Category: სლაიდერი

  • სააკაშვილის პირად ექიმს მე-4 დღეა ციხეში არ უშვებენ

    მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს ციხეში კვლავ არ უშვებენ. ის ციხის ადმინისტრაციას მიმართავს, ექსპრეზიდენტთან რამდენიმე წუთით გასაუბრების უფლება მაინც მისცენ.

    “საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი ხნის განმავლობაში. ამას ემატება მისი სისხლის დაავადება და აუცილებელია ჩემი შესვლა და ნახვა. ადამიანურად გთხოვთ, მომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო ბატონი პრეზიდენტი და კიდევ 10 წუთი იმისთვის, რომ ვნახო მისი ანალიზები, დაველაპარაკო ციხის ექიმებს, რომლებიც მეც ძალიან მომწონს. მე, როგორც მოქალაქეს, ნიკა ყიფშიძეს არ მესმის, რა გავაკეთე ასეთი ცუდი, ან რა უნდა გავაკეთო, რომ შევიდე ჩემ მეგობართან, პაციენტთან, მოვინახულო და გავიგო, რა სიტუაციაშია“, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

    ცნობისთვის, 11 ოქტომბრის შემდეგ ექიმს ციხეში არ უშვებენ. მისი განმარტებით, ციხის ადმინისტრაცია ეუბნება, რომ მის საშვს ვადა გაუვიდა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას სვეტიცხოვლის ამბიონიდან მიმართა

    საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამბიონიდან მიმართა. ის ამბიონზე პატრიარქის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა მიიხმო.

    ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედაეკლესიამ.

    “ქართველი ხალხი გამოირჩევა სწორედ უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი. ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, დღესაც გავდივართ ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენითა და უფლის დახმარებით ჩვენ ყველა განსაცდელს დავძლევთ. ქვეყანა გავა სამშვიდობოს. დღეს ქვეყანას სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს, და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი იმისა, რომ საქართველო გაერთანდება და საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში.

  • დაგეგმილი აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – თბილისის მერია

    “რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება” – აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.

    “14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო,  რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე,  სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

    კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.
    მელიქიშვილის ქუჩიდან, მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

    მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება  გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

    მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რესპუბლიკის მოედანთან მობრუნების შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე,  მიკროავტობუსები N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145, N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე. შემდეგ, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე,  მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით.

    ავტობუსები N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და  ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „რუსთაველს“, შემდგომ კი  იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით.

    მიკროავტობუსები N2, N31, N72, N120, N133, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და  ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“. შემდგომ, მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით.

    ავტობუსების N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 მარშრუტები, გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით.

    ავტობუსები N2, N20, N25, N39, N43, N59, N80 დაასრულებენ მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით.

    ავტობუსები N4,  N10, N90, N103, N106, N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან მოძრაობენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობას დაასრულებენ ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). ასევე, მარშრუტი N383, რომელიც  ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). ავტობუსი N124 ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ბათუმში ნანგრევებში გადარჩენილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

    ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთადერთი გადარჩენილი  37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

    როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და აგრძელებს მკურნალობას.

  • რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარია

    რუსთავში, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ციხის სასადილოს.

    ადგილზე უკვე მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. აღნიშნული დაწესებულება ემიჯნება N12 ციხეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

    დამატებითი დეტალები ხანძრის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

  • 3+3 ფორმატი დასავლეთის შანტაჟია, რათა თვალი დახუჭონ ჩემს დაპატიმრებაზე – სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ 3+3 ფორმატით, რომელიც კავკასისის 6 ქვეყნის გაერთიანებას გულისხმობს, საქართველო დასავლეთს აშანტაჟებს.

    “ეს კავკასიური ექვსეულის შემოგდება არის დასავლეთის მიმართ პრიმიტიული შანტაჟი, რომ თვალი დახუჭონ ჩემს დაპატიმრებაზე და არჩევნების მეორე ტურის დაგეგმილ მოპარვაზე. ამ ეტაპზე ჯერ სხვა არაფერია. ოღონდ ამდენს ვერ ხვდებიან, რომ დასავლეთს შანტაჟზე სულ სხვა რეაქცია ექნება, იმის საპირისპირო რაც ამათ სურთ.

    ჩვენი ამოცანაა, მოვიგოთ ყველა დიდი ქალაქი და ეს ნიშნავს, რომ ოლიგარქის ყოვლისშემძლეობის მითი საბოლოოდ დასამარდება და ჩვენი ხალხი საბოლოოდ ირწმუნებს თავის ძალას. ქალაქებში უფრო რთულია გაყალბება და თუ ძალიან ბევრი ვიქნებით გაყალბების მასშტაბები არ ეყოფათ. რა თქმა უნდა გვინდა რეფერენდუმი, იმაზე, რომ პარლამენტი დაბრუნდეს ქუთაისში, სადაც დამტკიცდება კოალიციური მთავრობა”,- აცხადებს სააკაშვილი.

  • პარლამენტთან და კანცელარიასთან სპეცრაზმია მობილიზებული

    ამ წუთებში პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. 10-ზე მეტი ყვითელი ავტობუსი დგას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოშიც.

    ცნობისთვის დღეს, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციას რეგიონებიდან კოლონებიც უერთდებიან.

     

  • სააკაშვილზე მიტროპოლიტების განცხადებები საპატრიარქოს პოზიცია არაა – ჯაღმაიძე

    სააკაშვილზე მიტროპოლიტების განცხადებები საპატრიარქოს პოზიცია არაა – ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მიტროპოლიტების მიერ გაკეთებული სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები საპატრიარქოს პოზიცია არ არის.

    “საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. ძირითადად თქვენი ტელევიზიებია, რომელიც აპირისპირებს ტელევიზიებს და ჩვენ გვეკითხებით ახლა შერიგებაზე?! სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა… ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც იყვნენ, პატრიარქის მდივანიც იყო. ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ამ დრომდე შეუერთდა 5 მიტროპოლიტი –  ნიკოლოზი, იოსები, მელქისედეკი, გრიგოლი და ანანია.

  • თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ქვეყანას, იქნებ სიკვდილი აღმოჩნდეს გზის მანათობელი – სააკაშვილი

    “დღეს მე ქართული საზოგადოება ვიზუალურად ვერ მხედავს და არც ჩემი ხმა ისმის ლაივში, და თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი. ამას ვამბობ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე”

    მისწერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხს.

  • როცა დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს და ხულიგნობს, შერიგება არ ხდება – მეუფე იოანე სააკაშვილზე

    “როცა დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს და ხულიგნობს, შერიგება არ ხდება”- ასე ეხმაურება, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მეუფე იოანეს თქმით სააკაშვილმა ქვეყანაში დაბრუნებით კანონი დაარღვა და კიდევ ერთი ახალი დანაშაული დაემატა.

    “შერიგება უნდა იყოს, გეთანხმებით, მაგრამ შერიგება რიღას საფუძველზე უნდა მოხდეს? როდესაც დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, მისი შერიგება არ ხდება.მისი ჩამოსვლა საქართველოში უკანონოდ მოხდა, საზღვრის კანონის დარღვევით, იმ განაჩენს კიდევ დაემატა ახალი დანაშაული”, — აცხადებს ის.