Category: სლაიდერი

  • ხუმრობით გეტყვით, არ იცით, რომ გუშინ გადავდექი? – ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

    “იმის მიუხედავად, რომ არაერთგზის განმარტა პარტიამ, მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. მაშინ გეტყვით ხუმრობით, თქვენ არ იცით, რომ მე ასე ვთქვათ, უკვე გუშინ გადავდექი, იცით ეს?”

    მიმართა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებას აპირებს.

  • ვუსურვებ სააკაშვილს და მთელს საქართველოს დროულ გათავისუფლებას – დეკანოზი ილია

    “დიდი საეკლესიო-ეროვნული დღესასწაულია 14 (1) ოქტომბერი, ჩვენი დედა ტაძრის ზეიმი და განდიდება უფლის წმინდა კვართისა და ცხოველი (ცოცხალი) მირონმდინარე სასწაულთმოქმედი სვეტისა, რომელიც ქართველი ერის გაქრისტიანების უძველესი ამბის ორი მისტიკური ნიშანსვეტია. მაგრამ ყოველი დღესასწაული უფერულდება და აზრს კარგავს, უსაგნო მილოცვებად რჩება, როდესაც სახელად ქრისტიანი ქართველი ერის და მისი სუსტი სახელმწიფოს და ეკლესიის სულიერი დაცემის, დასნეულების და რღვევის უმძიმესი ნიშნები სახეზეა, როდესაც ქვეყანა ჩამოქცეულია და საერო და სასულიერო ჩინოვნიკები მხოლოდ ფინანსურ-მატერიალურ გამდიდრებაზე და მომხვეჭველობა-მიტაცებაზე არიან ორიენტირებულნი, სავსენი სიცრუით და ფარისევლობით, როცა ქართლის გულში 4 თუ 5 ახალგაზრდა კლავს უდანაშაულო, უიარაღო, დაუცველ მართალ და სუფთა უცხოელს და იმ მდინარეში აგდებენ, სადაც მონათლა წმ. ნინომ ქართველი ერი 17 საუკუნის წინად.

    დღეს მტკვარი მართლის სისხლითაა შეღებილი და დღეს უსამართლობის და ბოროტების სული მეფობს საქართველოში და იგი აშთობს ქართველი ერის სასიცოცხლო ენერგიებს. დღეს სიკეთემ უნდა დაამარცხოს ბოროტება, რათა მოჯადოებული წრიდან სახელმწიფომ და ერმა თავი დააღწიოს და ქართველი ერი განადგურებას გადარჩეს, მაშინ დაიბრუნებს ყველა დღესასწაული აზრს და შინაარს და იქნება ნამდვილი სიხარული და ზეიმი ქართველი ერისა, ნაცვლად არსებული ქაოსის, ვარამისა და გოდებისა.

    ვუსურვებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს და მთელს საქართველოს დროულ გათავისუფლებას ოლიგარქატის ისტორიულად არნახული, უპრეცედენტო ბორკილებისგან და ცრუ ოცნებისაგან. დაე, სვეტიცხოველმა გამოაჩინოს თავისი ღვთაებრივი მადლი და ძალა!”

    წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:51 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    ეპიცენტრი დმანისში, სოფელ სამება იყო და მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

  • მივდივარ აქციაზე, მიტაცებულ სახელმწიფოში პრეზიდენტის დასჯა მიუღებელია – ხოშტარია

    “მე მინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პრემიერიდან დაწყებული, ყველა პოლიტიკოსით გაგრძელებული გასამართლება ჩვეულებრივი ამბავი იქნება. სადაც ხელშეუხებელი არავინაა. სადაც ისეთ დანაშაულებზე როგორიც იყო ციხე, გირგვლიანი, ია კერზაია, ლაშქარავა და სხვა, საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩება, რადგან სასამართლო ობიექტურად გასცმს პასუხს. და ყველა დაისჯება. ჩემი შვილიც რომ იყოს ისიც.

    დღეს რაც ხდება არის ზუსტად საპირისპირო. მარტივ კითხვებს დავსვამ. თქვენი აზრით პუტინს იმიტომ უხარია სააკაშვილის დაჭერა, რომ ადამიანის უფლებები აწუხებს საქართველოში? ცხდია არა. პუტინისთვის ვარდების რევოლუცია საშიში ბაცილაა და უნდა მოკლას. დანარჩენი, რაც ჩვენ მოსახლეობას 9 წლის პერიოდის ცუდ მხარეებზე აწუხებს პუტინს კიდია. რეფორმების იდეა უნდა დასაჯოს.

    თქვენი აზრით ივანიშვილს ადამიანის უფლებების დარღვევა აწუხებს? ან გირგვლიანი? ან მოსმენები? ასე შეიძლება ფიქრობდით, მაგრამ მაშინ თავად რატომ უსმენს და არც მალავს? ია კერზაიას საქმე რატომ კიდია? ლექსო ლაშქარავას ცხედარი რატო გაიტაცეს? ადამიანების ცემა რატომ მოწონთ თუ ის ადამიანი სხვა აზრზეა? მეგის ქარდავას მოადგილე რატომ დააწინაურეს? ციხეები ვისახ ეხებოდა ის პროკურორი რატო დააწინაურეს? მურუსიძე რატო დააწინაურეს? კიდია ბიძინას ადამიანის უფლებები და ეს ნათლად გვანახა.

    აბა რატომ ჩასვა მიშა? იმიტომ რომ საკუთარ კომფორტს ურღვევს, მათ შორის დანაშაულების ჩადენის კომფორტს. მე რაც არ უნდა კითხვები მქონდეს, მოძალადის მხრიდან მიტაცებულ სახელწმიფოში პრეზიდენტის დასჯა კატეგორიულად მიუღებელია.

    ამიტომ დღეს მივდივარ აქციაზე და ამიტომ ვაგრძელებ ბრძოლას მეორე ტურებში ცვლილებებისთვის. ჩემთვის სასურველი ცვლილებები არის კოალიციური მმართველობა, სადაც ზუსტად ვიცი სასამართლოს გავაკეთებთ”

    წერს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

  • ბათუმში იმ კორპუსს დაანგრევენ, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა

    ბათუმში დაანგრევენ იმ კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოიშალა.  შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათგან 3 არასრულწლოვანი იყო.

    ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და დემონტაჟს საჭიროებს.

    “ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, რომ კომისიის მიერ შეისყიდოს სასწრაფო წესით შეისყიდოს დემონტაჟის პროექტი, რადგან იქ მითითებული ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დემონტაჟი უნდა განხორციელდეს წინასწარ მომზადებული პროექტის მიხედვით. შესყიდული იქნება პროექტი და როგორც კი პროცედურები დასრულდება, დაიწყება უახლოეს პერიოდში [დემონტაჟი]. მე ზუსტად ვერ გეტყვით, რა დრო დასჭირდება შესყიდვას”, – აცხადებს მერის მოადგილე ფორმულასთან საუბრისას.

    ცნობისთვის, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შსს-მ პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. პროკურატურის ცნობით, მათ შენობას მზიდი და არამზიდი კედლები გამოაცალეს. ერთ-ერთი მუშა ირწმუნება, რომ ეს არ გაუკეთებია.

  • ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ცოცხები დაურიგეს და გზაზე დააყენეს – დეკანოიძე

    “ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლია.

    ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსმართლოდ”

    წერს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. ოცნების დეპუტატები და მხარდამჭერები ცოცხებით დახვდნენ სამეგროლოს კოლონასაც.

  • სამტრედიასთან აქციაზე მიმავალ კოლონას გზა გადაუკეტეს და ცოცხები დაუშინეს

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისისკენ დაძრული კოლონა სამტრედიასთან ქართული ოცნების წევრებმა და მხარდამჭერებმა გააჩერეს. კადრებში ჩანს, რომ მათ ავტომობილებს ცოცხები ესროლეს.

    “სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეეტეს. 30 კაცია ცოცხებით მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია”,– წერს ანა წითლიძე.

    https://www.facebook.com/kavkasiatv/videos/304977684395829

    დღეს თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართება, სადაც სამეგრელოდან ავტომობილების კოლონები მოემართება.

  • დაჭერა არაფერს მოგვიტანს, გათავისუფლების მომხრე ვარ – მეუფე მიქაელი სააკაშვილზე

    “თავისუფლება უნდა ყველას, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახს დაუბრუნდეს. ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია ის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე, კარგი. მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარია ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები, დედმამიშვილები.

    მარტო დაჭერა, გამწარება და გულისტკივილი არაფერს მოგვიტანს იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება მე ვიყო პატიმარი და ხვალ შენ. შერიგებას რა სჯობს, 100 პარტიაა და 100 ნაწილად გაიყოს საქართველო?!”

    ამბობს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი.

  • ადამიანებმა იფიქრეს, რომ გამარჯვებულია ოცნება და არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში – მდინარაძე

    ადამიანებმა იფიქრეს, რომ გამარჯვებულია ოცნება და არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში – მდინარაძე

    “მე ვფიქრობ, რომ იქაც კი, სადაც, გასაგებია ხმათა მინიმალური რაოდენობით, მაგრამ პირველ ტურში ორგან იყო, თუ არ ვცდები, თუ სამგან, სადაც ოპოზიციურმა კანიდატმა გაასწრო, მცირე ხმების რაოდენობით, მაგრამ მაინც, ჩვენს კანდიდატებს, იქაც კი დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ, თბილისზე აღარ არის საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა, რამდენად აუცილებელია მობილიზება სრული.

    მე მართლა ვიცნობ ადამიანებს, ჩვენს ირგვლივაც კი აღმოვაჩინე ასეთები, რომლებმაც იფიქრეს, რომ მაინც გამარჯვებულია ქართული ოცნება, ნუ, კალაძის გამარჯვებაში იყვნენ ბოლომდე დარწმუნებულები და არც მიიღეს მონაწილეობა, ამის გამო [არჩევნებში]”

    ამბობს ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე რუსთავი 2-ის ეთერში. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში 30 ოქტომბერს გაიმართება.

  • COVID-19-ს ემსხვერპლა 38 ადამიანი, დადასტურდა 4 212 ახალი შემთხვევა

    COVID-19-ს ემსხვერპლა 38 ადამიანი, დადასტურდა 4 212 ახალი შემთხვევა

    საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1982 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    დღე-ღამეში 52 620 ტესტი და 6110 აცრა გაკეთდა.

    დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8%, ბოლო 14 დღის – 7,21%, ბოლო 7 დღის – 8,57%.