Category: სლაიდერი

  • 4 ოქტომბერს არჩევნები არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა – დათუნაშვილი

    „ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დღეს საფრთხეშია ისე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე იშვიათად ყოფილა. ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორია არ არის მარტივი, ეს არის ძალიან ტურბულენტური, ბევრი ტრაგედიის და ტკივილის ისტორია. იმ მომენტში, როდესაც თითქოს ეს ქვეყანა დადგა სწორ ტრაექტორიაზე, დასავლურ, ეროვნულ, ქრისტიანულ ცივილიზებული სამყაროს ფასეულობებით სახელმწიფოს მშენებლობაზე, ისევ რუსები ეღობებიან საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალს. დღეს ჩვენი მთავარი მისია არის წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობაში უნდა ვიაროთ იქითკენ, რომ რაღაც შევცვალოთ. წინააღმდეგობა მოითხოვს ნებისყოფას. საქართველოს მოქალაქეები ასეთ რთულ მომენტში ყოველთვის იჩენენ გასაოცარ ნებისყოფას და ვაჟკაცობას. წინააღმდეგობა არის ყველა ფორმით საჭირო. 4 ოქტომბერს არჩევნები არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა. ის ფორმა, მაგალითად, რომლითაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართველებმა ხელისუფლება შეცვალეს. არჩევნებს ბევრი ცვლილება მოუტანია ამ ქვეყანაში. თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებას არ ცვლის, მაგრამ მნიშვნელოვანი აგურია წინააღმდეგობაში. თვითმმართველობის არჩევნები არის ის მომენტი, როდესაც შენ შეიძლება განგრძობადად არ გიწევდეს ამ პროტესტში ყოფნა, მაგრამ ამ დღეს შენ შეგიძლია მიხვიდე საარჩევნო ყუთთან და დააფიქსირო შენი აზრი ხელისუფლების, საქართველოს გარუსების წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული იდენტობის დაკარგვის წინააღმდეგ. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს იმაში, რომ ჩვენი ერთობლივი წინააღმდეგობით ძალიან მალე ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ. ამ დღეს ამის გაკეთება შეიძლება. შეიძლება, რომ კალაძეს წავართვათ ეს ქალაქი, შეიძლება ივანიშვილი დავასუსტოთ. ამიტომ, არ უნდა დაგვეზაროს მივიდეთ სარჩევნო ყუთებთან და დღის მეორე ნახევარში გავაკეთოთ ის, რასაც დამატებით სხვას ვთვლით ჩვენ სამოქალაქო ვალად. იქნება ეს აქციაზე მისვლა თუ ამ წინააღმდეგობის კიდევ სხვა ფორმით გაგრძელება. არავის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამოქალაქო ვალია მანამ, სანამ ეს ქვეყანა დგას, სანამ საქართველო და ქართული დემოკრატია არსებობს, წავიდეთ არჩევნებზე და ყოველთვის ბიულეტენებში დავაფიქსიროთ წინააღმდეგობა რუსებთან, რუსულ ხელისუფლებასთან და „ქართულ ოცნებასთან“,

    ამის შესახებ „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს შესაძლებელია 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს.

  • კობახიძემ,  3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

    კობახიძემ, 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

    ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. სავარაუდოდ უქმე დღის გამოცხადება, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

    დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

  • ვერავინ გაბედავს, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად კორპუსები წამოჭიმოს – კალაძე

    გარკვეული ბრძოლის, უამრავი შეურაცხყოფის შემდეგ, მაინც მოვახერხეთ, რომ გენერალური გეგმა გაკეთილშობილებულიყო და მივიღეთ ისეთი გეგმა, რომლითაც დღეს ხდება ქალაქის სწორი ურბანული განვითარება და არა ქაოსური.

    […] ხომ გახსოვთ, სპორტული მოედნები სხვისდებოდა იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ, რეკრეაციული სივრცეები.

    ვაკის პარკში ცხრასართულიანი სასტუმროს კომპლექსის აშენება ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არ დაგვებრუნებინა ეს ტერიტორია.

    რამდენიმე კვირის წინ გავხსენით “ავაზას” სტადიონი, რომელიც წაღებული ჰქონდათ იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ.

    უამრავი ფაქტი, მაგალითი შემიძლია მოვიყვანო – დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად კორპუსები წამოჭიმოს – აბა გაბედოს ვინმემ

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, კახა კალაძემ გადაცემა ღამის კურიერის ეთერში.

  • ტაილანდიდან ერთ-ერთი საელჩო ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალებს აფინანსებს

    “მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ის არის ერთ-ერთი მსხვილი, დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელს მსოფლიოში, ანტი ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს. […]

    ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ დავუშვათ ებრძოლოს მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი “ჩინურ საფრთხეებს” და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება. მას შემდეგ, რაც დეკლარირების ვალდებულება გაუჩნდათ, ეს მიზნობრიობა სხვაგან აშკარად გამოჩნდა, რომ არის აცდენილი დეკლარირებულ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი შევისწავლეთ და ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა”,

    აცხადებს ქართული ოცნების სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე .

  • მერიამ ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს 4 სცენის ნაცვლად, 1-ის მონტაჟის უფლება მისცა

    თბილისის მერიამ, პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს, 4 სცენის ნაცვლად, 1-ის მონტაჟის უფლება მისცა.

    თბილისის მერია აცხადებს, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა მხოლოდ ერთ ლოკაციაზე უნდა განათავსონ – “იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას”.

    საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საზოგადოება „რუსთაველის გამზირის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის სახელით, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილი, რომლის შინაარსს, ისევე როგორც საპასუხო გზავნილს, ვასაჯაროებთ.

    განმცხადებელი ითხოვს, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.

    განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას.

    საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება“.

    მოქალაქეების  შეკრებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ასევე გააჩნიათ ვალდებულება, დაიცვან საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები“, – აცხადებს თბილისის მერია.

    მერიის საპასუხო განცხადებას, პაატა ბურჭულაძე ბრიფინგით გამოეხმაურა და თქვა, რომ პროტესტის მონაწილეები კანონს არ დაარღვევენ, ამასთან, მოუწოდა ქართულ ოცნებას – “არ დაარღვიონ კანონი და მოიქცნენ კანონის ფარგლებში”.

    ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ვატარებთ. ამის დამწერს ვეუბნები – ნუ გეშინიათ. ჩვენ მშიდობიანად მოვდივართ, ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი. ამიტომაც, კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, გვეკუთვნის ჩვენ ეს ჩვენი კონსტიტუციით, კანონს ჩვენ არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ – თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში“, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.

  • პროტესტის დისკრედიტაცია ხდება ბოიკოტით, რევოლუციით – გიორგი გახარია

    უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ფასეული რაც შევქმენით იყო მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. ეს ძალიან კარგად დაინახა ოცნებამ – ივანიშვილმა დაამარცხა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი – NGO-ები, მედია და ერთადერთი, რაც ვერ დაამარცხა, არის ქართველი ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი.

    და როგორც შედეგი მივიღეთ ის, რომ მათი ყველაზე ცუდი გეგმა რაც არის, ამ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია ხდება ახლა – ბოიკოტით, რევოლუციით, მშვიდობიანი გადატრიალებით, დამხობით და ა.შ.

    ჩვენ ვუყურებთ ახლა ხელოვნურად დადგმულ სცენარს, როდესაც ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჰქონდა იმისათვის, რომ ხელისუფლება შეეცვალა, დღეს სამწუხაროდ, განზრახ თუ სულელობის გამო, თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და ნაცების ყველაზე მიუღებელი სახეები.

    საბოლოო ჯამში, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სცენარი, ამ დამხობების, გადატრიალების მოწოდებებით და ამ სრულად პოლიტიკურად დისკრედიტირებული სახეების წამოსმით, ამ სამშვიდობო პროტესტის თავზე და მათ ლიდერებად წარმოჩენის, ასე დამთხვევით 4 ოქტომბერს არჩევნების დღეზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს, ეს მოგვცემს თვითონ ლეგიტიმაციისგან დაცლილი ოცნების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში ავტორიტარიზმის დამძიმებას. ჩვენ გავუჩენთ შესაძლებელ რესურსს ივანიშვილს და ოცნებას, რომ შემდგომ ეს ავტორიტარიზმი კიდევ უფრო დაამძიმოს.

    მე დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერი, ეს თარიღი მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციის გაჩნდა, ოცნების კულუარებში და ოფისებში და არა სხვაგან სადმე.

    ამბობს გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია.

  • არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

    არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

    ს არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა. მას 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    მათი ცნობით, პოლიციელი არასრულწლოვანთან სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა.

    “ივლისის თვეში საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელთანაც პოლიციელი სისტემატური ხასიათის  არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა.

    პოლიციელის ქმედების გამო, ბავშვს ცხოვრების სტილის შეცვლა მოუწია – ის ვეღარ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მოძალადესთან შეხვედრა იყო მოსალოდნელი. პოლიციელმა იცოდა მსხვერპლის არასრულწლოვნების შესახებ და, ასევე, გოგოს გაცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მისთვის არასასურველი იყო.

    საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებულ იქნა გოგოსა და პოლიციელს შორის შემდგარი მიმოწერა, რომელიც ადასტურებდა პირის მიერ ჩადენილ დანაშულს.

    პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას  2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.” – წერს საფარი.

  • 4-ის მოახლოებამ შიში კიდევ უფრო გაუმძაფრა – ენმ კუპრავას დაკავებაზე

    ნაციონალური მოძრაობა მათი წევრის, ზვიად კუპრავას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს რეპრესიების გაგრძელებაა.

    “მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს აგრძელებს. დღეს მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა წითელი ხაზი წაშლილია. ისინი მოსვლის დღიდანვე არ აღიარებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავენ კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური განცხადებების გამო ციხეში უშვებენ.

    ივანიშვილის ბანდას შიში 4 ოქტომბრის მოახლოებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა, ამიტომ მნიშვნელოვანია დარჩენილ დღეებში არ ავყვეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებას თავის სათქმელს მშვიდობიანად, კანონიერად, კონსტიტუციურად ეტყვის! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო სულ მალე მოეღება, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება და დავუბრუნდებით ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, ღირსეული საქართველოს მშენებლობას!” – ნათქვამია განცხადებაში.

  • გელა ხასაიას და კიდევ 1 პირს ბრალდება წარუდგინეს – მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

    პროკურატურამ კოალიცია ცვლილებისთვის წევრ გელა ხასაიასა და კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”. – წერია განცხადებაში.

  • PACE ჯერ ადგეს და არჩევნების შედეგები აღიაროს – ქადაგიშვილი

    PACE ჯერ ადგეს და არჩევნების შედეგები აღიაროს – ქადაგიშვილი

    „რომელი ადამიანის უფლებაა საქართველოში დარღვეული?! ყველა საქმეში, რაც ევროსასამართლოში წაიღეს, საქართველო აღმოჩნდა აბსოლუტურად მართალი. ის, რომ ზოგიერთი ერეკება აქ მოსახლეობას პოლიციის დასარბევად და პარლამენტში ცეცხლის გასახსნელად და მერე კანონი მას პასუხს გასცემს, არ არის ადამინის უფლებების დარღვევა. ეს არის დემოკრატიის, სახელმწიფოს და მათ შორის, საზოგადოების და ადამიანის უფლებების დაცვა. PACE ჯერ ადგეს და ის არჩევნების შედეგები აღიაროს, რაც იგივე ეუთო/ოდირმა მონიტორინგის შედეგად დადო. PACE ჯერ ადგეს და დაგმოს ის, რომ აქ არჩევნების დღეს დემოკრატიის წინააღმდეგ ტერორიზმის მოწყობას აპირებდნენ. შეეშვან ამ ნახევრადდაბრმავებული თვალებით საქართველოზე ყურებას. თუ მას საქართველოში დემოკრატია სურს, დემოკრატიას დაუჭირონ მხარი და არა დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ მოძრაობას, რომელიც რეალურად, დემოკრატიას აფერხებს. მათ, PACE-ს და მათ ზემოთ მდგომებს აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომლიდანაც ვერ გამოვიდნენ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალა, რომელიც მარიონეტი იქნება. ამ მიზნის გამო ყველაფერზე დაბრმავებული თვალებით იყურებიან. ეს არის მათი პრობლემა და არა ჩვენი,“

    ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.