Category: სლაიდერი

  • ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება, – მურუსიძე ალავიძის განცხადებაზე

    “ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად… თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. წარმოადგინოს [თუ აქვს მტკიცებულებები]. 12-13 წელია საერთოდ არ მქონია კონტაქტი, საერთოდ არ შევხვედრივარ და არანაირი კონტაქტი მასთან არ მქონია. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება – როგორ აბსურდულ რაღაცას იძახის. […]   რა კაფეში შეხვედრის ეპიზოდი? როგორ გავურჩიე [საქმე]? იძახის, ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო. რა, საბარგულში ჩავტენე? მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო[…]  რა კაფეში, არა [არ შემდგარა შეხვედრა]. […] არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც და შესაბამისად, ეს თემა წამოწიეთ.[…] მე მიმუშავია ადრეც და მიმუშავია ახლაც და უამრავ მოსამართლეს, თქვენც გაგიპიარებიათ ხოლმე, მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც, საერთოდ, შეიძლება არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ ვინმეს რამე ღერი თმა ჩამოვარდნია თმიდან?”

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე ლევან მურუსიძე ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს ეხმაურება.

  • როგორ ურჩევს საქმეებს სასამართლო კლანი მოსამართლეებს – ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე

    კლანის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მანტიამოსხმულები არიან უვადოდ, ვურჩევ, რომ დღესვე დაწერონ განცხადება, თუ ისინი გაბედავენ იმას, რომ ჩემს მიმართ განახორციელებენ მუქარას, ან თუ პროკურატურა გაბედავს, რომ შემოატრიალოს ეს საქმე და მე გამომიყვანოს ამ საქმეში დამნაშავე, მე მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ, ამასაც მოისმენს მთელი საზოგადოება და ნახავს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს, რა ხდება სასამართლოში. როგორ ხდება საქმის გარჩევა, პირდაპირი მტკიცებულება არის ამის. ეს არის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახული არის ამ მტკიცებულებაში სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება და ვაჭრობა მათთან… ეს არის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტებს, რაც მე ვახსენე. მე ვიკავებდი თავს და ჯერჯერობით ვიკავებ იმ მოტივით, რომ აზრი არ აქვს. მე მქონდა იმედი, რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიყავი, ადვილი არ არის ამხელა ინფორმაცია ატარო და ამდენ ადამიანზე, ამდენი ადამიანის დანაშაულებრივ ქმდებაზე გქონდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რთულია მარტო იმოქმედო, რადგან მე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვთანამშრომლობ“,

    განაცხადა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ.

  • გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც – კალანდარიშვილი

    „როგორც გასულ, ისე ამ არჩევნებზეც ხმის ფარულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ კარგად ვნახეთ ის სპეკულაციური შეფასებები და შეურაცხმყოფელი ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის გამოჟონვის კვალი იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ სადმე დაირღვა ამომრჩევლის ნება. ვნახეთ შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უფლებამოსილი პირები კენჭისყრის შენობაში კანონსაწინააღმდეგოდ ახორციელებდნენ ფოტო/ვიდეო გადაღებას. ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანმა ინსტიტუციამ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა ეს საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენა და მივიღეთ ზომები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმაში არასწორად მოთავსებული ბიულეტენის შემთხვევაში, არ იყოს სივრცე, რომ თუნდაც ამ კვალის იდენტიფიცირება მოხდეს, რომელიც ხელს მისცემს დაინტერესებულ პირებს, რომ ამ არჩევნებზეც ამ საკითხით სპეკულაცია მოახდინონ. ამიტომ მივიღეთ ზომები, რომ სპეკულაციები დავაზღვიოთ და არა ის, რომ ფარულობა ირღვეოდა და ამიტომ რაღაც დამატებითი მექანიზმები უზრუნველყავით.

    გასულ არჩევნებზე, შეიძლება იყო გამოჟონვის კვალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ იდენტიფიცირება მოეხდინა თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც. ეუთო/ოდირის დასკვნაშია არაფერი წერია ფარულობის დარღვევაზე, იქ წერია ალბათობაზე, კომპრომეტირებულ შემთხვევებზე, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ალბათობა ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებითო და არცერთ შემთხვევაში იქ საუბარი არ არის მტკიცებით ფორმაში, რომ ფარულობა დაირღვა. ბმა ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის არცერთ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, რაც ნიშნავს, იმას რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმატი არ გამოვიყენოთ ან გამოჟონვის კვალი იყოს, ვერავინ ვერასდროს, ვერ დაადგენს იმას თუ რომელი ბიულეტენი რომელ ამომრთველს მიეკუთვნება, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ჩვენი ინსტიტუციის პასუხისმგებლობა, რომ ხმის ფარულობა უზრუნველყოფილი იყოს. ხმის ფარულობა იყო და არის დაცული.

    რაც შეეხება სპეციალურ საფარს, ეს არის ხმის მთვლელ აპარატზე, ბიულეტენის მოთავსების ჭრილის თავზე მოთავსებული ქაღალდის მყარი საფარი, ეს არის იმისთვის, რომ ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას, მარკერის კვალის გამოჟონვის შემთხვევაში შეუძლებელი იყოს მარკერის კვალის იდენტიფიცირება“,

    ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს! – გიორგი ვაშაძე

    რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!

    იმიტომ რომ ჩუმად ყოფნა ნიშნავს თანხმობას, შეგუებას ძალადობასა და უსამართლობაზე. იმიტომ, რომ ერთად ძლიერები ვართ! უზურპატორი უნდა წავიდეს! ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!

    წერს პატიმრობაში მყოფი სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, გიორგი ვაშაძე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.

  • მათგან მოდიოდა სეტყვა და დაეჯახნენ ქვას – პაპუაშვილი ევროკავშირზე

    მათგან მოდიოდა სეტყვა და დაეჯახნენ ქვას – პაპუაშვილი ევროკავშირზე

     ბრიუსელში ზოგიერთს უნდა, რომ მათ დაგვინიშნონ ხელისუფლება, აი, ეს უმარტივესი საკითხი, რომელიც წესით 21-ე საუკუნეში მარტივი უნდა იყოს, ამ საკითხს, სამწუხაროდ, ზოგიერთი ბრიუსელში უდგება თითქოს ეს იყოს 100 წლის წინანდელი ევროპა.

    ჩვენ ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა ასეთი თეთრი და ფუმფულა ბოლო 80 წელი არის, თორემ მანამდე სხვანაირი იყო ევროპა.

    ევროპა გვახსოვს, დაპყრობით ომებს აწარმოებდა, ევროპა ერთმანეთში ომობდა, საზარელ დანაშაულებს ჩადიოდა კაცობრიობის წინაშე, ეს ყველაფერი ევროპა იყო, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვაქვს ჩვენ ის მდგომარეობა, როდესაც ღირებულებებზე დაიწყეს საუბარი და 80 წელი ძალიან ცოტაა ისტორიისთვისაც, კონტინენტისთვისაც, ცივილიზაციისთვისაც და იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ გამყარებულია ეს ღირებულებები ევროპის კონტინენტზე, ამიტომ, ზოგიერთებს ჯერ კიდევ ასი წლის წინანდელი ევროპული მენტალიტეტი აქვთ, როგორც ჩანს და ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნებში შეუძლიათ ხიშტით და ძალდატანებით საკუთარი ნება გაატარონ.

    ქართველების მხრივ, პარადოქსი ისაა, რომ მოდიოდა მათგან სეტყვა და დაეჯახნენ ქვას – ჩვენ ვართ ერი, რომელიც სსრკ-ს დაშლას არ დაელოდა და ჩვენ თვითონ გამოვეყავით”.

    განაცხადა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

  • საქართველოს რეგიონში ყველაზე წარმატებული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავდა- ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა – ჩუდიჩი

    საქართველოს ოდესღაც რეგიონში ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავდა, რომელიც ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა” – განაცხადა ამის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE), რეზოლუციის – „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანაწამრდეგენმაი, საბინა ჩუდიჩიმ.

    საქართველოში დღეის მდგომარეობით, არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც კოლოსალური და სახიფათო წნეხის ქვეშ არ იმყოფება. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ უწყვეტ თავდასხმებს სამოქალაქო სექტორზე, დაპატიმრებებსა და საბანკო ანგარიშების გაყინვებს.

    უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ოდესღაც რეგიონში ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავდა, რომელიც ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელიც საკუთარ ორგანიზაციებს უცხოელ აგენტებად მიიჩნევს. გარდა ამისა, თუ დავაკვირდებით 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც საქართველოში მოახლოვდა – არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ეს იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ზედამხედველობა არ იარსებებს. უპირველეს ყოვლისა, იმ უდიდესი ზეწოლის გამო, რომლის ქვეშაც საქართველოს სამოქალაქო სექტორია, და მეორე – არ არსებობს თანამშრომლობა არჩევნების მონიტორინგის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისთვის მოწვევა დაგვიანებით გაიგზავნა, რამაც აზრიანი ზედამხედველობა გამორიცხა და ოდირმაც შესაბამისად, უარი განაცხადა მონაწილეობაზე. და, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი არ იქნა მიწვეული არჩევნების მონიტორინგისთვის.

    საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების შემდეგი კომპონენტი ჟურნალისტები და თავისუფალი მედიაა. კიდევ ერთხელ, ვხედავთ, რომ სივრცე, სადაც ჟურნალისტური თავისუფლებებია შეზღუდული და ჟურნალისტებზე თავდასხმებიც კვლავ გრძელდება. ამ მხრივ, გამოვყოფდი მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიტიკური ბრალდებებით პატიმრობაში რჩება.

    სამოქალაქო საზოგადოების 60-ზე მეტი ორგანიზაციაა თავდასხმის ობიექტი და მათი საბანკო ანგარიშები გაყინვით არის დაშინებული

  • პროკურატურამ კუპრავას 2 მუხლის საფუძველზე ბრალდება წარუდგინა

    ოცნების” პროკურატურამ ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოციალურ ქსელ „facebook”-ში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა.

    ასევე, ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია.

    დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერს პროკურატურა.

  • 25-წლიან ისტორიაში პირველად არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობას მოკლებულნი ვიქნებით – TI

    საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებს არ დააკვირდება.

    “ამის მიზეზი, პირველ რიგში ის რეპრესიული გარემოა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა. როგორც ცნობილია, მიღებულია რამდენიმე კანონი, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და ჯარიმებით და სისხლის სამართლის წესით დევნით გვემუქრება.

    დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო არის ივანიშვილის ანტიკორუფცოული ბიუროს ორი მონიტორინგის ქვეშ, ორგანიზაციის ხელმძღვანელს კი ე.წ. პირბადეების საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იბარებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო მედიის დეზინფორმაციული კამპანიების მუდმივი სამიზნე და მაღალი თამამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმის ობექტები არიან.

    არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისათვისაც – შექმნილ სიტუაციაში ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ “ქართული ოცნების” ტიტუშკების თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე, როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან”, – აცხადებენ TI-ში.

    TI აცხადებს, რომ სახეზეა გარემო, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება.

    “არჩევნებზე დაკვირვებით ჩვენ არ და ვერ შევქმნით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიას.

    აქედან გამომდინარე, 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ჩვენს ორგანიზაციას შეუძლებლად მიაჩნია”, – აცხადებენ TI-ში.

  • გორში, მოსამართლე ნინო გერგაულმა ანტიკორუფციულს არ დაუკმაყოფილა, აქტივისტების ანგარიშებზე წვდომის მოთხოვნა

    გორის სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა არ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა გორელი აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქართლის ამბები ავრცელებს.

    ნინო გერგაულის გადაწყვეტილება რაჟდენ კუპრაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოდან დღეს თეონა ფანქველაშვილს და თეო ბზიშვილს აცნობეს, რომ მათ წინააღმდეგ შეტანილია განცხადება. აქტივისტებმა სწორედ ამ გზით შეიტყვეს საჩივრის არსებობის შესახებ.
    როგორც თეონა ფანქველაშვილი აცხადებს, ანტიკორუფციულ ბიუროს ეჭვი აქვს, რომ აქტივისტები არიან მოძრაობა ,,ფარისა” და ,,ერთობის” წევრები და სურთ ხელისუფლებაში მოსვლა.
     ,,ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ორგანიზაციებთან და არც არანაირი სარგებელი მიგვიღია მათგან.” – აღნიშნავს თეონა ფანქველაშვილი ვიდეო მიმართვაში და განმარტავს, რომ არც ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ გაუჟღერებია როდისმე.
     აქტივისტების უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს.
     ლექსო მერებაშვილის ცნობით, ნინო გერგაულმა ანტიკორუფციულ ბიუროს განუმარტა, რომ იმისათვის, რომ აქტივისტები წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს, უნდა ჰქონდეთ საჯაროდ გაცხადებული მათი მხარდაჭერის შესახებ, ასევე სხვა მტკიცებულებები მოძრაობის წევრობის თაობაზე; პოლიტიკური სუბიექტის სურვილი ხელისუფლებაში მოსვლისა.
    როგორც ლექსო მერებაშვილი განმარტავს, მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად გორის მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებულია.

     

  • გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

    გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ამის შესახებ უწყება X-ზე წერს.

    „დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. ჩვენ მკაფიო გზავნილი გადავეცით: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.