Category: სლაიდერი

  • ენმ-ის წევრის თქმით, საკრებულოში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა იპოვა

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრი, ლილე ლიპარტელიანი აცხადებს, რომ საკრებულოს შენობაში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ ლიპარტელიანი TV პირველთან საუბრობს. ენმ-ის წევრმა ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა. ოპოზიციის ცნობით, აღნიშნული მოწყობილება არის ინტერნეტის დამხშობი და მოსასმენი აპარატურა, რომლის გატანაც შენობიდან ვერ მოასწრეს.

    “როგორც მითხრეს, ეს არის ინტერნეტის დამხშობი აპარატურა, რომელიც მესამე სართულიდან ჩამოიტანა ვიღაც უცხო პირმა. იმხელა ხმა ჰქონდა, იმხელა ჩემოდნებია, ასე რომ ვთქვათ, მიიქცია ჩემი ყურადღება, ამ სიბნელეში მივედი ახლოს, ვკითხე “ვინ ხარ-თქო” და გაიქცა. ეს აპარატურა დატოვა აქ. ჩემი ინფორმაციით, დადასტურებულად ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურაა”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

     

  • როგორც კი მეორე ტური მორჩება, სააკაშვილი აღარ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას – კობახიძე

    “როგორც კი მეორე ტური მორჩება, არათუ სააკაშვილი, ნაცმოძრაობაც აღარ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”- ამის შესახებ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა.

    ” სააკაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას ციხეში, გამომდინარე იქედან, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი. 2 კვირა გვექნება ეს წინასაარჩევნო პერიოდი და ეს თემა დარჩება აქტუალური, მაგრამ როგორც კი მეორე ტური მორჩება, არათუ სააკაშვილი, ნაცმოძრაობაც აღარ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სააკაშვილი დარჩება ციხეში 6 წელი, რანაირად შეინარჩუნებს აქტუალობას? ნაცმოძრაობა იქნება ნული აქტუალობით მოსარგებლე ძალა. მანამდე, ბევრი უნდა ვისაუბროთ იმ სიმახინჯეებზე, რაც დაკავშირებულია ნაცმოძრაობის ყოფნასთან ხელისუფლებაში და ოპოზიციაში.”- თქვა კობახიძემ.

  • მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე – ევროპარლამენტარები

    მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე – ევროპარლამენტარები

    მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საბოლოოდ უნდა დასრულდეს. წერილს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

    “2021 წლის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ის მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის,  რომლისთვისაც იგი დაუსწრებლად იყო გასამართლებული.

    ცნობილია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ყოფილ ჩინოვნიკთა შორის, რომლებიც მათმა მემკვიდრეებმა გაასამართლეს.

    მიუხედავად ამისა, ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული და ის არავის დაუკავებია, ან არ გადაუწყვეტია მისი ექსტრადირება მაშინ,  როცა ის აგრძელებდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები აღიარებული იყო პოლიტიკური დევნის დადგენილი მოდელის ნაწილად.

    ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, რაც გამოწვეულია თავისუფალი პრესის კონტროლის, ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთავლის მცდელობებით; და მართვაში პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურების შეზღუდვით.

    ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ.

    უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა  კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი.

    ახლა დუმილის დრო აღარ არის. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს დემოკრატიის არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილს პატიმრობა უნდა  შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება  სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის.

    იმის გამო, რომ საქარათველოში არ არსებობს მართლმსაჯულების  სისტემისადმი საზოგადოების ნდობა, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას პროცესის წინსვლისთვის.

    პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიააცით მიღწეულ  19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო ქართულმა ოცნებამ.

    პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის”.- ნათქვამია განცხადებაში.

    “ფორმულას” ინფორმაციით, განცხადების ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა და წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები.

  • ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული – ევროპარლამენტარები სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

    ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული – ევროპარლამენტარები სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საბოლოოდ უნდა დასრულდეს. წერილს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

    “2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფორმებს, რომლებიც მიმართული იყო დასავლური უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისკენ, რაც ქართველ ხალხს სურდა.

    ახლა, როცა თითქმის 20 წელი გავიდა, უკვე ადვილია დაივიწყო ამ წლებში მიღწეული  მნიშვნელოვანი პროგრესი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო შესასრულებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს.

    2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი განეხორციელებინა მართლმსაჯულების საჭირო რეფორმები და წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ.

    მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონალური პრეცედენტის შექმნაში: მან ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რამაც მის პარტიას დამარცხება მოუტანა და ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის გზით ძალაუფლება ახალ მთავრობას გადაულოცა.

    2021 წლის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ის მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის,  რომლისთვისაც იგი დაუსწრებლად იყო გასამართლებული.

    ცნობილია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ყოფილ ჩინოვნიკთა შორის, რომლებიც მათმა მემკვიდრეებმა გაასამართლეს.

    მიუხედავად ამისა, ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული და ის არავის დაუკავებია, ან არ გადაუწყვეტია მისი ექსტრადირება მაშინ,  როცა ის აგრძელებდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები აღიარებული იყო პოლიტიკური დევნის დადგენილი მოდელის ნაწილად.

    ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, რაც გამოწვეულია თავისუფალი პრესის კონტროლის, ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთავლის მცდელობებით; და მართვაში პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურების შეზღუდვით.

    ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ.

    უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა  კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი.

    ახლა დუმილის დრო აღარ არის. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს დემოკრატიის არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილს პატიმრობა უნდა  შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება  სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის.

    იმის გამო, რომ საქარათველოში არ არსებობს მართლმსაჯულების  სისტემისადმი საზოგადოების ნდობა, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას პროცესის წინსვლისთვის.

    პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიააცით მიღწეულ  19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო ქართულმა ოცნებამ.

    პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის”.- ნათქვამია განცხადებაში.

    “ფორმულას” ინფორმაციით, განცხადების ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა და წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები.

  • პროპაგანდონებო, ასე აღტკინებული მაშინ ყოფილიყავით აცრის მოწოდების ნაცვლად სისხლიან ბანერებს რომ კიდებდა მთავრობა – უგულავა

    “ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა”- ამის შესახებ, ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

    ”სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდ სურათი გვექნებოდა. სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები.

    მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცარით! აიცარით! აიცარით!”- წერს უგულავა.

  • სანამ ხელისუფლების ჯამბაზებს მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით – ნიკა მელია

    “სანამ ხელისუფლების ჯამბაზებს მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით “- ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    ”დღევანდელი დღე საწინდარია იმის, რომ კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა საამაყო ფურცელს დაწერს. ეს თქვენ დაამტკიცეთ, მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. მეორე ემოცია, რაც იმ ემოციაში ირევა ეს არის იმედი და რატომ იმედი? იმიტომ, რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით თქვენი სიმრავლით, სიმტკიცით და თქვენი სიმართლით, ამ ყველაფრით შეცვლით დღევანდელ რეალობას. კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა არის სოლიდარობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ, სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს…

    ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ციხეში და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის გარეთ არ გამოვა, არა როგორც ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა როგორც მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი” –  განაცხადა მელიამ.

  • მადლობა ჩემ თბილისს, რომ არ გავიდა ამ ბერიკაობაზე! – ხათუნა ხოფერია აქციაზე

    პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

    „მოკლედ!!!!…. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეთოდოლოგიით თუ ვიხელმძღვანელებთ და დავთვლით თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ასეთი სურათი იქმნება: 1. მოედნის ფართობი არის 10 601 კვ.მ.
    2. 1 კვ.მ-ზე ეტევა ადამიანების რაოდენობა განისაზღვრება სიმჭიდროვის მიხედვით.. ანუ, გაძეძგვილი და ნემსის ჩასაგდები ადგილის არარსებობის შემთხვევაში, 1 მ. კვ-ზე ეტევა 3 ადამიანი, ხალვათობის შემთხვევაში კი 1 ადამიანი.
    3. მოედნის შუაგულში არსებულ წმ. გიორგის მონუმენს უჭირავს 500 მ.კვ. ფართობი.
    ახლა დასხედით, აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი…)))) ისე, მაინც დაგიწერთ: 10601 x 1,5 =15 901,5 ადამიანი… (მოკლედ, რას ნიშნავს 1,5… ვინაიდან არც სიხალვათეა და არც გადაძეზგილობა, 1 მ.კვ-ზე ერთნახევარი კაცი ვიანგარიშოთ)… წაით, ახლა, სახლში და კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა გჭირთ!
    მადლობა ჩემ თბილისს, რომ არ გავიდა ამ ბერიკაობაზე!“ – წერს ხათუნა ხოფერია.

    ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყო. მომიტინგეთა ნაწილი თავდაპირველად ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბა, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. აქციას მონაწილეები რეგიონდებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

     

  • სააკაშვილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში – ტიმოშენკო

    “სააკაშვილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში”- განაცხადა,  უკრაინის ყოფილმა  პრემიერმინისტრმა, იულია ტიმოშენკომ. მისი  ვიდეომიმართვა თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გააჟღერეს.

    ”მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა, ამას არასდროს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო, სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.

    ძვირფასო მიშა, მე ისე, როგორც არავინ, კარგად ვიცი პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე, შეწყვიტო შიმშილობა. შენ შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი ჭირდები, ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით თავის ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს უმნიშვნელოვანესია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე.” – განაცხადა ტიმოშენკომ.

  • უკვე მეგაფონით დასცინეს სააკაშვილის მსხვერპლებს – პაპუაშვილი აქციაზე

    ”დღეს კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეგაფონით დასცინეს სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს”

    ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას ეხმაურება.

  • ივანიშვილო, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო?! მათ შორის მეც და მწარედ მომატყუე – მელია

    ბატონმა მიშამ საპყრობილედან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი გამარჯვების გამო ზუგდიდში, ზუგდიდელების მხარდაჭერით. მე მიხარია ეს და ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ, მიყვარს ჩემი ზუგდიდი და ვუყვარვარ ჩემს ზუგდიდს. მე ზუგდიდს ისე, როგორც საქართველოს არასოდეს არ ვუღალატებ, არ ვუღალატებ ჩემს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, რომელმაც სამაგალითო მაგალითი გვიჩვენა, მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ ახლო მომავალში გავიმარჯვებთ აუცილებლად, რადგან ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს.

    ბიძინა ივანიშვილო მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო?! მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე, არ ხედავ რატომ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე?! ვინ გყავს პარლამენტში, მთავრობაში, რა ზიზღის ენით, რა სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები. ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ კლოუნადას, შურს, ზიზღს, ურთიერთარგატანას და სახელმწიფოს ავაყვავებთ, როცა თქვენ წახვალთ”

    თქვა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ მიხეილ საააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.