთაშორისო სასამართლოდან. ეს უნდა აღინიშნოს, იმიტომ, რომ არ შეიძლება მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ხელის შეშლა მოახდინო აქციებით. ეს თავიდანვე ნიშნავს იმას, რომ შენ თუ ხარ პოლიტიკური ძალა, ემიჯნები სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. ხვალ, 14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

  • ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომელმაც I ტურზე ჩაკეტა რიკოთი, არ შეუშალოს ხელი კოლონებს – დეკანოიძე

    “ვაფრთხილებ ადგილობრივ ხელისუფლებას, ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, რომ ხელი არ შეუშალოს იმ კოლონებს, რომლებიც წავა დასავლეთ საქართველოდან. უამრავ ადამიანს სურს წასვლა.

    არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური მართლმსაჯულებით საპყრობილეში იყო საქართველოს პრეზიდენტი და ყველა ადამიანი, ვინც წინააღმდეგ არის ამ რეჟიმის, იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტი. დიდი საფრთხე აქვს ქვეყანას ამ რეჟიმის სახით და ამიტომ, ყველას ვთხოვ, შემოგვიერთდეს ხვალინდელ აქციაზე”

    აცხადებს ენმ-ს ლიდერი, ხატია დეკანოიძე. ხვალ, 14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

  • იმედია, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ეპოქა – მეუფე ნიკოლოზი

    “მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა, ახალი ეპოქა დაიწყება, იმით, რომ ჩვენ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველა გამოვნახოთ საერთო ენა”

    თქვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

  • ვთხოვე სააკაშვილს, მოუწოდოს მომხრეებს, ვიფიქროთ შერიგებასა და მიტევებაზე – მეუფე ნიკოლოზი

    მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, რომ თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს. მეუფე ნიკოლოზმა ამის შესახებ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “გვქონდა ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი. მე მქონდა მის მიმართ გზავნილი, თქვენც გეხებათ ეს სუყველას. მე მგონია, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. მე ვთხოვე ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, ვისაც შეიძლება, რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება, რომ მოუწოდოს ყველას, რომ ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი”, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

  • ხვალინდელი აქციის შედეგად სააკაშვილს არავინ გაათავისუფლებს – სამადაშვილი

    “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” ფრაქციის წევრი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ 14 ოქტომბრის აქციის შემდეგ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ.

    “მე არ მჯერა არცერთი წამით, რომ ხვალინდელი აქციის შედეგად ვინმე გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს პატიმრობიდან. ეს ყველას უნდა ესმოდეს. სკეპტიკოსებს შორის არ ვარ, უბრალოდ წარმოუდგენელია და არ მოხდება ეს. მე მგონი, მიხეილ სააკაშვილს თავადაც არ აქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელი აქცია გახდება გასაღები მისი [გათავისუფლების].

    მე ვარ რეალისტი და ეს იყო ყოველთვის ჩემი პოზიცია, მათ შორის, მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ ნიკა მელია როგორც უნდა ისე გაათავისუფლონ, მე ვამბობდი, რომ როგორც უნდა ისე არ მოხდება და შეთანხმების შედეგად უნდა გათავისუფლებულიყო. მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელი აქციის შედეგად არავინ გაათავისუფლებს ციხიდან.”,– ამბობს სამადაშვილი TV პირველის ეთერში.

    მისივე განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული, ამიტომ სურს, ის გაათავისუფლონ.

    სამადაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური დევნა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასრულდება, ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებაა.

  • მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მეუფე ნიკოლოზი მივიდა

    ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა.

    მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

    ის ერთ-ერთია 4 მიტროპოლიტიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას შეუერთდა. ხელი მოაწერეს ასევე მეუფე იოსებმა, მელქისედეკმა და გრიგოლმა. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს დეკანოზი თამაზ ლომიძე და დედა სიდონიაც.

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს..

  • ლარი დღესაც გაუფასურდა – ახალი კურსი

    ლარი დღესაც გაუფასურდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით დღესაც გაუფასურდა.

    დოლართან გაუფასურებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგც ერთი დოლარის ღირებულება 3.1383 ლარი გახდა.

    რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0.87 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ღირებულება 3.6291 ლარს გაუტოლდა.

    დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • მოიკითხონ, 2020 წელსაც ხომ არ იყო სააკაშვილი საქართველოში – ხაბეიშვილი

    “სააკაშვილი 3 დღე იყო დედაქალაქში და პარლამენტის შენობიდან დაწყებული, მთავრობის კანცელარიით დამთავრებული, უამრავი ფოტო და ვიდეო გავრცელდა. რომ სდომოდა მიხეილ სააკაშვილს, ვერ გაიგებდნენ რომ ჩამოვიდა, ისე გავიდოდა უკან. მოიკითხონ, 2020 წელსაც ხომ არ იყო საქართველოში. მოიკითხოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქირქილებენ, ვიღაცა ვერ ჩამოვა, ვინ როდის ჩამოვიდა და გავიდა, რა იციან ამ პატარა კაცუნებმა”

    თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.

  • შეიძლება გადაწყვეტილება არ იყოს მხოლოდ ექსტრადიცია – კულება სააკაშვილზე

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მუდმივი კონტაქტი აქვთ და ამჟამად საქმეს სწავლობენ.

    “ადვოკატებს აქვთ მასთან კონტაქტი. კონსულს აქვს შეუფერხებელი წვდომა. მასთან უკვე შედგა რამდენიმე საუბარი, სადაც მისი პოზიცია გავიგეთ. ასევე, გავიგეთ ადვოკატების პოზიცია. ამჟამად საქმის იურიდიულ საქმეს ვსწავლობთ, ვარჩევთ საუკეთესო ალგორითმს, რომელსაც ამ ვითარებაში გამოვიყენებთ”, – განაცხადა მინისტრმა.

    მისივე განმარტებით, შეიძლება მათი გადაწყვეტილება არ იყოს მხოლოდ სააკაშვილის ექსტრადიცია.

    “კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ვტოვებთ. ამიტომ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რა გზით ვიმოქმედოთ, და ეს შეიძლება მხოლოდ ექსტრადიცია არ იყოს, მოგაწვდით ინფორმაციას”,– თქვა დმიტრი კულებამ.

  • ჰკითხეთ კუბილიუსს ადამიანი, რომელიც საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს კრიმინალად – კუჭავა

    “ადამიანი როდესაც გადმოკვეთს საზღარს უკანონოდ, ეს კანონის დარღვევაა, პირდაპირი მითითებაა იმაზე, რომ ის კანონიერად ზის ციხეში. ამის უგულებელყოფა, პირველ რიგში, ევროპარალმენტარებისგან, პირდაპირ მოქმედებს უკვე იმაზე, რომ მას შეიძლება ჰქონდეს არასწორი ინფორმაცია. მე დეტალებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, თვითონ გააკეთებს კომენტარს და ჰკითხეთ კუბილიუსს, მათ შორის, ადამიანი, რომელიც მისი ქვეყნის საზღვარს გადაკვეთს უკანონოდ, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს კრიმინალად”

    ამის შესახებ, პარლამენტის თავჯდოამრემ კახა კუჭავამ განაცხადა და აღნიშნა რომ შესაძლოა ევროპარლამენტარებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ მიხეილ სააკაშვილზე.