Category: სლაიდერი

  • როგორი ამინდი იქნება 21 ოქტომბრამდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. 18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

    თბილისში 15-17 ოქტომბერს უნალექო, 18 ოქტომბრიდან კი წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-18 ოქტომბერს 20, +22 გრადუსი, ხოლო 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

  • არ არსებობს ბედნიერი პატიმარი – წულუკიანი სააკაშვილზე

    “ოპოზიციას აწყობს იძახოს, რომ სააკაშვილი კვდება. ოპოზიციას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად. სააკაშვილი არ არის ცუდად. ყველა პატიმარი არის ცუდად, როცა ის ხვდება საკანში და არ არსებობს ბედნიერი პატიმარი. გინახავთ ადამიანი, რომელიც საკანში ზის და არის ბედნიერი? არ არსებობს ასეთი.

    მე 2 წელი მომიწია პენიტენციური სისტემის მართვა და გეუბნებით, არ არსებობს ადამიანი ბედნიერი იმით, რომ აქვს აღკვეთილი თავისუფლება.

    ყველა პატიმარს რაღაც აწუხებს, მაგრამ არავითარი საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას რაიმე ტიპის სერიოზული რისკი ემუქრებოდეს, არ არის.  არაფერი სავალალო და სამწუხარო არ მოხდება. ისევე როგორც არ მოხდა მერაბიშვილის შემთხვევაში, როგორც არ მოხდა ახალაიას შემთხვევაში, როგორც არ მოხდა ლილუაშვილის შემთხვევაში და ყველა იმ ადამიანის შემთხვევაში, ვინც მწვალებელი იყო და ვისაც უნდა მოეხადა სასჯელი. ზოგმა მოიხადა, ზოგი იხდის. ცუდია ციხეში ყოფნა, მაგრამ ასეთია სასჯელი”

    ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.

  • ცეცხლით და მახვილით არ ვმართავთ, ჰუმანური ძალა ვართ – წულუკიანი

    “პირველი ტურის შედეგად ქართულმა ოცნებამ არა ერთ ადგილას აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს კვლავ უმრავლესობა, რაც ამდენი წელი ხელისუფლებაში ჰყოფნის შემდეგ ადვილი არ არის. ბოროტმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის თავზე ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ კი ეს შევძელით. იმიტომ, რომ ჰუმანური ძალა ვართ. კი ბატონო, ბევრი სისუსტეებით და ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით მართავს და, რომელიც ცეცხლით და მახვილით მართავს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ არც ერთი შეცდომა არ არის ისეთი, რომელიც თუნდაც, იმას გვაფიქრებინებდა, რომ ქართულ ოცნებას არა ქვეყნის განვითარება, არამედ ჩაგვრა და ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის მოსპობა სურს. ეს ყველაფერი არის პირიქით და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს. თუმცა არის მეორე ტურებიც და აქედან სწორი ანალიზი და გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ყველამ, ვინც ხელისუფლებაში ვართ”

    ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ არხთან ინტერვიუში.

  • დაგენიძლავებით, „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს – გიორგი გახარია

    „ადამდელი არჩევნები პირდაპირ დაკავშირებულია მმართველი ძალის პოლიტიკურ რესურსთან. მათ პოლიტიკური რესურსი ამ არჩევნების შემდეგ კი არ მოიმატეს, გაფლანგეს და ეს თბილისის ქუჩებში გამოჩნდა აქციაზეც 14 ოქტომბრის მიტინგზე გამოჩნდა. შემიძლია, დაგენიძლავოთ კიდევაც რაღაც მომენტში „ოცნება“ თვითონ მიხვდება, რომ რიგგარეშე არჩევნები მათი გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა იქნება და თვითონ დანიშნავენ ამ რიგგარეშე არჩევნებს, აგერ ნახავთ“

    ამის შესახებ, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

     

  • ენმ-ს არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ მართვის სადავეები დამოუკიდებლად გადაიბაროს – სამადაშვილი

    “ნათელი არის სურათი, მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმებით, სააკაშვილის დაბრუნებამ ქვეყანაში გარკვეულწილად ეს ორპოლუსიანობა გააღრმავა, მობილიზება გაუკეთა რა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ამავე დროს ვხედავთ, თუნდაც ასეთ ვითარებაში ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ დამოუკიდებლად გადაიბაროს ამ ქვეყნის მართვის სადავეები. ამიტომ კოალიციური მართვა, ეს არის გარდაუვალი მომავალი ამ ქვეყნის”

    განაცხადა პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა პირველი არხის ეთერში.

  • ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა – პროფკავშირები

    ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა დაშავდა და გარდაიცვალა  – აღნიშნულ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებენ. 65 წლის მუშა ქარხანაში გუშინ 15 ოქტომბერს დაშავდა ხოლო დღეს დილით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    “სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი” – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც პროფკავშირები ავრცელებს. 

  • ივანიშვილის სახლთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა – ირაკლი ფავლენიშვილი

    “ივანიშვილის სახლთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა”- აღნიშნულ ინფორმაციას, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს. ფავლენიშვილის თქმით, დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავებისა და აქტივისტების დაპირისპირება. აქტივისტებს გვირაბის კედლებზე “თავისუფლება მიშას” წარწერიანი სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ არც ამის უფლება მისცა.

    “ორი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის ერთი აქტივისტი, არის გიორგი რურუაა და მეორე ბათუმელი აქტივისტია. ისინი დააკავეს  როდესაც პოლიცია გვაწვებოდა ყოვლად უმიზეზოდ, არაფერი კანონის საწინააღმდეგო ჩვენ არ ჩაგვიდენია, უბრალოდ პოლიციას სურს რომ გადაგვჯეგოს, ძალით მოგვაწვეს და ამ დროს ადამიანები როცა წინა რიგში იყვნენ გაიტაცეს”, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ  მოძრაობა ”მიშას თავისუფლებისთვის” ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.

  • დაპირისპირება ივანიშვილის სახლთან – პოლიცია სააკაშვილის სტიკერებს ხევს [LIVE]

    ხმაური ბიძინა ივანიშვილის სახლთან – მოძრაობა ”მიშას თავისუფლებისთვის” ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს . აქტივისტებს გვირაბის კედლებზე “თავისუფლება მიშას” წარწერიანი სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ არც ამის უფლება მისცა.

    “ხედავთ რამხელა მობილიზება აქვს პოლიციას, კედლებსაც კი იცავენ, რომ რამე არ დავწეროთ, მაგალითად – თავისუფლება მიშას. აქციები იქნება კანონის ფარგლებში – მწვავე ძალიან, ყოველდღე, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ეს არის სირცხვილი, რომ ზოგადად პატიმარია ეს ადამიანი და ბიძინა ივანიშვილი სასახლეში წამოწოლილი მართავს ქვეყანას, რომელიც დაღუპა” , – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია.

     

     

  • როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადეკვატური იქნება – ნიკა მელია

    ” როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან ადეკვატური იქნება”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ სასტუმრო „რუმსში” ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „რა თქმა უნდა, შეხვედრაზე ყველა აქტუალურ საკითხზე იყო დეტალური საუბარი, როგორც არჩევნებზე, ასევე სააკაშვილის პატიმრობაზე და იმ ძალადობაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველედღიურ რეჟიმში ახორციელებს. ვხედავთ, რომ პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“ და მათ მიერ ორგანიზებული, მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები, სახელი და გვარებით იცნობს საზოგადოება. მორალური კოლაფსი განიცადა „ქართულმა ოცებამ“, როდესაც პატიმარს აქციას უწყობენ. თუ ვცდები მითხარით, ან თუ გაგიგიათ და გინახავთ კი ბატონო, შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ არც თქვენ არ გაგიგიათ და გსმენიათ მსგავსი სისაძაგლე. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს და გაიზაროს ის მოცემულობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება მათ ყოველ ნაბიჯს. როგორც მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან იქნება ადეკვატური და სრულად შესაბამისი. აპირებს ბიძინა ივანიშვილი იძალადოს? ეს მას ძალიან ძვირი ფასის გადახდად დაუჯდება“ , – განაცხადა მელიამ

  • ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობასა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე – ნიკა მელია ელჩებთან შეხვედრაზე

    “ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობასა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე “- შეხვედრა სასტუმრო Rooms-ში უკვე 1 საათია მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, სენატის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. მათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში ექნებათ.

    შეხვედრა უკვე დატოვეს ენმ-ის წევრებმა, ნიკა მელიამ და თინა ბოკუჩავამ, მათ მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრიათ თუმცა პარტიის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა რომ ძირითადი თემა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და 30 ოქტომბრის არჩევნებს ეხებოდა.

    “საკითხი ძირითადად ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ელჩები არიან არანაკლებ დეტალურად ინფორმირებული ვიდრე თითოეული ჩვენგანი”, – ამბობს მელია დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.