Category: სლაიდერი

  • ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი – გვარამია სააკაშვილზე

    “ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი”- ამის შესახებ, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

    “მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე, ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები… კერძოდ ფერს. ავადმყოფური ფერია, შენელებულია, უჭირს გადაადგილება. მისი მსჯელობა უპრობლემოა არავითარი ცვლილება არ ეტყობა მსჯელობას და კომუნიკაციას. თუმცა ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი” –  განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს ნებისმიერ ეთერში – ნიკა მელია

    ნიკა მელია კახა კალაძეს ნებისმიერ ეთერში დებატებს სთავაზობს.

    მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.

    ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ.

    ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები!

    ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში – არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში – პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!”,- წერს მელია.

  • არცერთი ნაცი არ ზის დარბაზში და უმრავლესობის წევრებს “ნაცების” გარდა არაფერზე არ ულაპარაკიათ – ხვიჩია

    “არცერთი ნაცი არ ზის დარბაზში და უმრავლესობის წევრებს “ნაცების” გარდა არაფერზე არ ულაპარაკიათ” – ამის შესახებ, პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გამაცხადა.

    “მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ე.წ ნაცი არ ზის დარბაზში, უმრავლესობის წევრებს “ნაცების” გარდა სხვაზე არ ულაპარაკიათ, გესმით? წარმოდგინეთ, რა მდგომარეობაშია ზოგადად, ჩვენი ფსიქიკა, ნერვები, საერთოდ სად ვცხოვრობთ, მაშინ როდესაც პარტიის საერთოდ არცერთი წარმომადგენელი დარბაზში არ ზის და ეძებენ ყოფილ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომ წამოაძახონ ნაციონალური მოძრაობის წევრობა, ამას ვაკეთებთ ამწუთას.” – განაცხადა ხვიჩიამ.

  • მომხრე ვარ, არავაქცინირებულებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ – იმნაძე

    მომხრე ვარ, არავაქცინირებულებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ – იმნაძე

    “მე ვარ მომხრე, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაცია იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად, პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები.

    გარდა ამისა, ასევე მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. საუბარია იმაზე, რომ ვინ წარმოადგენს საფრთხეს როგორც თვის თავისათვის, პირველ რიგში, ასევე საზოგადოებისთვის. ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად, გართობის ღონისძიებებზე”

    განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

  • იმედი არავის ჰქონდეს, რომ კორონას გადაურჩება, ყველას იპოვის – იმნაძე

    “რისკი ზაფხულშიც კი ძალიან მაღალია, აგვისტოში დავრწმუნდით ხომ, ამაში? და წარმოიდგინეთ ზამთარში ეს რისკები როგორ იზრდება, როცა უმრავლესობა ჩაკეტილია, ჩაკეტილი სივრცეები ბევრია და აცრები ბევრად არ მომატებულა ზაფხულის მერე…

    მესამედი არ ითვლება, რომ საზოგადოება აცრილია. ამიტომ ჩვენ, ყველანაირი გათვლებით, ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ჩუტყვავილა რომ მოედება ყველას, ვინც არ არის იმუნური, აი, ზუსტად ასე იქნება, ეს ყველას იპოვის, ვინც არ არის იმუნური, ყველას დაემართება, იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება”

    ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

  • გთხოვთ, ახლავე, შემაკავებლად აიცერით სიძულვილზე – ლადო კახაძე პარლამენტარებს

    გთხოვთ, ახლავე, შემაკავებლად აიცერით სიძულვილზე – ლადო კახაძე პარლამენტარებს

    “სამწუხაროდ, ვირუსს ეს ახასიათებს – გგონია რომ არ ჩანს და სიძულვილს თესავს. ძალიან გთხოვთ, პოლიტიკური ველიდან განვდევნოთ სიძულვილის ვირუსი, ეს არის ჩვენი მოვალეობა. მე წამსვლელი თაობის წევრი გელაპარაკებით. ახალგაზრდები მოდიხართ და ძალიან გთხოვთ, ახლავე, შემაკავებლად აიცერით იმ სიძულვილზე, რომლის სიმძლავრეს, ჩემდა სამწუხაროდ, ვატყობ ამ თაობაში. გთხოვთ, გაუფრთხილდით თქვენს სახელს, თქვენს ოჯახებს და ქვეყანას”

    მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტის წევრებს.

  • ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნები, უნდა გაგაქროო? – უგულავა კალაძეს

    “ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ ნახევარ მილიონ შენს თამოქალაქეს ეუბნები, მე შენ უნდა გაგაქროო?”,- ასე ეხმიანება ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა კახა კალაძისა და მმართველი პარტიის რიტორიკას, რომ “ნაციონალური მოძრაობა უნდა დასრულდეს”.

    მისი თქმით, ქუჩაში “ფლეიბოივით” სიარული მერობა არ არის.

    “კონკრეტულს რამეს ჰპირდება? ეს, მარტო ევრორემონტის ჩატარება და მერე ფლეიბოივით სიარული ქუჩაში, გეგონება პოდიუმზე დადის, ეს არ არის მერობა. მერობა არის უამრავი გაჭირვებული ადამიანის თანადგომა. უამრავი გაფუჭებული, თუ დაძველებული, თუ ინფრასტრუქტურული, თუ ავარიული, თუ ათასი რამის გაკეთება და მერე თავის შეკავება” — განაცხადა უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.

    მისივე შეფასებით, კახა კალაძის გუშინდელი ვიდეომიმართვა “ადამიანური ტრაგედია იყო”.

    “სახედაკარგული, ძალაუფლებას მოპოტინე ადამიანი, რომელიც ბრჭყალებით ეპოტინება და ცოტა ფეხები უკანკალებს, ვაიმე დედა, რა მეშველება. ამხელა კაცია, ძალაუფლების გარეშე არ უცხოვრია? ამხელა შედეგები ჰქონდა სხვა სფეროში, ხო? იცხოვრე თანამდებობის გარეშე, რა მოხდა? თანამდებობის დაკარგვა ტრაგედია კი არაა”, – აღნიშნავს უგულავა.

  • თქვენ ხართ მიშას სექტა – კახა კალაძე ჟურნალისტებს

    “კახი კალაძეს რიტორიკა არასდროს შეუცვლია, 2012 წლიდან მოყოლებული მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს გავიმარჯვეთ ძალადობაზე. როდესაც პოლიტიკური აგრესიისგან დაცლილ იდილიაზე ვსაუბრობთ, აქ ნაციონალური მოძრაობა არ და ვერ განიხილება არასდროს. ეს იმიტომ, რომ თქვენ ხართ მიშას სექტა, დაფუძნებული ბოროტებაზე, ამით არსებობთ, სიძულვილზე, საერთოდ არ გაინტერესებთ ქვეყნის ბედი რატომ გგონიათ რომ მარტო თქვენ ხართ პოლიტიკური პარტიები, უამრავი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსია ქვეყანაში”

    მიმართა კახა კალაძემ დამოუკიდებელი ტელევიზიების ჟურნალისტებს.

  • არაყიც გამოსახდელი მაქვს და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა – ალეკო ელისაშვილი

    ”არაყიც გამოსახდელი მაქვს და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილმა ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის საკითხს “ბასტი-ბუბუ” უწოდა და განაცხადა რომ მასში მონაწილეობას არ აპირებს.

    “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე არ ვიყავი, ღვინო ერთხელ გადავიღე და კიდევ მაქვს გადასაღები, არაყიც გამოსახდელი და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა, მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს პოლიტიკურიც და სამეურნეოც, მევენახეობის.

    რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, დიდად ეს საკითხი არ მადარდებს, ასეთ გაუგებარ ფორმატებში აღარ ვმონაწილეობთ. ვცდილობდით, მათთვის რაღაც რაციონალური გვეთქვა და გაეგოთ, არ დაგვიჯერეს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩრდილოვან კაბინეტსა და „ბასტი-ბუბუში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ, რადგან რეფერენდუმის არ იყოს, ეს არის „ბასტი-ბუბუ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ პოლიტიკურად ძლიერდება – ხერხეულიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის “მდგომარეობა კრიტიკულია”.

    “შიმშილობის ყოველი ახალი დღე არის მისი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა, მაგრამ ის ყოველდღე უფრო ძლიერდება პოლიტიკურად. ერთი ადამიანის პოლიტიკური აქტი არის უპრეცედენტო, ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ამას თავის კვალი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ექნება”,- ამბობს ის.

    ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილის არის შემართებით და გეგმებს უკავშირებს არჩევნების მეორე ტურს.

    “არის შემართებით, აქვს ძალიან დიდი მოლოდინი 30 ოქტომბერთან დაკავშირებით, მისი გეგმები უკავშირდება ამ დღეს, ყველას მოუწოდებს შემართებისთვის, სოლიდარობისთვის, კონსოლიდაციისთვის და თბილისის ძალიან დიდი იმედი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ამაყია თბილისელების გამოსვლით 14 ოქტომბერს და იმედოვნებს, რომ 30 ოქტომბერს ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.