Category: სლაიდერი

  • პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ნიკა უპრეცედენტო მოდელი დადე! – ნანუკა ჟორჟოლიანი

    “პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ნიკა უპრეცედენტო მოდელი დადე! “- ასე ეხმაურება, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, ენმ-ის თავჯდომარის მიერ, კოალიციური გუნდის წარდგენას.
    ”ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ისე როგორც ამერიკებში და ევროპებშია:)) ანუ, ის რაც ძალიან შორს მეგონა ჩემს ქვეყანაში ხდება.
    ისე, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, 30 ში გაიმარჯვებს ოპოზიცია, გაიმარჯვებს საქართველო და თითოეული ჩვენგანი, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს.
    ნიკა მელია – ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატია ირაკლი აბესაძეც

    თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი არის ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძეც. ასევე, მოადგილის პოსტს ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებს,  “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.

    ისინი ნიკა მელიამ წარადგინა. ის ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატია.

    ადგილობრივი არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდება.

  • ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, ბოდიში მათ ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე – ცოტნე კობერიძე

    “ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, ბოდიში მათ ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე”- ამის შესახებ, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი წევრი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.  ცოტნე კობერიძე თბილისის ე.წ. ჩრდილოვან, კოალიციურ მთავრობაში ვიცე-მერობის კანდიდატი უნდა  ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ ვიცე-მერობის კანდიდატი “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე იქნება.

    ”მეგობრებო, ვიცე მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთნონ, ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა როგორც ვიცე მერობის ნადიდატი ჩემზე კარგად იზამს.ჩემთვის უპირველესი ამოცანაა ქართული ოცნების დამარცხება, თუ თბილისი კალაძემ წააგო გარდაუალი მგონია რეჟიმის ჩამოშლა.

    მადლობა იმ ადამინებს ვინც მხარში მედგა, ვინც მენდო, მომისმინა, ვინც მიუხედავად ჩემი ასაკისა ჩემ ნაფიქრებს სცა პატივი და ჩემ ლანძღვის მოდას ასაკის გამო არ აყვა.
    განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც პრაიმერისში მხარი დამიჭირა, ჩემი კამპანიის ხემძღვანელს ნინა საჯაიას და ფანდრაიზერ კატო ზაქარეიშვილს.

    ბოდიში მათ ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე ვინც ჩემში ინვესტიცია ჩადო და არ გავუმართლე, ბოდიში ასევე მედიას რომელსაც დღეს კომენტარების დროს ვერ გავუმხილე რომ უკვე ჩემი პოზიცია ზურას დავუთმე, გასაჯაროებას საღამომდე მოვერიდე.

    ყველაფერი ის რასაც ვსაუბრობდი, ჩემი ეთიკის და იდეოლოგიის ნაწილია, მე ვიცე მერი ვიქნები, ვიცე პრემიერი, ლექტორი, აქტივისტი თუ მაღაზიის კონსულტანტი მაინც ამ იდეებზე ვისაუბრებ და მაინც შევეცდები ადამიანების დარწმუნებას რომ თავისუფლებაზე სწორი წამალი დღეს არსებული პრობლემების მოგვარების არ არსებობს. ეთერებშიც ხაზს ვუსვამდი რომ ჩემთვის რიგალიას თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს.

    უკანასკნელი ორი თვის განმალობაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ყველა ახალგაზრდა ვთხოვ არ მოერიდოს პოლიტიკაში ჩართვას, ზოგადად არაფრის არ მოერიდოს, არ დაელოდოს დროის გასვლას.

    ახლა მთავარია კალაძე დამარცხდეს, იმედია ჩემი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ წვლილს შევიტან.

    დღეიდან “ის გირჩელი ბავში ვიცე მერი” აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს.” – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

  • ქართულ მართლმსაჯულებაში ევროპარლამენტარების ჩარევას წერტილი დაესვა – კობახიძე

    “ერთი და იგივე ლობისტები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ არ შეიძლება დამნაშავის ციხეში გაშვება და ა.შ. ასეთი განცხადებები ხელს უწყობს პოლარიზაციას ამ ქვეყანაში და ეს არის ძალიან ცუდი, გარდა ამისა, აჩენს დაუსჯელობის განცდებს. აქედან გამომდინარე, პატივი სცენ კანონის უზენაესობას ამ ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იქნებიან გარკვეული წვილილის შემტანი იმ პოლარიზაციაში, რომელიც ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი. ნუ დააზიანებენ ჩვენს ქვეყანას

    რურუას და უგულავას გათავისუფლება იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების ცუდი მაგალითი, როდესაც ევროპარლამენტის კონკრეტული დეპუტატები ერეოდნენ ქართულ მართლმსაჯულებაში. ამას დაესვა წერტილი, შემიძლია თამამად გითხრათ. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ განახორციელონ ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზება”

    ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებზე.

  • სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა არაჟანთან ერთად – კობახიძე

    “არ ვიცი, შეიძლება არიან ლობისტები ევროპაში, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, გადმოკვეთა თუ არა უკანონოდ საზღვარი მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ყველამ იცის, რომ მას აქვს უკან გადმოკვეთილი საზღვარი არაჟანთან ერთად და შესაბამისად, მას ეკუთვნის ახალი მუხლის მიყენება და ეს გააკეთა დღეს პროკურატურამ”

    განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე. პროკურატურის ვერსიით, სააკაშვილმა საქართველო საზღვარი გადმოკვეთა ტრაილერით, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით.

  • მას თუ ვაჟკაცობა ჰქონდა, ღიად უნდა შემოსულიყო ქვეყანაში – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

    “კაცს, რომელიც იყო პრეზიდენტი, პატივი უნდა ეცა კანონისთვის და არ უნდა გადმოეკვეთა ქურდულად საზღვარი. მას თუ ჰქონდა ელემენტარული კაცობა და ვაჟკაცობა, უნდა შემოსულიყო ჩვეულებრივ ღიად ჩვენს ქვეყანაში”

    განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.

  • ფოტიგას და კუბილიუსის ჭკუით ვერ ვივლით, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს – პრემიერი

    “არც ფოტიგა, არ კუბილიუსი და არც არავინ ჩემთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ეს მინდა ვუთხრა. ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს გაითვალისწინოს ყველამ.

    მინდა შევახსენო რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომელთაც პირადი მეგობრობა აქვთ სააკაშვილთან. ერთ-ერთი, ვინც აქტიურობს, იყო ეკა ზღულაძის მეუღლე, მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს ეს ადამიანი ჭკუას გვასწავლის ჩვენ. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს?!”

    ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

  • გოგელიას კლინიკას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება – რეგულირების სააგენტო

    სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის, ზაალ კაპანაძის თქმით, გოგელიას კლინიკას, სადაც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი, იმუნიზაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა. კაპანაძის თქმით, სანქცია დაეკისრება როგორც კლინიკას, ასევე ექიმს.

    “აღნიშნულ კლინიკას იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება. თვითონ რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ აღნიშნული ექიმი გამოავლინა, როგორც უკანონო საექიმო საქმიანობაში მონაწილე. მას ჰქონდა გაყალბებული სერტიფიკატები და ისე ახორციელებდა საქმიანობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოკვლევა დავასრულეთ და ეს მასალები გადავუგზავნეთ პროკურატურას”. – ამბობს ზაალ კაპანაძე.

    კლინიკამ უკანონოდ დაახლოებით 35 მოქალაქე აცრა.

  • სააკაშვილის მარშრუტი ჩერნომორსკის პორტიდან თბილისამდე – პროკურატურის ვერსია

    საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს მარშრუტს, რომლითაც, მათი მტკიცებით, სააკაშვილი უკრაინიდან თბილისამდე ჩავიდა.

    პროკურატურის ვერსია ასეთია:

    “28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს IKA TRANS-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება – ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით.

    აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ.

    რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

    მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით.

    აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ე.ც.-მ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა.

    ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით. 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ე.ც.-მ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. 03:13:35 საათზე ე.ც. ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შ.წ., ზ.წ. და წავიდნენ აბაშის მიმართულებით.

    იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ სახლში. 29 სექტემბერს, დღის საათებში, ე.ც. დაუკავშირდა მის მეგობარს გ.ნ.-ს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება.

    გ.ნ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა.

    პარალელურად, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის „TRANSIT“-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში.

    29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ.ნ. და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით.

    ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25 – 04:30 საათზე მივიდნენ. ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ე.ც., რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გ.ნ.-მ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე. სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ე.ც. საცხოვრებელ ბინაში დააკავეს”,– აცხადებს პროკურატურა.

    ცნობისვის, სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-20 დღეა შიმშილობს.

  • სააკაშვილის შემოსვლის საქმე – ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმეს

    პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმა. მას უწყება მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. ექსპრეზიდენტ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალს წარუდგენენ.

    “საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები”, — აცხადებს პროკურატურა.

    გარდა ამისა, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საკუთარი ვერსია, მისი გადაადგილების მარშრუტი გამოაქვეყნა.