Category: სლაიდერი

  • რა მწარედ ტყუვდებით, ბატონო პრეზიდენტო! – მეუფე პეტრე სააკაშვილს

    “რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო!” – ასე ეხმიანება მეუფე პეტრე პატრიარქის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

    მისი თქმით, ილია მეორის მხარდაჭერა “ცრუ ქრისტიანობის” მხარდაჭერას ნიშნავს, “გამარჯვების მომნიჭებელი უფალი” კი სიმართლეშია და არა “საბჭოთა პატრიარქში”.

    “ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას. მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი არც ნაკლები, საბჭოთა მემკიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების, უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფმხედველობაში ჩარჩენის და საქართვლოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა.

    უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში… აი, რა გაშორებთ თქვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნულ მოძრაობასთან… გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამინ!”,– წერს მეუფე პეტრე განცხადებაში, რომელსაც იღუმენია თამარ გამყრელიძე აქვეყნებს.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 1979 წლის შემდეგ პატრიარქ ილია მეორის სულიერი შვილია და მას მხარს უჭერს ყველა პოზიციაში.

  • სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, მაგრამ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის შიმშილობას არ შეწყვეტს მაგრამ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. ამის შესახებ, ყოფილმა პრეზიდენტი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს.

    „ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახები მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე მოვუწოდებ სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლსამჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ძალდატანების და გაყალბების გარეშე. სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც, ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზორვნება, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორედ დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რომ სანამდეც შემეძლება დავეხმარო საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

  • ვრჩები უწმინდესის სულიერ შვილად, ვიყავი და ვარ წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი – სააკაშვილი

    “ვრჩები უწმინდესის სულიერ შვილად, ვიყავი და ვარ წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი მინისტრი იყო, როდესაც იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და საფუძველი ჩაეყარა კონკორდატს.

    ”მინდა ვუპასუხო პროვოკაციას, რომლის უკან აშკარად რუსული ყურები მოსჩანს. კომუნისტების დროიდან 1979 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩემს მასწავლებელ მარა ჭავჭავაძესთან ერთად, ჯერ კიდევ ბავშვი დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ ყველა მის პოზიციას, ძირითადად საეკლესიო საკითხებზე. პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს. თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის, შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები… შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი.”- წერს სააკაშვილი.

  • ”სამწუხაროა როცა ღარიბაშვილი და კობახიძე დებატებზე დასაჯდომად ნებართვას არ გაძლევს” – ბაჩო დოლიძე

    “სამწუხაროა როცა ღარიბაშვილი და კობახიძე დებატებზე დასაჯდომად ნებართვას არ გაძლევს”- ასე ეხმაურება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბაჩო დოლიძე, თბილისის მერის კახა კალაძის უარს დებატებში მონაწილეობაზე, რომელიც ენმ-ის თავჯდომარემ ნიკა მელიამ შესთავაზა.

    “ძალიან სამწუხაროა როდესაც ღარიბაშვილი და კობახიძე დებატებზე დასაჯდომად ნებართვას არ გაძლევს. ეშინიათ, რომ დიდი შეცდომა არ დაუშვას კალაძემ დებატების დროს, შესაბამისად, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ არ გამოუშვეს დებატებზე.მზად ვიყავით გვესაუბრა იმ პროგრამების შესახებ, ისიც ვიცით, რომ მასაც ჰქონდა კითხვები და ვერ ხვდება რა და როგორ უნდა განხორციელდეს”, – თქვა ბაჩო დოლიძემ

  • რისკი, რომ ვაქცინირებულს ვირუსი გადაედოს 9,3-ჯერ ნაკლებია – გამყრელიძე

    ”რისკი, რომ ვაქცინირებულს ვირუსი გადაედოს 9,3-ჯერ ნაკლებია” – აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელე.

    “ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანებისთვის განსხვავებულია ვირუსის გადადების რისკი. ჩვენს მასალაზე რაც გაანალიზებულია, 9,3-ჯერ ნაკლები აქვს ვაქცინირებულს გადადების რისკი, არავაქცინირებულთან შედარებით, ანუ თუ ექნა ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს კონტაქტი ინფიცირებულთან, ვაქცინირებულის რისკი, რომ მას გადაედოს 9,3-ჯერ ნაკლებია”, – განაცხადა მან.

  • შსს-მ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

    შსს-მ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

    მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. უწყების განმარტებით, დაკავებულ პირს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება.

    „პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

    სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.

    დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა

    სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრა თბილისის დროით 12:32 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდას შეადგენდა.

  • თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე – სააკაშვილი

    თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. წერილი დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან წაიკითხა. როგორც საძაგლიშვილმა განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოხდება.

    “სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა ბოლომდე შემრჩეს, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს.  ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – წერს სააკაშვილი.

  • სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ – კალაძე

    სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ  – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღით ადრე. მისივე თქმით, ვაუჩერი გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებები.

    “რაც შეხება ახალ პროგრამას, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ იმისთვის, რომ ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) შეიძინონ. ეს მხარდაჭერა ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისელთა 2 000 000-მდე მოთხოვნა დახმარებაზე იქნა დაკმაყოფილებული სხვადასხვა მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით იმ ოჯახების და ადამიანების გვერდით, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება და თანადგომა“, – განაცხადა კალაძემ.

  • სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა ძალდატანებით ვაქცინაცია – გაბუნია

    სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა ძალდატანებით ვაქცინაცია – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია.

    „ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, აიცრას ან გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს მისი პასუხი. ეს არის ის სწორად დაბალანსებული და ეთიკური მიდგომა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, რათა აცრა ყველასთვის უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი. ასევე სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა რომელიმე პირის ძალდატანებით ვაქცინაცია, ამის ალბათობა თეორიულადაც კი არ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.