Category: სლაიდერი

  • ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, მოლოდინს გადააჭარბა – პირადმა ექიმმა სააკაშვილი მოინახულა

    “ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, მოლოდინს გადააჭარბა”- ეს განცხადება, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ საპატიმროს დატოვებს შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ექიმი აცხადებს,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე მოელოდა.

    ძალიან მოხარული ვარ, 4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს და როგორც იქნა შევედი და ვნახე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რომ ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა იმაზე უფრო უარესს მოველოდი, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადაააჭარბა მოლოდინს.მე ველაპარაკე პრეზიდენტს, პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. განწყობა ძალიან მხნე აქვს, ძალიან გაუხარდა გუშინდელი აქცია, ამაზე მელაპარაკებოდა კარგი ხანი” – ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

  • დიახ, მან დაარღვია რეგულაციის წესი, თუ მედიკოსმა მისცა მას ამის უფლება მანაც დაარღვია – ცერცვაძე

    დიახ, მან დაარღვია რეგულაციის წესი, თუ მედიკოსმა მისცა მას ამის უფლება მანაც დაარღვია – ცერცვაძე

    “დიახ, მან დაარღვია რეგულაციის წესი. თუ მედიკოსმა მისცა მას ამის უფლება, მედიკოსმაც დაარღვია რეგულაციის წესი და გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას”- ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გიგი უგულავას თავისუფლების მოედანზე გამართულ მასშტაბურ აქციაზე მისვლის ფაქტს.

    „დიახ, მან დაარღვია რეგულაციის წესი. თუ მედიკოსმა მისცა მას ამის უფლება, მედიკოსმაც დაარღვია რეგულაციის წესი და გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. მეორეა, ის არის თუ არა გადამდები, მე ვერ ვიტყვი, ზოგიერთი პაციენტი ვირუსისგან ადრე თავისუფლდება, ზოგიერთი გვიან. თუ მან გაიკეთა ტესტი და მართლაც უარყოფითია, ეს არავინ იცის და ამას ვერ გადავამოწმებთ, მაშინ ის არ იქნებოდა გადამდები, მაგრამ რამდენადაც ჩვენთან მაინც მიღებულია 10-12 დღე და მთელს მსოფლიოში ასეა მიღებული რაღაც გამონაკლისების გარდა, 10-12 დღის განმავლობაში პაციენტი მაინც ითვლება პოტენციურად გადამდებად. რა თქმა უნდა, ჯობდა არ გაეკეთებინა. მაინცდამაინც ნუ გამოვიტანთ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად ბატონი გიგის შემთხვევას.

    გასაგებია, გუშინ იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იყო ძალიან დიდი თავყრილობა, თვლიდნენ ყველა, რომ იქ უნდა მდგარიყვნენ, გამოჩენილიყვნენ და მოტივაციამ გადასძალა გონებრივ მიდგომას და რეგულაციის დაცვას. რამდენი ვინმეა ასე, რამდენი გიგია, რომელიც არ იცავს რეგულაციას?! თქვენ რა გგონიათ, გუშინ იქ დაახლოებით 30 000 კაცი იყო და შეიძლება გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები. გიგი ამბობს მაინც, რომ მერვე დღე იყო და გავიტესტე და არ ვარ გადამდებიო, თუმცა ღმერთმა იცის ასე იყო თუ არა.”- განაცხადა ცერცვაძემ.

  • სიცრუეა, თითქოს სააკაშვილთან პირად ექიმს არ ვუშვებთ – იუსტიციის მინისტრი

    იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, N12 პენიტენციურ დაწესებულების ხელმძღვანელობა მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ციხეში არ უშვებს.

    “არასწორია ფორმულირება, რომ არ ვუშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონი ყიფშიძე ციხეში იმყოფებოდა რამდენჯერმე და მოინახულა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. არსებობს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დადგენილი წესები. ამისთვის უნდა გაკეთდეს შესაბამისი მიმართვა. ეს მიმართვა გაკეთებული იყო წესის დარღვევით და ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატის მეშვეობით უკვე შესთავაზე, რომ დაწეროს განცხადება და შემოვიდეს. თუკი ის წესის დაცვით დაწერს განაცხადს, დღესვე შევა ციხეში”. – თქვა ბრეგაძემ.

  • მივმართავ ყველას, იქნებ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს – მეუფე მელქისედეკმა სააკაშვილი მოინახულა

    კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, რომ იქნებ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს – ამის შესახებ, მეუფე მელქისედეკმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “მადლობა გადაგიხადათ ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოსი, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობით. მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით.

    ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ ვკითხე, არ მიპასუხა..პირდაპირ გეტყვით, ფერი არ მომეწონა. გასაგებია ამდენი ხანია ის შიმშილობს.” –ამბობს მეუფე მელქისედეკი.

  • როგორც კი დადასტურდა გარდაცვალების ფაქტი, შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს – მინისტრი ციხის ხანძარზე

    “როგორც კი დადასტურდა გარდაცვალების ფაქტი, შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს”- აცხადებს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

    “ჩვენ დადგენილი წესის შესაბამისად, როგორც კი დადასტურდა აღნიშნული პირების გარდაცვალების ფაქტი შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს. ეს არის დადგენილი ფაქტი. გუშინვე ძალიან მალე გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შემდეგ

    გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე ციხის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება არ იყო, შეგნებულად, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შემდეგ ეტაპ-ეტაპ დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენა. ჩვენ თავიდან ბოლომდე დაკავებული ვიყავით თითოეული პატიმრის უსაფრთხოებით. ამ დროს მეც პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე, სადაც ვითარებას ციხის ადმინისტრაციასთან ერთად ვაკვირდებოდი. ჩვენ მთელი გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არც ერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ.

    მე როგორც იუსტიციის მინისტრი პირადად ვარ დაინტერესებული რომ დადგინდეს სიმართლე და დარწმუნებული იყავით ჩვენგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება გამოძიებას, იმისთვის, რომ საზოგადოებამ და პირველ რიგში, მისმა ოჯახის წევრებმა გაიგონ სიმართლე”, – ამბობს რატი ბრეგაძე.

  • თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში – სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

    “თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში” – საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ემიგრანტებს მიმართავს და ქვეყანაში ჩამოსვლას სთხოვს. სააკაშვილის მიმართვას  ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს.

    “მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირიში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

  • არც პენიტენციურმა და არც ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა გარდაცვლილ პატიმრებზე – ომბუდსმენი

    არც პენიტენციურმა და არც ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა გარდაცვლილ პატიმრებზე – ომბუდსმენი

    ”სამწუხაროა, არც პენიტენციურმა და არც ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა გარდაცვლილ პატიმრებზე” – სახალხო დამცველის,  ნინო ლომჯარიას განცახდებით, პენიტენციურმა სამსახურმა და სახელწიფო ინსპექტორის აპარატმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილების შესახებ სახალხო დამცველის აპარატს არ აცნობეს.

    “გავიგეთ, რომ გარდაცვლილია ხანძრის შედეგად ორი პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე. დღეს უკვე რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე. ვიცი, რომ გაესაუბრნენ პატიმრებს, ასევე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მათთვისაც იგივე ინფორმაციაა ცნობილი, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდგომ, იმყოფებოდა იქ ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილოდა სხვა პატიმარი და ისიც სავარაუდოდ, არის გარდაცვლილი. ჩემი მოსვლის მიზანი არის, რომ გავესაუბრო თავად პატიმრებს და მათგან მივიღო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, მაგრამ გავეცნობით ვითარებას და გავესაუბრებით პატიმრებს”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს ორი პატიმარი გარდაიცვალა.

  • ვინც ჰოსპიტალში ხვდებიან, მათი 98% აცრილი არ არის – თამარ გაბუნია

    ‘ვინც ჰოსპიტალში ხვდებიან, მათი 98% აცრილი არ არის “- ამ განცხადებას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს. გაბუნიას თქმით რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება, რაც დასტურია, რომ ვაქცინა რეალურად იცავს.  ამის შესახებ, გაბუნიამ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

    “სტატისტიკა რასაც გვეუბნება, ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. ასევე იმ პირების უდიდესი ნაწილი ვინც ჰოსპიტალში ხვდება ასევე არ იყო აცრილი. როდესაც ვამბობ უდიდესი ნაწილი, ეს არის 98%. ასევე, რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება.

    უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს რეალურად როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და კიდევ უფრო მეტად ძლიერად გარდაცვალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დელტა შტამის ასეთი საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

  • მაქსიმუმ 15 ათასი ადამიანი იყო – ყაველაშვილი აქციაზე

    მაქსიმუმ 15 ათასი ადამიანი იყო – ყაველაშვილი აქციაზე

    მმართველი გუნდის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს რომ გუშინ 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავიაუფლების მოთხოვნით მაქსიმუმ 15000 ადამიანი შეიკრიბა.

    “რამდენმა მისცა ხმამ ნაციონალებს იცით? გუშინ რა იყო გამოცხადებული, 15 ათასი ადამიანი იყო მაქსიმუმ? გამოცდილება ხომ არსებობს, თითოეულ კვადრატულ მეტრზე რამდენი ადამიანი ეტევა და იქიდან გამომდინარე იყო შეჯამებული, გამოვიდა 13-დან 15 ათასამდე”, – თქვა ყაველაშვილმა.

  • “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები არიან – ღუდუშაური ევროპარლამენტარებზე

    “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები არიან – ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტარების განცხადებას. ღუდუშაური აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს, არა ქართველი ხალხის არამედ ენმ-ის მეგორები არიან.

    “ის ვინც ამდაგვარ განცხადებას აკეთებს, რომ თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან, არ მგონია, რომ მათი რეპუტაცია იყოს დაცული და ეს პირიქით, მათ რეპუტაციას ძალიან აზიანებს. სრულიად ნათელია, რომ ეს ადამიანები არიან ლობისტები ნაციონალური მოძრაობის და მათ ქმედებას, ცალსახად ვამბობ, არანაირი საერთო არ აქვს ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მათი მეგობრობისა, ეს არის მეგობრობა ნაციონალურ მოძრაობასთან, სააკაშვილთან, ახალაიებთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.