Category: სლაიდერი

  • თუ ვინმე ძალადობას აპირებს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რეჟიმი – წითლიძე

    „საქართველოს ათასობით მოქალაქეს ვერ მოერევა ვერანაირი სპეცრაზმი და შსს, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ. აქ საქართველოს მოქალაქეები გამოდიან ოჯახებით, მშვიდობიანად. ისინი მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში . საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, საქართველოს მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, ძალაუფლება ხელში აიღონ. შესაბამისად, დღეს საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში იქნებიან წარმოდგენილი. თუ ვინმე ძალადობას აპირებს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რეჟიმი, თუმცა საქართველოს მოქალაქეებთან დაპირისპირება ვერ და არ მოუგია არცერთ რეჟიმს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებას დაიცავენ, მათ ვერ მოერევათ ვერანაირი სპეცრაზმი. ამ განწყობით ვართ დღეს ყველა აქ. ეს დღე ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აქციონ ძალიან დიდი განვითარების შესაძლებლობად, იმათ, რომ ეს იყოს დღე, როდესაც გაიმარჯვებს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, მარო მაყაშვილის იდეები და არა რუსული რეჟიმი. ეს არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე დამოკიდებული. იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, მშვიდობიანად გაიმარჯვებს ეს ქვეყანა და დაიწყებს შეუქცევად განვითარებას. ეს 13 წელი, რაც რეჟიმმა დაგვაკარგვინა, წარსულში დარჩება“

    ამის შესახებ „ერთიანი მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

  • ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს შეუძლია მშვიდობა შეინარჩუნოს ”ქართული ოცნებაა” -კალაძე

    ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს შეუძლია მშვიდობა შეინარჩუნოს ”ქართული ოცნებაა” -კალაძე

    მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო.

    ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები და ჩვენ მზად ვართ. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის სახით, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი.

    განაცხადა მოქმედმა მერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.

  • ”აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად” – მიხეილ სააკაშვილი

    ”აქამდე ჩვენ პასუხის მოლოდინში ვიყავით, ახლა ჩვენ გავცემთ პასუხს და მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას
    აქამდე კეთილი ნების იმედად ვიყავით, ახლა ჩვენ გამოვავლენთ მტკიცე ნებას
    აქამდე ძალის წინაშე ბრძოლით, თუმცა უკან ვიხევდით, ახლა ისინი უნდა გავაქციოთ
    აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად”

    წერს ამის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • ”ხვალ, 4 ოქტომბერს ჩვენ ქუჩებს დავიკავებთ! ყველას მოგიწოდებთ 16:00 საათზე რუსთაველზე აქციას შეუერთდით” – ბასიანი

    “დღეს ბასიანს 11 წელი შეუსრულდა.

    თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების პარალელურად, საქართველოში საპროტესტო ტალღა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ თანდათან იმპულსს იძენს და როგორც ყოველთვის, ძალების გაერთიანება გვჭირდება. ამიტომ, ჩვენი საიუბილეო, 48-საათიანი კლუბური საღამო 1 კვირის შემდეგ, 10 ოქტომბერს გაიმართება.

    ხვალ, 4 ოქტომბერს ჩვენ ქუჩებს დავიკავებთ. ყველას მოგიწოდებთ, ადექით და 16:00 საათზე რუსთაველზე აქციას შეუერთდით”.

    წერს კლუბი ბასიანი ინსტაგრამზე.

  • ბურჭულაძემ იზრუნოს, რომ ხვალ ძალადობა არ მოხდეს – შალვა პაპუაშვილი

    ბურჭულაძემ იზრუნოს, რომ ხვალ ძალადობა არ მოხდეს – შალვა პაპუაშვილი

    ართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების ყველა შტო გამართულად იმუშავებს 4 ოქტომბერსაც და 5-შიც. პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ, ის არა მხოლოდ პასუხისმგებელია პოლიტიკურად, არამედ ოფიციალურად ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიცაა, მერიას წერილი მისწერა. წინა შემთხვევებში ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და ძალადობის შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ. ვაშაძემ თქვა, პარლამენტს წრე დავარტყათო, შემდეგ, მე რა შუაში ვარ, რატომ დამიჯერეთო. პაატა პურჭულაძე ხვალინდელი აქციის ორგანიზატორია და საკუთარი თავი დაიფიქსირა. რაც კი რაიმე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი იქნება, სხვაც, მათ შორის „ნაცმოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც თანაორგანიზატორები არიან. თუმცა, ბურჭულაძემ იურიდიულად ეს გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ამიტომ, იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობას არ მოხდეს. რაც შეეხება მომავალს, ხვალ არჩევნებით საარჩევნო ციკლს ვასრულებთ, საპარლამენტო იყო, შემდეგ პრეზიდენტი ავირჩიეთ, ხვალ ადგილობრივ თვითმმართველობას ავირჩევთ. 2028 წლამდე, ქართულ სახელმწიფოს საშუალება ექნება, ამ ყალბი ისტერიის გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ტერიტორიულ გამთლიანებაზე ვიზრუნოთ

    განაცხადა “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • ევროკავშირი იმედისა და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას გეგმავს – იოზვიაკი

    “ევროკავშირი განიხილავს ქართული მედიასაშუალებების, “იმედისა” და “POSTV”-ის სანქცირებას რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სანქციების რეჟიმის ფარგლებში”

    ამის შესახებ, “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი წერს.

    დასანქცირების შემთხვევაში, სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები ევროკავშირში ბიუროს გარეშე დარჩებიან. საქმიანობის განხორციელებას ვერ შეძლებენ საქართველოდან ჩასული მათი ჟურნალისტებიც.

  • არ წავალ არჩევნებზე, ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე – ზურაბიშვილი

    პირველ რიგში, მსურს, ვუპასუხო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს აქო ვითომდა სამართლიანი ადგილობრივი არჩევნები და ამავე დროს, დაიმუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ეს ტყუილია. არანაირი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ტარდება ხვალ – ეს ჩვეულებრივი ფარსი და დაცინვაა იმ ადამიანებისა, რომელიც ქუჩაში გამოდის მშვიდობიანად უკვე 300 დღეზე მეტია…

    ვინც ქუჩაში გამოდის, გამოდის იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა და ისინი არ დაკმაყოფილდებიან ამ ფარსით. არც არაფრის გამოგლეჯვის და გამოსწორების შანსი არ არსებობს. ეს ჩვეულებრივი დიქტატურის მაგალითია.

    მეორე და უფრო დიდი ტყუილია ის, რომ თითქოს რაღაც მცდელობა იქნება დამხობის, რომელშიც, თითქოს, ყველა იქნება გაერთიანებული. ესეც ფარსი და შეურაცხყოფაა საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს, ამ დღეების მანძილზე, აჩვენა თავისი გამძლეობა და მედგრობა. [აქციების] არც ერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა, არანიაირი მცდელობა [დამხობის] და მათ აჩვენეს მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება, ძალიან მშვიდობიანად გამოხატვა წინააღმდეგობის და ეს დიდი მაგალითია. ჩვენ ამით ვართ ჩვენს პარტნიორებთან ცნობილი და ამით დავიმსახურეთ მათი მხარდაჭერა, ხოლო რეჟიმის იზოლირება

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • ხვალინდელ აქციაზე, თვლას არ დავიწყებთ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ადამიანი გამოვა- კახა კალაძე

    ხვალინდელ აქციაზე, თვლას არ დავიწყებთ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ადამიანი გამოვა- კახა კალაძე

    დღევანდელ მოცემულობაში “ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა და მოგიწევთ ამას შეეგუოთ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში.

    არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი გამოვა ხვალ აქციაზე, ამის თვლას არ დავიწყებთ.

    საპარლამენტო არჩევნების დროს ქართველმა ხალხმა უთხრა არა აგენტურას, უსამშობლო ადამიანებს, მოძალადე და გარედან მართულ დაჯგუფებებს.

    ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის, მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი, რიგითი მოქალაქეები და ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება ქვეყნის ხელისუფლებაში, ეს არის დემოკრატია

    თქვა ივანიშვილის წარმომადაგენელმა, კახა კალაძემ.

  • წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება – კობახიძე

    წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება – კობახიძე

    „წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. მაგალითად, იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, ხაბეიშვილის შემთხვევა, და იყო ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, სამი შემთხვევა იყო. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინცინდენტი არ მოხდეს. ასეთი ინცინდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ასე იყო წინა შემთხვევაშიც – მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინცინდენტებმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინცინდენტები არ მოხდეს. რაც შეეხება ძალის გამოყენებას – გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას“,

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე.

  • გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას! – კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე

    გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას! – კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე

    თითოეულ პატარა სიურპრიზს დახვდება თითოეული დიდი სიურპრიზი… გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.

    ამბობს ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.