Category: სლაიდერი

  • არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება – ცესკო

    არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება – ცესკო

    არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერიმა  ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

    „თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები – „ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ევროპელი სოციალისტები“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ზურაბ – გირჩი ჯაფარიძე“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი.

    მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დადგენილ სხდომაზე მიიღებს. მეორე ტური კანონმდებლობის შესაბამისად 30 ოქტომბერს გაიმართება“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

  • ანა დოლიძე არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

    პარტია ”ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია გააჟღერა და განაცხადა რომ მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

    “პარტია ხალხისთვის პოლიტ-საბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი
    სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე
    ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდაჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი.

    სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით მივმართეთ ჩვენ ამომრჩეველს, დავურეკეთ 200-ზე მეტ მხარდამჭერს, პარტიის ოფისში პირადად შეხვდით ათობით ადამიანს და მოვისმინეთ მათი პოზიცია… ჩვენს ამომრჩევლებში ასევე დიდი ნაწილი არის ისეთი ადამიანი, რომელიც მეორე ტურში წარმოდგენილი კანდიდატებში სისტემური ცვლილებების და განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ისინი წარმოდგენილ არჩევანში რეალურ ალტერანტივას ვერ ხედავენ” – ნათქვამია განცხადებაში.

  • დიდ დიღომში, კორპუსის მე-5 სართულიდან 15 წლის ბავშვი გადმოვარდა

    დიდ დიღომში, კორპუსის მე-5 სართულიდან 15 წლის ბავშვი გადმოვარდა

    ცოტა ხნის წინ თბილისში, დიდ დიღომში, კორპუსის მე-5 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • რუსთავის ციხესთან “ქართული ოცნების” მომხრეები აქციას მართავენ

    რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან  “ქართული ოცნების” მომხრეები აქციას მართავენ. საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა.

    აქციის ორგანიზატორი შაკო ანტიოპოზიციური აქტივობებით არის ცნობილი.

  • გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

    გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

    გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.

    ცნობისთვის, გიგი უგულავას კორონავირუსი 2021 წლის 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, ცოლო 14 ოქტომბერს, ის თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. გუშინ უგულავამ სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხი გამოაქვეყნა რომელიც უარყოფითი იყო.

  • ლატვიამ საქართველოს 83 070 დოზა Pfizer–ის ვაქცინა გადმოსცა

    ლატვიამ საქართველოს 83 070 ფოზა Pfizer-ის ვაქცინა გადმოსცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.”pfizer”-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. “pfizer”-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

    Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ:

      • 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს
      • 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.

    გარდა ამისა, Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით:

    – ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.

    – აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი

    ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 62 994 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 993 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 076 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 657 753-ს.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.77%.

  • გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს

    თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე აქტივისტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადასტურებს Tbilisi pride.

    ”რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს.  აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს გეი ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია – ნათქვამია თბილისი პრაიდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შსს-ს ინფორმაციით, 3 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166 და 173 მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

    ვრცელდება გიორგი თაბაგარის დაკავების კადრები

  • ვრცელდება გიორგი თაბაგარის დაკავების კადრები

    ვრცელდება გიორგი თაბაგარის დაკავების კადრები

    Tbilisi Pride-ის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს  და ასევე ვრცელდება თაბაგარის დაკავების კადრები.

    “გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი კიდევ რამდენიმე სხვა პირიც (ზუსტად არ ვიცი) დაიჭირა პოლიციამ, მივარდნილან და ჩაუტენიათ მანქანაში. სასწრაფოდ გვჭირდება ადვოკატი და იმის გარკვევა, თუ სად გადაყავთ და რა ჯანდაბა ხდება. არ ვარ თბილისში თან ახლა და ლამისაა გავრეკო! მეზიზღება ეს დამპალი ქვეყანა უკვე!!!” , – წერს ანა სუბელიანი.

  • 9 წლის შემდეგ, ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი – გიორგი გახარია

    “რა იყო იცით გუშინდელ დღეში ყველაზე ცუდი? არც ხალხის და არც ტაში რაოდენობა. 9 წლის შემდეგ ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი, ქართველი ქართველის წინააღმდეგ”

    განაცხადა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, TV პირველის ეთერში. გუშინ 14 ოქტომბერს,  თბილისში წამოსულ ენმ-ს მხარდამჭერთა კოლონებს გზებზე ცოცხებით დახვდნენ.