Category: სლაიდერი

  • არ მაქვს შურისძიების გრძნობა მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ! – ეკა ბესელია

    არ მაქვს შურისძიების გრძნობა მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ! – ეკა ბესელია

    “დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე-მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ, საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ. ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახის ამწიოკებელ დავალების შემსრულებელ გამომძიებელ, პროკურორ, მოსამართლეებს (ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა… არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება ჩემი შინაგანი ეთიკის გამო. არც შურისძიება შემიძლია.

    და აღმოვაჩინე ისევ, ჩემს თავში, რომ მიუხედავად იმისა, არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე, რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ – არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ! ნურავინ დამიწყებთ აქ მორალისტობას, განსაკუთრებით ისინი, მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის, რაც გავიარე!

    მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა მომეწონა, სიკვდილის წინაშე მყოფი, თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია! არ მომეწონებოდა, ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე! მზარავს ის ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე! არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი – თავად ხარ ადამიანი”

    წერს პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია Facebook-ზე.

  • არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და აქეთ ხულიგნობს – მეუფე იოანე სააკაშვილზე

    არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და აქეთ ხულიგნობს – მეუფე იოანე სააკაშვილზე

    “რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა. იცით რა? ეს სუბიექტური პოზიციაა, აქ ქვეყნის ინტერესია, კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. [სამართლიან სასამართლოზე] კითხვა ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ, არა? როცა 100 000-იანი მიტინგები დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ, ხომ? ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, ყრილობები ხდებოდა, მაშინ კითხვები არ გქონდათ, ახლა გაგიჩნდათ კითხვები, არა?

    როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, არ ხდება. თქვენ მე მაკვირვებთ, ყველაფერს იღებთ, ტელევიზორს უყურებთ და ისეთ კითხვებს მისვამთ, რომ არაფერი არ იცით? მთვარიდან ჩამოვარდით და მეკითხებით?”

    ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე. პეტიციას ამ დრომდე შეუერთდა 5 მიტროპოლიტი –  ნიკოლოზი, იოსები, მელქისედეკი, გრიგოლი და ანანია.

  • “არ მოვაწერ” – მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე

    ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეს განცხადებით, არ მოაწერს ხელს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას.

    “სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთის გაუქმება აღარ არის საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს. გამიგეთ, რა ხდება? სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე.

    პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი. ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ, არ ვაპირებ და არ მოვაწერ”,– ამბობს ის.

    პეტიციას ამ დრომდე შეუერთდა 5 მიტროპოლიტი –  ნიკოლოზი, იოსები, მელქისედეკი, გრიგოლი და ანანია.

  • სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მეუფე ანანიაც უერთდება

    მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია აცხადებს, რომ ხელს მოაწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას.

    “ტაძართან ვართ. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას”,– ამბობოს მეუფე.

    ცნობისთვის, პეტიციას ხელი მოაწერეს ასევე მეუფე ნიკოლოზმა, იოსებმა, მელქისედეკმა და გრიგოლმა. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს დეკანოზი თამაზ ლომიძე და დედა სიდონიაც.

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-14 დღეა ციხეში შიმშილობს.

  • საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა დეოკუპაციაა – საგარეო რუსეთს პასუხობს

    საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა დეოკუპაციაა – საგარეო რუსეთს პასუხობს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთის საგარეოს განცხადებას, რომელმაც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის სურვილი გამოთქვა.

    უწყების ცნობით, 2021 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა.

    საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა.

    მათივე ინფორმაციით, რუსეთთან საუბარი ვერ შედგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.

    “საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები”, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

  • თუ მიტინგის ორგანიზატორები მიშას გამოყვანას დააპირებენ, ხელისშემშლელი ვიქნები – ბობოხიძე

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, არ არის პოლიტიკურ პროცესებში ხალხის ფიზიკური ჩარევის მომხრე.

    მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის, თაკო ჩარკვიანი და გუბაზ სანიკიძე საზოგადობას მოუწოდებს, მიშა ციხიდან გამოიყვანონ, თუმცა არ ამბობენ – როგორ.

    “მე ხვალ თუკი დავინახე, რომ მიტინგი რაიმე აქტიურ მოქმედებაზე გადადის, გამომდინარე იქიდან, არ მჯერა წარმატების აქტიური და ფიზიკური ელემენტების წინ წამოწევით, მე შევეწინააღმდეგები ხალხს. იმიტომ რომ არ მეყოფა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ხალხს გავუძღვე იქ, რისიც არ მწამს. თუ ხვალ მიტინგის ორგანიზატორები დააპირებენ, რაიმე ფორმით გააგრძელონ აქცია – გამოიყვანონ მიშა ციხიდან, ან აიძულონ ღარიბაშვილი და გამოიყვანონ კანცელარიიდან, მე არ გამოვდგები, ხელისშემშლელი ვიქნები”,– ამბობს ბობოხიძე.

    მისივე აზრით, ხვალ მიტინგი მშვიდობიანად დასრულდება, ოღონდ ზეგიდან ნიკა მელიას “ჯოჯოხეთს მოუწობენ, რატომ მოგვიყვანე, რატომ დაგვშალეო”.

    ბობოხიძე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა განწყობებს ქმნის ერთი ჯგუფი, რომელსაც მხარს უბამს ენმ-ს მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი.

    ცნობისთვისთვის, ხვალ ნაციონალური მოძრაობა თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ჩატარებას აპირებს.

  • პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – ევროპარლამენტარი

    პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – ევროპარლამენტარი

    ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქმე პოლიტიკურია, რასაც ადასტურებს ისიც, რომ მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ აღძრული საქმეები სტრასბურგმა უკვე შეაფასა პოლიტიკურად მოტივირებულად.

    მისივე განცხადებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

    “მან საქართველოში დაბრუნების ძალინ რთული გადაწყვეტილება მიიღო, მე დიდი ხნის წინ მქონდა ეჭვი, რომ ის ამას გააკეთებდა. ჩემი მოსაზრება მის შესახებ არ შეცვლილა, მისმა მმართველობამ საქართველო სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, ეს არის ჩემი აზრი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან და მის თანამოაზრეებთან შეხვედრის შესაძლებლობა ბევრჯერ მქონდა. მე დღესაც ვხვდები საქართველოს წარმომადგენლებს და უნდა გითხრათ, რომ ახლა ნამდვილად შეშფოთებული ვარ და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს”,– თქვა ევროპარლამენტარმა.

    ფოტიგა იხსენებს 2012 წელს სააკაშვილის მიერ ძალაუფლების გადაბარებას და ამბობს, რომ არ მჯერა იმ ბრალდებებისა, რომელთა მიხედვით, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს.

    “პირიქით, ის ყოველთვის ფრთხილი იყო, როდესაც საქმე მისი ხალხის კეთილდღეობასა და მშვიდ ცხოვრებას ეხებოდა”,– აღნიშნა ანა ფოტიგამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის მე-13 დღეა შიმშილობს.

  • ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა – სააკაშვილი

    ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა – სააკაშვილი

    “დიდი ხანი ვემზადებოდი [ჩამოსასვლელად], ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ველოდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ”

    ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში.

  • ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, რიკოთზე გეახელით ლობიანს – სააკაშვილი

    ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, რიკოთზე გეახელით ლობიანს – სააკაშვილი

    “ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი”

    ამბობს მიხეილ სააკაშვილი მთავარი არხის კითხვების საპასუხოდ.

  • წალენჯიხაში ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახა – დაიღუპა 1 ადამიანი

    წალენჯიხაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.