Category: სლაიდერი

  • ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის – კუბილიუსი

    “ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის”- ევროპარლამენტარეი,  ანდრიუს კუბილიუსი “მთავარ არხთან” საუბარში პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის.

    “ზოგადად ვიტყოდი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის. რა თქმა უნდა მე ვერ ვიმსჯელებ რა ბრალდებები აქვს წაყენებული, დამტკიცებული, ან რა ბრალდებები უნდა წაუყენონ მომავალში, მაგრამ რასაც ვუყურებ ამ ყველაფერს პოლიტიკური მართლმსაჯულების სუნი ასდის. მე მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას,  რომ ეს პრაქტიკა შეაჩეროს და არამხოლოდ სააკაშვილს, არამედ ყველა სხვა შემთხვევაში ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო პროცესები იმართებოდეს” ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.

  • სჯობდა გიგი უგულავას არ ეღრიალა წიქარასავით – გია ვოლსკი

    სჯობდა გიგი უგულავას არ ეღრიალა წიქარასავით – გია ვოლსკი

    სჯობდა, გიგი უგულავას  არ ეღრიალა წიქარასავით, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაში გიგი უგულავას მონაწილეობას.

    „სჯობდა, ეს არ მომხდარიყო მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკური გემოვნების ინტერესებიდან გამომდინარე. დაარღვია თუ არა კოვიდრეგულაციები, ეს არ ვიცი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

  • მოქალაქეების ნაწილმა მისი მმართველობის მედალს მეორე მხრიდან(აც) დაუწყო ყურებ – იაგო კაჭკაჭიშვილი სააკაშვილზე

    მოქალაქეების ნაწილმა მისი მმართველობის პოზიტიური მხრიდან(აც) დაუწყო ყურებ – სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გუშინ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას ეხმაურება.

    “სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ (ჩემი აზრით, ასევე გათვლილმა თავად სააკაშვილის მიერ) განსაზღვრა ის, რაც გუშინ ვიხილეთ. ბევრი კრიტიკული მომენტი ყოფილა ქვეყანაში (ხალხის მობილიზების მცდელობებიც გვახსოვს), მაგრამ ამდენი ადამიანი ქუჩაში 2012 წლის მერე არ გვინახავს. სააკაშვილი მიხვდა, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი დისტანციური ჩარევის რესურსი ამოიწურა და ნაციონალურმა მოძრაობამ წრეზე დაიწყო ტრიალი. მისი ჩამოსვლით (რაც მის უთუო დაპატიმრებას ნიშნავდა), სააკაშვილმა შეიძინა ახალი – მსხვერპლის – როლი. ამან განაპირობა ის, რომ ადამიანებმა ყურადღება გადაიტანეს არა იმაზე, რაც მან გააფუჭა (და ასეთი არაერთია), არამედ იმაზე, რაც მან გააკეთა (ცხადია, იმათ არ ვგულისხმობ, რომლებსაც სააკაშვილის მიმართ ლამის ფიზიოლოგიური ზიზღი აქვთ). შეიცვალა სააკაშვილის „ეპოქის“ ხედვის ფოკუსი – სააკაშვილის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ნაწილმა მისი მმართველობის მედალს მეორე – პოზიტიური – მხრიდან(აც) დაუწყო ყურება.

    ამის გაგრძელება მგონია გუშინდელი მიტინგის თანამშრომლობაზე ორიენტირებული რიტორიკაც: ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა (განსაკუთრებით, ნიკა მელიამ) გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლას. ამ განცხადებას თავისი ფონური ეფექტი აქვს და კიდევ უფრო „არბილებს“ საზღვრებს ნაცმოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის.
    ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსაკუთრებული დაკვირვება მართებთ ე.წ. შუაშისტურ პატარა პარტიებს. ჩემი აზრით, ისინი უნდა აჰყვნენ ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას იმ ნაწილში, რომ ხელისუფლება მათი მონაწილეობის გარეშე არ შეიცვლება. თუმცა, ამავე დროს, ისაუბრონ იმ ღირსებებზე და განსხვავებებზე, რაც მათ ნაცმოძრაობასთან შედარებით გააჩნიათ (სხვათა შორის, სწორედ ამ კონტექსტში, სწორი გადაწყვეტილება მგონია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდნენ გუშინდელ მიტინგს). წინააღმდეგ შემთხვევაში, ძლივს გაჩენილ/შენარჩუნებულ და ოდნავ მოძლიერებულ „მესამე“ პარტიებს კიდევ უფრო მეტად ელით გაკოტრება, რადგან მოსალოდნელია, რომ გაძლიერებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მტვერსასრუტივით შეისრუტოს აქა-იქ მიმოფანტული და დაქუცმაცებული „შუაშისტები“. შესაძლებელია, ღირდეს ფიქრი ერთიანი ალტერნატიული პოლიტიკური ფრონტის შექმნაზეც.”- წერს კაჭკაჭიშვილი.
  • თუ გიგი უგულავამ დაარღვია კარანტინის წესები, დაჯარიმდება – შს მინისტრის მოადგილე

    “თუ გიგი უგულავამ დაარღვია კარანტინის წესები, დაჯარიმდება” – შინაგან საქმეთა მინისტრის მოდგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შესაძლოა, გიგი უგულავა დაჯარიმდეს.

    “რაც შეეხება გიგი უგულავას, თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,”- განაცხადა დარახველიძემ.

    ცნობისთვის, 7 ოქტომბერს გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა, გუშინ კი ის აქციაზე სიტყვით გამოვიდა, თუმცა როგორც შემდეგ უგულავამ განმარტა მას სიმპტომები აღარ ჰქონდა, ასევე უარყოფითი იყო ტესტიც და ექიმმა მას აქციაზე მისვლის ნებაც დართო.

  • მეუფე მელქისედეკი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

    მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მელქისედეკ ხაჩიძე, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა. ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-15 დღეა შიმშილობს.

  • ამბობს, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ ამდენი ხალხი არ ყოფილა – ანა წითლიძე სააკაშვილზე

    ამბობს, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ ამდენი ხალხი არ ყოფილა  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

    “ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი არ მალაპარაკა და მითხრა რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ქვეყანა არის გადასარჩენი და ახლა მთავარია, ეს დაწყებული გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ცოტას საუბრობს თავის ჯანმრთელობაზე. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, როდესაც ვკითხე ეს არის საკითხი, რაზეც არ უნდა საერთოდ ისაუბროს, ამაზე მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ახლა მთავარია ქვეყნის გადარჩენა. ელოდება, რომ მის პირად ექიმს მიცემენ უფლებას როგორმე შევიდეს მასთან.

    მე ვკითხე რამდენი ადამიანი იყო „ვარდების რევოლუციაზე“ და მას არ ახსოვს რაოდენობა და თქვა, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ არ ყოფილა ამდენი ხალხი. მთავარი აქცენტი გადატანილი აქვს მეორე ტურზე. მხარდაჭერებს მოუწოდებს, რომ ყველა მობილიზდეს, რადგან მეორე ტურზე გადის ყველაზე მთავარი – დაწყებული გამარჯვების ბოლომდე მიყვანა” , – განაცხადა წითლიძემ.

  • შსს-ს მტკიცებით, საკრებულოში ტექნიკა აძლიერებს რადიოსიგნალსა და მობილურ კავშირს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ტექნიკა რომელიც საკრებულოში ოპოზიციის წევრებმა იპოვეს, აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს

    “აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

    14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

    ენმ-ის წევრის თქმით, საკრებულოში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა იპოვა

  • რუსთავის N17 ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა

    რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ​ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული პატიმრები საპატიმროს სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.

    „სპეციალური პენიტენციური სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განმარტავს, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

    ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

    დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების.

    ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

    მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

    ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • კორონავირუსის 3 270 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი.

    ბოლო 24 საათში 3 843 აცრა ჩატარდა. სრულად აცრილია მოზრდილი  მოსაახლეობის 31,2%.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.75%. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 38 093 ტესტი.

  • დღევანდელი აქცია 2012 წლის პროტესტის მასშტაბის იყო… +/- 3% – ხუხაშვილი

    დღევანდელი აქცია 2012 წლის პროტესტის მასშტაბის იყო… +/- 3% – ხუხაშვილი

    “დღევანდელი აქცია 2012 წლის პროტესტის მასშტაბის იყო… +/- 3%”- ასე ეხმაურება, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი  თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მთხოვნით გამართულ აქციას.

    ”რადგან 2012 წლის ცნობილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შეფასებით დღევანდელი აქცია იგივე მასშტაბის იყო +/- 3%. მაშინაც და დღესაც მთავარი მოქმედი პირები ბიძინა და მიშა იყვნენ – მაშინ ბიძინა+მიშა-, ახლა პირიქით მიშა+ბიძინა” – წერს ხუხაშვილი.